https://sputnik-georgia.com/20231112/moswavlis-mimart-seqsualuri-xasiatis-qmedebasi-bradebul-maswavlebels-patimroba-seefarda-284161238.html
მოსწავლის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედებაში ბრალდებულ მასწავლებელს პატიმრობა შეეფარდა
მოსწავლის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედებაში ბრალდებულ მასწავლებელს პატიმრობა შეეფარდა
Sputnik საქართველო
გამოძიება პედაგოგს მოსწავლეებთან სექსუალური ხასიათის ქმედებების განხორციელებას ედავება. 12.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-12T19:02+0400
2023-11-12T19:02+0400
2023-11-12T19:02+0400
ახალი ამბები
საქართველო
გურია
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261408327_0:110:1632:1028_1920x0_80_0_0_8527018a8be15c5888dc3430d93895bf.jpg
თბილისი, 12 ნოემბერი - Sputnik. ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ ლანჩხუთში დაკავებულ სკოლის მასწავლებელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.საგამოძიებო უწყება დაკავებულს მოსწავლის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედებას ედავება.პროცესი მედიისთვის დახურული იყო. როგორც ადვოკატმა განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს.გუშინ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სკოლის სპორტის პედაგოგი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, 57 წლის მასწავლებელი 13 წლის მოზარდთან სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩადენას შეეცადა.მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარის შესახებ დაზარალებულის ოჯახმა მოგვიანებით გაიგო. გოგონას მშობლის განცხადებით, ბრალდებული მას ემუქრებოდა, ამბავი არავისთვის მოეყოლა. თუმცა ამის შესახებ კლასელებმა მალევე გაიგეს და ინფორმაციაც გავრცელდა.მასწავლებელს ბრალი სისხლის სამართლის 138-ე მუხლით აქვს წაყენებული, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს.დაკავებულს სასჯელის სახით 20 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
საქართველო
გურია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261408327_58:0:1575:1138_1920x0_80_0_0_cebbc46847194be8f1e7f8e0599cdfdd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, გურია , შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
ახალი ამბები, საქართველო, გურია , შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
მოსწავლის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედებაში ბრალდებულ მასწავლებელს პატიმრობა შეეფარდა
გამოძიება პედაგოგს მოსწავლეებთან სექსუალური ხასიათის ქმედებების განხორციელებას ედავება.
თბილისი, 12 ნოემბერი - Sputnik. ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ ლანჩხუთში დაკავებულ სკოლის მასწავლებელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
საგამოძიებო უწყება დაკავებულს მოსწავლის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედებას ედავება.
პროცესი მედიისთვის დახურული იყო. როგორც ადვოკატმა განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს.
გუშინ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სკოლის სპორტის პედაგოგი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, 57 წლის მასწავლებელი 13 წლის მოზარდთან სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩადენას შეეცადა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარის შესახებ დაზარალებულის ოჯახმა მოგვიანებით გაიგო. გოგონას მშობლის განცხადებით, ბრალდებული მას ემუქრებოდა, ამბავი არავისთვის მოეყოლა. თუმცა ამის შესახებ კლასელებმა მალევე გაიგეს და ინფორმაციაც გავრცელდა.
მასწავლებელს ბრალი სისხლის სამართლის 138-ე მუხლით აქვს წაყენებული, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს.
დაკავებულს სასჯელის სახით 20 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.