https://sputnik-georgia.com/20231113/borjom-xaragaulis-parks-saxanzro-manqanebi-gadaeca-284173196.html
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი ახალი სახანძრო მანქანებით აღიჭურვა
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი ახალი სახანძრო მანქანებით აღიჭურვა
Sputnik საქართველო
კორეის ეროვნული პარკების დელეგაცია საქართველოში დაცული ტერიტორიების პირველი საერთაშორისო სამიტის ფარგლებში იმყოფებოდა 13.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-13T13:42+0400
2023-11-13T13:42+0400
2023-11-13T13:51+0400
საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
სამხრეთი კორეა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/0d/284172944_0:100:1920:1180_1920x0_80_0_0_6d86ca7e18e5540ca6b7e8b0bf6595da.jpg
თბილისი, 13 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს, კორეის ეროვნული პარკების სამსახურთან (KNPS) გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, სახანძრო მანქანები გადაეცა, ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.უწყების ცნობით, ახალი სახანძრო მანქანებით აღიჭურვა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, რომელიც საქართველოში ყველაზე დიდი ეროვნული პარკია და ერთ-ერთ ხანძარსაშიშ ზონას წარმოადგენს, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში.მემორანდუმის ფარგლებში, საქართველომ სამხრეთ კორეისგან ასევე დრონი მიიღო, რომელიც ბიომრავალფეროვნების მონიტორინგისთვის აქტიურად გამოიყენება.საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძემ და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დავით იოსებაშვილმა მადლობა გადაუხადეს კორეის ეროვნული პარკების დელეგაციის წევრებს მჭიდრო თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის.კორეის ეროვნული პარკების დელეგაცია საქართველოში დაცული ტერიტორიების პირველი საერთაშორისო სამიტის ფარგლებში იმყოფებოდა, რომელიც ბორჯომში 7-9 ნოემბერს ჩატარდა.ბორჯომი-ხარაგაულის ეროვნული პარკი ევროპის ტერიტორიაზე ერთ-ერთი უდიდესი ეროვნული პარკია, რომელიც მოიცავს ექვს ადმინისტრაციულ რაიონს და გადაჭიმულია ბორჯომიდან ხარაგაულამდე. მისი ფართობი 5,3 ათასი კვადრატული მეტრია, რაც საქართველოს მთელი ტერიტორიის 7,6%-ია.
საქართველო
სამხრეთი კორეა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/0d/284172944_107:0:1814:1280_1920x0_80_0_0_766cd11cedb15e199cf87e0a04305e7b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საზოგადოება, ახალი ამბები, სამხრეთი კორეა
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საზოგადოება, ახალი ამბები, სამხრეთი კორეა
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი ახალი სახანძრო მანქანებით აღიჭურვა
13:42 13.11.2023 (განახლებულია: 13:51 13.11.2023) კორეის ეროვნული პარკების დელეგაცია საქართველოში დაცული ტერიტორიების პირველი საერთაშორისო სამიტის ფარგლებში იმყოფებოდა
თბილისი, 13 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს, კორეის ეროვნული პარკების სამსახურთან (KNPS) გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, სახანძრო მანქანები გადაეცა, ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ახალი სახანძრო მანქანებით აღიჭურვა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, რომელიც საქართველოში ყველაზე დიდი ეროვნული პარკია და ერთ-ერთ ხანძარსაშიშ ზონას წარმოადგენს, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში.
„ამ პერიოდში მემორანდუმის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. მინდა ვთქვა, რომ ისინი ძალიან გვეხმარებიან როგორც გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარების, ისე ტექნიკური აღჭურვილობის კუთხით“, - განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძემ ტელეკომპანია „რუსთავი2"-ის ეთერში.
მემორანდუმის ფარგლებში, საქართველომ სამხრეთ კორეისგან ასევე დრონი მიიღო, რომელიც ბიომრავალფეროვნების მონიტორინგისთვის აქტიურად გამოიყენება.
„მოხარული ვარ, რომ გვაქვს შესაძლებლობა გარემოს დაცვის სააგენტოს გადავცეთ სახანძრო მანქანები, რომელთა მეშვეობითაც იმედი მაქვს, ისინი შეძლებენ საქართველოს უნიკალური ბუნების დაცვას და შენარჩუნებას“, - განაცხადა კონსერვაციის მიმართულებით კორეის ეროვნული პარკის სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა იანგ-ლიმ სონმა.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძემ და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დავით იოსებაშვილმა მადლობა გადაუხადეს კორეის ეროვნული პარკების დელეგაციის წევრებს მჭიდრო თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის.
კორეის ეროვნული პარკების დელეგაცია საქართველოში დაცული ტერიტორიების პირველი საერთაშორისო სამიტის ფარგლებში იმყოფებოდა, რომელიც ბორჯომში 7-9 ნოემბერს ჩატარდა.
ბორჯომი-ხარაგაულის ეროვნული პარკი ევროპის ტერიტორიაზე ერთ-ერთი უდიდესი ეროვნული პარკია, რომელიც მოიცავს ექვს ადმინისტრაციულ რაიონს და გადაჭიმულია ბორჯომიდან ხარაგაულამდე. მისი ფართობი 5,3 ათასი კვადრატული მეტრია, რაც საქართველოს მთელი ტერიტორიის 7,6%-ია.