ილია დარჩიაშვილი: ჩვენი ინტერესია არჩევნების უმაღლესი სტანდარტით ჩატარება

© Ministry of Foreign Affairs of Georgia
  - Sputnik საქართველო, 1920, 12.11.2023
გამოწერა
მთავრობის ინტერესია საერთაშორისო ორგანიზაციების, ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულება, განაცხადა მინისტრმა
თბილისი, 12 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება დაინტერესებულია, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები მაღალ დონეზე ჩატარდეს, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა.
ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ცხრა ნაბიჯს შორის თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო პროცესის ჩატარების უზრუნველყოფაა, განსაკუთრებით 2024 წელს, და OSCE/ODIHR–ის რეკომენდაციების სრული შეფასება. ასევე რეკომენდაციებს შორისაა საარჩევნო რეფორმის დასრულება და არჩევნებზე ამომრჩევლების ადეკვატური გამოცხადების წინასწარ უზრუნველყოფა.
„ჩვენი ინტერესია არჩევნების უმაღლესი სტანდარტით ჩატარება. არჩევნებიდან არჩევნებამდე ვამტკიცებთ, რომ უკეთესი შეფასებები მოჰყვეს საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს“, - განაცხადა დარჩიაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
მინისტრის თქმით, მთავრობის ინტერესია საერთაშორისო ორგანიზაციების, ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულება.
დარჩიაშვილის თქმით, საქართველო ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობს ამ ორგანიზაციებთან და ეს ქვეყნისთვის უფრო ხარისხიანი არჩევნების ჩატარების სტიმულია.
„ელექტრონული ხმის მიცემის სისტემა უზარმაზარი გარღვევაა. ძალიან ბევრი ხელშესახები შედეგი დაიდო, სიახლეები შემოვიდა და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი წლის არჩევნები იქნება სამაგალითო და სათანადოდ შეფასდება“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.
საქართველოს ახალი მოთხოვნები წაუყენეს - ევროკომისიის ანგარიში>>
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება. დეპუტატებს ახალი სისტემით პირველად აირჩევენ – არჩევნები მთლიანად პროპორციული იქნება და ელექტრონული სისტემით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 5% იქნება.
პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს.
საქართველო და ევროკავშირი
საქართველომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი 2022 წლის 3 მარტს უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად შეიტანა.
„საქართველო ევროკავშირის მომავალი წევრია" - პაპუაშვილი >>
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.
საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2022 წელს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე უარი უსამართლო გადაწყვეტილება იყო და რომ საქართველო, ყველა კრიტერიუმით, ჯერ კიდევ მაშინ უსწრებდა უკრაინას და მოლდოვას.
ყველა ახალი ამბავი
0