https://sputnik-georgia.com/20231113/sagarejosi-mkvleloba-ert-pirs-brali-waredgina-284188036.html
მკვლელობა საგარეჯოში: ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
მკვლელობა საგარეჯოში: ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
Sputnik საქართველო
დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 13.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-13T20:39+0400
2023-11-13T20:39+0400
2023-11-13T20:39+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
კახეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0a/251127873_0:134:1280:854_1920x0_80_0_0_f3d4a574f41676e7c9543069e0779b38.jpg
თბილისი, 13 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს პროკურატურამ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე 33 წლის მამაკაცს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.შემთხვევა 11 ნოემბერს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში ქორწილში მოხდა. ფინანსურ თემაზე წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბრალდებულმა 29 წლის მამაკაცს დანით სხეულის სხვადასხვა არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.უწყების ცნობით, ბრალდების მხარე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თელავის რაიონულ სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.წყარო - პროკურატურა
საქართველო
კახეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0a/251127873_94:118:1076:854_1920x0_80_0_0_b848fde4ab5a5b13229dc35decf167ac.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პროკურატურა, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, კახეთი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პროკურატურა, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, კახეთი
მკვლელობა საგარეჯოში: ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 13 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს პროკურატურამ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე 33 წლის მამაკაცს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
შემთხვევა 11 ნოემბერს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში ქორწილში მოხდა. ფინანსურ თემაზე წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბრალდებულმა 29 წლის მამაკაცს დანით სხეულის სხვადასხვა არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უწყების ცნობით, ბრალდების მხარე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თელავის რაიონულ სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.