რატომ არ გამოიძახეს საქართველოს ფეხბურთის ნაკრებში ლობჟანიძე და კიტეიშვილი

© Facebook / photo: Georgia GFF / FBოთარ კიტეიშვილი
ოთარ კიტეიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 13.11.2023
გამოწერა
საქართველოს გუნდს ექვსი ტურის შემდეგ შვიდი ქულით ბოლოს წინა ადგილი უკავია ჯგუფში.
თბილისი, 13 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ორი წამყვანი ფეხბურთელი – თავდამსხმელი საბა ლობჟანიძე და ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი გუნდის შემადგენლობაში ევრო 2024–ის საკვალიფიკაციო მატჩში არ გამოიძახეს.
ეროვნული ნაკრები შოტლანდიას 16 ნოემბერს სახლში, ხოლო ესპანეთს 19 ნოემბერს სტუმრად დაუპირისპირდება. მატჩები, შესაბამისად, თბილისის დროით 21:00 და 23:45 საათზე დაიწყება.
ლობჟანიძემ და კიტეიშვილმა ნაკრების შემადგენლობაში ბოლო მატჩებში კარგი თამაში აჩვენეს. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ჟურნალისტებს თავისი გადაწყვეტილების მიზეზები აუხსნა.
„კიტეიშვილს ტერფის ტრავმა აქვს და ასეთი ტრავმების დროს სიფრთხილე საჭიროა. დარწმუნებული ვარ, ავსტრიაში მაღალი დონის ექიმები არიან და მოედანზე სწრაფად დაბრუნებაში დაეხმარებიან“, – განმარტა სანიოლმა.
რაც შეეხება საბა ლობჟანიძეს, მან „ატლანტა იუნაიტედში“, სადაც ამა წლის აგვისტოში გადავიდა, მნიშვნელოვანი მატჩი ჩაატარა.
„მან გუშინ მნიშვნელოვანი თამაში ჩაატარა „ატლანტა იუნაიტედში“ და შოტლანდიასთან შეხვედრამდე მცირე ხნით ადრე ფიზიკურად გადაღლილი იქნებოდა. ის ამიტომ არ გამოვიძახეთ“, – განაცხადა სანიოლმა.
საქართველოს ნაკრებს ექვსი ტურის შემდეგ შვიდი ქულით ბოლოს წინა ადგილი უკავია ჯგუფში. პირველ ადგილზეა ესპანეთი, რომელსაც 15 ქულა აქვს ისევე, როგორც შოტლანდიას.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0