ვოლსკი: საქართველოს ევროინტეგრაცია რადიკალურ ოპოზიციაში გაწბილებას იწვევს

© photo: Sputnik / Stringerგია ვოლსკი
გია ვოლსკი - Sputnik საქართველო, 1920, 12.11.2023
გამოწერა
ოპოზიცია ყოველთვის ცდილობდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ჩაშლას, თუმცა მათი ანტისახელმწიფოებრივი გეგმები ვერ განხორციელდება, მიაჩნიათ მმართველ პარტიაში
თბილისი, 12 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ევროინტეგრაციის გზა არის ნათელი და საკმაოდ მძლავრი პოზიციები აქვს ამ ფორმატში, რაც სერიოზულ გაწბილებას იწვევს რადიკალურ ოპოზიციაში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
ევროკომისიამ 8 ნოემბერს გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელი 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ - ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციით მიმართა დათქმით, რომ ქვეყანამ ცხრა ნაბიჯი უნდა გადადგას, რომელთა შორისაა თავისუფალი არჩევნების ჩატარება, დეპოლარიზაცია და სხვ. უკვე 14-15 დეკემბერს ევროპული საბჭო ევროკომისიის დასკვნის საფუძველზე მიიღებს გადაწყვეტილებას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. საქართველო სტატუსს მიიღებს, თუ გადაწყვეტილებას ევროკავშირის ყველა, 27 ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.
„ხალხი არის სწორედ წყარო ხელისუფლების. ხალხმა სწორად გადაწყვიტა. 2012 წლიდან არცერთი არჩევნები არ მოაგებინა „ნაციონალურ მოძრაობას“ და რეს მივაღწიეთ იმას, რისთვისაც ჩვენ ამდენი ხანია ვიღვწოდით. ჩვენი ევროინტეგრაციის გზა არის ნათელი და საკმაოდ მძლავრი პოზიციები გვაქვს ამ ფორმატში. რასაკვირველია, ეს სერიოზულ გაწბილებას იწვევს რადიკალურ ოპოზიციაში, ვინაიდან დესტაბილიზაციის გეგმა ჩაუვარდათ“, - განაცხადა ვოლსკიმ.
ვოლსკის თქმით, რადიკალების ნაწილი ამ დრომდე ირწმუნება, რომ ხელისუფლებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად არაფერი გაუკეთებია.
მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ოპოზიცია ყოველთვის ცდილობდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ჩაშლას, თუმცა მათი ანტისახელმწიფოებრივი გეგმები ვერ განხორციელდება.
საქართველო და ევროკავშირი
საქართველომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი 2022 წლის 3 მარტს უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად შეიტანა.
„საქართველო ევროკავშირის მომავალი წევრია" - პაპუაშვილი >>
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.
საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2022 წელს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე უარი უსამართლო გადაწყვეტილება იყო და რომ საქართველო, ყველა კრიტერიუმით, ჯერ კიდევ მაშინ უსწრებდა უკრაინას და მოლდოვას.
ყველა ახალი ამბავი
0