თბილისი ახალი წლისთვის ემზადება - დედაქალაქის ცენტრში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაახალწლო განათება. ორბელიანის მოედანი
საახალწლო განათება. ორბელიანის მოედანი - Sputnik საქართველო, 1920, 12.11.2023
გამოწერა
შეზღუდვა ფილარმონიიდან გმირთა მოედნის მიმართულებით იმოქმედებს
თბილისი, 12 ნოემბერი – Sputnik. თბილისის ცენტრში, მერაბ კოსტავას ქუჩაზე დაგეგმილი საახალწლო განათებების მონტაჟის სამუშაოების გამო 13 ნოემბერს ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება, იუწყება დედაქალაქის მერია.
მუნიციპალური კომპანია „თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟს აგრძელებს. საახალწლო განათება უკვე დამონტაჟდა რობაქიძის ქუჩაზე. საახალწლო განათების მონტაჟი დეკემბრის შუა რიცხვებში დასრულდება.
ამასთან დაკავშირებით მერაბ კოსტავას ქუჩაზე დაგეგმილი სამუშაოების გამო13 ნოემბერს, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება.
ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზიდან გმირთა მოედნის მიმართულებით, მერაბ კოსტავას N27-დან N59-მდე მონაკვეთზე შეიზღუდება.
თბილისის მერია შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს იხდის.
ყველა ახალი ამბავი
0