პარლამენტის დეპუტატები იუსტიციის მინისტრს მოუსმენენ

© Parliament of Georgiaსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 13.11.2023
გამოწერა
მიმდინარე სასესიო კვირაში დეპუტატები „საქართველოს მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავენ.
თბილისი, 13 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატები იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს 17 ნოემბერს „მინისტრის საათის“ ფარგლებში მოუსმენენ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
ბიუროს სხდომაზე განიხილეს ახალი საკანონმდებლო ინიციატივები, გამოიკვეთა სავალდებულო და წამყვანი კომიტეტები.
მიმდინარე სასესიო კვირაში დეპუტატები „საქართველოს მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავენ.
გარდა ამისა, პარლამენტი 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესწორებულ ვარიანტს განიხილავს.
საქართველოს მთავრობამ მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განახლებულ ვარიანტზე მუშაობა დაასრულა და პარლამენტს წარუდგინა. მას შემდეგ, რაც დეპუტატები შესწორებულ ვერსიას განიხილავენ და თავიანთ წინადადებებს შეიტანენ, მთავრობა 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვერსიას დეკემბერში წარადგენს.
საკანონმდებლო ორგანომ სახელმწიფო ბიუჯეტი 2024 წლის 1 იანვრამდე უნდა მიიღოს.
ყველა ახალი ამბავი
0