https://sputnik-georgia.com/20231112/qartveli-msaxiobi-evropuli-kinoakademiis-premiis-sort-listsi-moxvda-284165227.html
ქართველი მსახიობი ევროპული კინოაკადემიის პრემიის შორტ-ლისტში მოხვდა
ქართველი მსახიობი ევროპული კინოაკადემიის პრემიის შორტ-ლისტში მოხვდა
Sputnik საქართველო
ქართველი მსახიობის გარდა, ნომინაციაშია კიდევ ოთხი არტისტია წარმოდგენილი 12.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-12T23:41+0400
2023-11-12T23:41+0400
2023-11-13T01:11+0400
ახალი ამბები
საქართველო
ქართული კინო
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/08/284064867_0:0:1033:582_1920x0_80_0_0_83ad48e1591559b01eeae6eb406f6305.jpg
თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. ქართველი მსახიობი ეკა ჩავლეიშვილი რიგით 36-ე ევროპული კინოაკადემიის პრემიის შორტ-ლისტში მოხვდა - „ევროპელი მსახიობი ქალის“ ნომინაციაში, ნათქვამია პრემიის ვებგვერდზე.European Film Awards-ის პრემია ევროპულ კინოში მიღწევებისთვის გაიცემა. წელს დაჯილდოების ცერემონია 9 დეკემბერს ბერლინში გაიმართება.ქართველი მსახიობის გარდა, ნომინაციაშია წარმოდგენილია კიდევ ოთხი არტისტი: ფინელი მსახიობი ალმა პოვსტი, ინგლისელი მსახიობი მია მაკკენა-ბრიუსი, ასევე გერმანელი მსახიობები ლეონი ბენეში და სანდრა ჰულერი.ფილმი „შაშვი შაშვი მაყვალი" თამთა მელაშვილის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით არის გადაღებული. ნაწარმოები 2021 წელს „საბას" ლიტერატურული პრემიის გამარჯვებულია ნომინაციაში „წლის საუკეთესო რომანი". სიუჟეტის ცენტრშია 48 წლის პროვინციელი ქალის ისტორია.48 წლის მარტოხელა ქალი მუშაობს საყოფაცხოვრებო საქონლის მაღაზიაში, ტკბება თავისუფალი ცხოვრებით, უკვე ემზადება მშვიდი და კომფორტული სიბერისთვის. მას გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ არასდროს გათხოვდებოდა, სოფელში კი ამის გამო უამრავი ჭორი ვრცელდებოდა. მაგრამ მისი რომანი მამაკაცთან, რომელიც დისტრიბუტორად მუშაობს, მის გეგმებს თავდაყირა აყენებს.ახლა ის თავის გრძნობებში უნდა გაერკვეს და გადაწყვიტოს, როგორ იპოვოს გზა საკუთარი ბედნიერებისკენ.ფილმის „შაშვი შაშვი მაყვალის" მსოფლიო პრემიერა კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა, რომელიც 2023 წლის 16-27 მაისს ჩატარდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/08/284064867_0:0:1033:776_1920x0_80_0_0_c17a915c6101cfd3296fc5d9cc90f89e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ქართული კინო, კულტურა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, ქართული კინო, კულტურა საქართველოში
ქართველი მსახიობი ევროპული კინოაკადემიის პრემიის შორტ-ლისტში მოხვდა
23:41 12.11.2023 (განახლებულია: 01:11 13.11.2023) ქართველი მსახიობის გარდა, ნომინაციაშია კიდევ ოთხი არტისტია წარმოდგენილი
თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. ქართველი მსახიობი ეკა ჩავლეიშვილი რიგით 36-ე ევროპული კინოაკადემიის პრემიის შორტ-ლისტში მოხვდა - „ევროპელი მსახიობი ქალის“ ნომინაციაში, ნათქვამია პრემიის ვებგვერდზე.
European Film Awards-ის პრემია ევროპულ კინოში მიღწევებისთვის გაიცემა. წელს დაჯილდოების ცერემონია 9 დეკემბერს ბერლინში გაიმართება.
ქართველი მსახიობის გარდა, ნომინაციაშია წარმოდგენილია კიდევ ოთხი არტისტი: ფინელი მსახიობი ალმა პოვსტი, ინგლისელი მსახიობი მია მაკკენა-ბრიუსი, ასევე გერმანელი მსახიობები ლეონი ბენეში და სანდრა ჰულერი.
ფილმი „შაშვი შაშვი მაყვალი" თამთა მელაშვილის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით არის გადაღებული. ნაწარმოები 2021 წელს „საბას" ლიტერატურული პრემიის გამარჯვებულია ნომინაციაში „წლის საუკეთესო რომანი". სიუჟეტის ცენტრშია 48 წლის პროვინციელი ქალის ისტორია.
48 წლის მარტოხელა ქალი მუშაობს საყოფაცხოვრებო საქონლის მაღაზიაში, ტკბება თავისუფალი ცხოვრებით, უკვე ემზადება მშვიდი და კომფორტული სიბერისთვის. მას გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ არასდროს გათხოვდებოდა, სოფელში კი ამის გამო უამრავი ჭორი ვრცელდებოდა. მაგრამ მისი რომანი მამაკაცთან, რომელიც დისტრიბუტორად მუშაობს, მის გეგმებს თავდაყირა აყენებს.
ახლა ის თავის გრძნობებში უნდა გაერკვეს და გადაწყვიტოს, როგორ იპოვოს გზა საკუთარი ბედნიერებისკენ.
ფილმის „შაშვი შაშვი მაყვალის" მსოფლიო პრემიერა კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა, რომელიც 2023 წლის 16-27 მაისს ჩატარდა.