https://sputnik-georgia.com/20231113/iisferi-produqti-kibos-alchaimersa-da-parkinsons-ebrzvis-284173464.html
საკვების ფერს მნიშვნელობა აქვს: პროდუქტი, რომელიც ებრძვის წონას, კიბოს, დიაბეტს...
საკვების ფერს მნიშვნელობა აქვს: პროდუქტი, რომელიც ებრძვის წონას, კიბოს, დიაბეტს...
Sputnik საქართველო
თბილისი, 13 ნოემბერი − Sputnik. იისფერ ბოსტნეულსა და ხილს დიდი სარგებელი მოაქვს ჯანმრთელობისთვის, აცხადებენ სპეციალისტები. 13.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-13T14:27+0400
2023-11-13T14:27+0400
2023-11-13T14:27+0400
სასარგებლო რჩევები
ექიმის რჩევები
ჯანსაღი კვება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23475/10/234751058_0:64:2049:1216_1920x0_80_0_0_1505f86fa0294d8ea38280bbe173af81.jpg
თბილისი, 13 ნოემბერი − Sputnik. იისფერ ბოსტნეულსა და ხილს დიდი სარგებელი მოაქვს ჯანმრთელობისთვის, აცხადებენ სპეციალისტები.მათი თქმით, სამეცნიერო კვლევები ადასტურებს, რომ ასეთი ფერის პროდუქტი ხელს უწყობენ ტვინისა და გულის ფუნქციონირებას, ხოლო მათი რეგულარული გამოყენება კიბოს შესანიშნავი პროფილაქტიკაა.ამ სახის პროდუქტს განეკუთვნება: შავი ქლიავი, ჭარხალი, წითელი კომბოსტო, ბადრიჯანი, მაყვალი, შავი ყურძენი, შავი ლეღვი, იისფერი სტაფილო და წითელი ხახვი.დიეტოლოგ აბირ აბუ რაჯილის თქმით, საკუთრივ ია შეიცავს ანთოციანებს, რომლებიც მეორე ტიპის დიაბეტის განვითარების რისკს ამცირებს. ფინელი მეცნიერების მიერ ჩატარებულმა ახალმა კვლევამ კი აჩვენა, რომ ყველა იისფერი ხილი და ბოსტნეული ასევე შეიცავს ანთოციანებს, რომლებიც არა მარტო დიაბეტის, არამედ სხვა არაერთი ქრონიკული დაავადებების ჩამოყალიბებასაც ებრძვის.გარდა ამისა, იისფერი ხილი და ბოსტნეული:ებრძვის კიბოს − რაც ბევრი სამეცნიერო კვლევითაა დადასტურებული. მაგალითად, იისფერი კენკრა ეფექტურია პროსტატის, მსხვილი ნაწლავისა და მკერდის კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში, ხოლო შავი ბრინჯიდა შავი ყურძენი თითქმის ყველა ტიპის ავთვისებიან სიმსივნეებს ებრძვის.იცავს ტოქსინებისგან − ანთოციანების წყალობით, ყურძენი ორგანიზმს გარემოში არსებული ტოქსინებისგანიცავს. წითელ და შავ ყურძენში ელაგის მჟავის მაღალი კონცენტრაციაა, რომელიც ხელს უწყობს ფილტვების მუშაობას.ხელს უწყობს წონის დაკლებას − რასაც მრავალი სამეცნიერო კვლევა ადასტურებს.ხელს უწყობს კოგნიტური ფუნქციების შენარჩუნებას − იასამნისფერი საკვები აუმჯობესებს ყურადღების კონცენტრაციასა და ტვინის შემეცნებით უნარებს. ასეთი ბოსტნეული და ხილი ტვინის დაბერებას 2,5 წლით ანელებს.როგორც მანჩესტერის უნივერსიტეტის კვლევაშია ნათქვამი, ადამიანმა ყოველდღიურ რაციონში იისფერი საკვების ერთი ან ორი ულუფა მაინც უნდა შეიტანოს, რათა გაფანტული სკლეროზის, პარკინსონის დაავადებისა და ალცჰეიმერის დაავადების განვითარების შანსები შეამციროს.ხელს უწყობს გულის ჯანმრთელობას − იისფერი საკვები ასევე მნიშვნელოვანია გულის კუნთის და შესაბამისად გულის ჯანმრთელობის დასაცავად, რადგან ისინი დიდი რაოდენობით შეიცავს ანტიოქსიდანტებს.მაგალითად, ქლიავი, რომელიც დაბალკალორიულია, მაგრამ მდიდარია ისეთი სასარგებლო ნივთიერებებით, როგორებიცაა საკვები ბოჭკო, ვიტამინი C და კალიუმი. ამასთან ქლიავში შედის ანთოციანები, რომელიც ადამიანს კიბოსა და გულის დაავადებებისგან იცავს და ანადგურებს თავისუფალ რადიკალებს.გაითვალისწინეთ: სტატიაში მოყვანილი რჩევები საინფორმაციო ხასიათისაა. ნებისმიერი ვარჯიშის დაწყებამდე თუ კვების რაციონში ცვლილებების შეტანამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან!
