სამეგრელოში მოზარდები ავტომობილით კერძო სახლის ეზოში შევარდნენ

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 12.11.2023
გამოწერა
თვითმხილველების ინფორმაციით, მოზარდს მუხრუჭისა და გაზის სატერფულები აერია.
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. წალენჯიხაში მსუბუქი ავტომობილი, რომელსაც მართვის მოწმობის მქონე არასრულწლოვანი მართავდა, საცხოვრებელი სახლის ეზოში შევარდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი მეორე სართულზე ასასვლელ კიბეებზე გაჩერდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მძღოლს მუხრუჭისა და გაზის სატერფულები აერია.
მანქანაში მყოფი ორივე არასრულწლოვანი კლინიკაშია გადაყვანილი.
საქმეზე დაწყებულია გამოძიება.
ყველა ახალი ამბავი
0