„საქართველოს რკინიგზა“: ბათუმი-თბილისის რეისზე მოძრაობა განახლდა

© photo: Sputnik / Stringerთბილისი-ბათუმის მატარებელი
თბილისი-ბათუმის მატარებელი - Sputnik საქართველო, 1920, 13.11.2023
გამოწერა
მაღალი ძაბვის ქსელზე შექმნილი ტექნიკური პრობლემის გამო, ბათუმი-თბილისის რეისზე მოძრაობა შეფერხებული იყო.
თბილისი, 13 ნოემბერი - Sputnik. ბათუმი-თბილისის რეისზე მოძრაობა განახლდა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.
მოძრაობა თითქმის ერთი საათის განმავლობაში იყო შეფერხებული.
ბათუმი-თბილისის რეისზე მოძრაობა მაღალი ძაბვის ქსელზე შექმნილი ტექნიკური პრობლემის გამო შეფერხდა.
ყველა ახალი ამბავი
0