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23475/10/234751058_170:0:1877:1280_1920x0_80_0_0_3a6120b3c9068a65381d4f982229587a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები, ჯანსაღი კვება
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები, ჯანსაღი კვება
თბილისი, 13 ნოემბერი − Sputnik. იისფერ ბოსტნეულსა და ხილს დიდი სარგებელი მოაქვს ჯანმრთელობისთვის, აცხადებენ სპეციალისტები.
მათი თქმით, სამეცნიერო კვლევები ადასტურებს, რომ ასეთი ფერის პროდუქტი ხელს უწყობენ ტვინისა და გულის ფუნქციონირებას, ხოლო მათი რეგულარული გამოყენება კიბოს შესანიშნავი პროფილაქტიკაა.
ამ სახის პროდუქტს განეკუთვნება: შავი ქლიავი, ჭარხალი, წითელი კომბოსტო, ბადრიჯანი, მაყვალი, შავი ყურძენი, შავი ლეღვი, იისფერი სტაფილო და წითელი ხახვი.
დიეტოლოგ აბირ აბუ რაჯილის თქმით, საკუთრივ ია შეიცავს ანთოციანებს, რომლებიც მეორე ტიპის დიაბეტის განვითარების რისკს ამცირებს. ფინელი მეცნიერების მიერ ჩატარებულმა ახალმა კვლევამ კი აჩვენა, რომ ყველა იისფერი ხილი და ბოსტნეული ასევე შეიცავს ანთოციანებს, რომლებიც არა მარტო დიაბეტის, არამედ სხვა არაერთი ქრონიკული დაავადებების ჩამოყალიბებასაც ებრძვის.
გარდა ამისა, იისფერი ხილი და ბოსტნეული:
ებრძვის კიბოს − რაც ბევრი სამეცნიერო კვლევითაა დადასტურებული. მაგალითად, იისფერი კენკრა ეფექტურია პროსტატის, მსხვილი ნაწლავისა და მკერდის კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში, ხოლო შავი ბრინჯიდა შავი ყურძენი თითქმის ყველა ტიპის ავთვისებიან სიმსივნეებს ებრძვის.
იცავს ტოქსინებისგან − ანთოციანების წყალობით, ყურძენი ორგანიზმს გარემოში არსებული ტოქსინებისგანიცავს. წითელ და შავ ყურძენში ელაგის მჟავის მაღალი კონცენტრაციაა, რომელიც ხელს უწყობს ფილტვების მუშაობას.
ხელს უწყობს წონის დაკლებას − რასაც მრავალი სამეცნიერო კვლევა ადასტურებს.
ხელს უწყობს კოგნიტური ფუნქციების შენარჩუნებას − იასამნისფერი საკვები აუმჯობესებს ყურადღების კონცენტრაციასა და ტვინის შემეცნებით უნარებს. ასეთი ბოსტნეული და ხილი ტვინის დაბერებას 2,5 წლით ანელებს.
როგორც მანჩესტერის უნივერსიტეტის კვლევაშია ნათქვამი, ადამიანმა ყოველდღიურ რაციონში იისფერი საკვების ერთი ან ორი ულუფა მაინც უნდა შეიტანოს, რათა გაფანტული სკლეროზის, პარკინსონის დაავადებისა და ალცჰეიმერის დაავადების განვითარების შანსები შეამციროს.
ხელს უწყობს გულის ჯანმრთელობას − იისფერი საკვები ასევე მნიშვნელოვანია გულის კუნთის და შესაბამისად გულის ჯანმრთელობის დასაცავად, რადგან ისინი დიდი რაოდენობით შეიცავს ანტიოქსიდანტებს.
მაგალითად, ქლიავი, რომელიც დაბალკალორიულია, მაგრამ მდიდარია ისეთი სასარგებლო ნივთიერებებით, როგორებიცაა საკვები ბოჭკო, ვიტამინი C და კალიუმი. ამასთან ქლიავში შედის ანთოციანები, რომელიც ადამიანს კიბოსა და გულის დაავადებებისგან იცავს და ანადგურებს თავისუფალ რადიკალებს.
გაითვალისწინეთ: სტატიაში მოყვანილი რჩევები საინფორმაციო ხასიათისაა. ნებისმიერი ვარჯიშის დაწყებამდე თუ კვების რაციონში ცვლილებების შეტანამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან!