მოსკოვში არ ფიქრობენ, რომ დასავლეთი უკრაინას სამხედრო დახმარებას შეუწყვეტს

© photo: Sputnik / Evgeni Biyatov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 13.11.2023
გამოწერა
თბილისი, 13ნოემბერი − Sputnik. მოსკოვს არ აქვს გათვლა იმაზე, რომ დასავლეთი უკრაინას სამხედრო მიწოდებებს შეწუყვეტს, განუცხადა გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის პირველმა მოადგილე დიმიტრი პოლიანსკიმ „რია ნოვოსტის“.
მისი თქმით, რუსეთისთვის კონფლიქტის დაწყების მომენტიდანვე იყო ცხადი, რომ კიევი საომარი მოქმედებების გაგრძელებას მხოლოდ დასავლეთის ქვეყნების, პირველ რიგში, შეერთებული შტატების მხარდაჭერით შეძლებდა, და რომ დასავლეთი ახლა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომუკრაინა არ ჩაიძიროს.
„გვესმის, რომ დასავლეთი, რომელიც კიევის რეჟიმის შემქმნელი იყო და რომელიც უკანონო, არაკონსტიტუციური გადატრიალების უკან იდგა 2014 წელს, შეეცდება, ყველაფერი გააკეთოს მის გადასარჩენად“, − განაცხადა დიპლომატმა.
ამასთან მან „ცუდი პროპაგანდისტული გამონაგონი“ უწოდა განცხადებას, რომ თითქოს მოსკოვი უკრაინის სახელმწიფოებრიობას ემუქრება.
„ჩვენ არასდროს დავმუქრებივართ უკრაინას, როგორც სახელმწიფოს, არასდროს დავემუქრებით უკრაინელებს, როგორც ხალხს. ვფიქრობ, ეს იყო დასავლეთის ძალიან ცუდი პროპაგანდისტული გამონაგონი, რომ თუ უკრაინა ბრძოლას შეწყვეტს, ის აღარ იარსებებს. არ ვიცი, საიდანაც მოიტანეს ეს“, − აღნიშნა რუსმა დიპლომატმა.
პოლიანსკის თქმით, რუსეთი ყოველთვის ძალიან მეგობრულად იყო განწობილი მეზობელი უკრაინის მიმართ, მაგრამ 2014 წლის სამწუხარო მოვლენებმა გავლენა მოახდინა ქვეყნების ურთიერთობებზე.
ყველა ახალი ამბავი
0