https://sputnik-georgia.com/20231111/rogor-sheicvala-evrostandartebit-datvlili-inplaciis-done-284145779.html
როგორ შეიცვალა საქართველოში ევროსტანდარტებით დათვლილი ინფლაციის დონე
როგორ შეიცვალა საქართველოში ევროსტანდარტებით დათვლილი ინფლაციის დონე
Sputnik საქართველო
საქართველოში ევროპული მეთოდოლოგიით დაანგარიშებული ინფლაციის მაჩვენებელი 2023 წლის ოქტომბერში ეროვნული წესით გამოთვლილთან შედარებით 0,6 საპროცენტო პუნქტით უფრო... 11.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-11T10:18+0400
2023-11-11T10:18+0400
2023-11-13T11:35+0400
ახალი ამბები
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
სტატისტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/0f/269442501_0:159:3078:1890_1920x0_80_0_0_866e72648b5eb95433e07b1a4d824cca.jpg
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. მიმდინარე წლის ოქტომბერში ევროსტანდარტებით დაანგარიშებულმა წლიურმა ინფლაციამ -0,2% შეადგინა, ეროვნული მეთოდოლოგიით დაანგარიშებული 0,8% იყო.საქართველოში ევროპული მეთოდოლოგიით დაანგარიშებული ინფლაციის მაჩვენებელი 2023 წლის ოქტომბერში ეროვნული წესით გამოთვლილთან შედარებით 0,6 საპროცენტო პუნქტით უფრო დაბალი აღმოჩნდა.რა განსხვავებაა მეთოდოლოგიებს შორის საქართველოსა და ევროკავშირშიHICP განსხვავდება CPI-სგან მთელი რიგი მეთოდოლოგიური მახასიათებლებით, ძირითადად, სამომხმარებლო კალათის წონის თვალსაზრისით და გამოყენებული კლასიფიკატორის მიხედვით.კერძოდ, HICP-ს შემთხვევაში გაანგარიშებისას გამოიყენება როგორც რეზიდენტების, ისე არარეზიდენტების მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე გაწეული ხარჯები, ხოლო CPI-სთვის გამოიყენება მხოლოდ რეზიდენტების მიერ გაწეული დანახარჯები როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ.რაც შეეხება კლასიფიკატორს, ევროკავშირში HICP-სთვის გამოიყენება „დანიშნულების მიხედვით ინდივიდუალური მოხმარების კლასიფიკაციის" ევროპული ვერსია – ECOICOP, რომელიც მცირედით განსხვავდება ამჟამად საერთაშორისო დონეზე მოქმედი COICOP-სგან. ამასთან აღსანიშნავია, რომ სამომხმარებლო კალათის შემადგენლობა და გამოყენებული მიკრომონაცემები იდენტურია ორივე ინდექსისთვის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/0f/269442501_174:0:2905:2048_1920x0_80_0_0_5c915cc3450e8d9c431680f0262f91d0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, სტატისტიკა
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, სტატისტიკა
როგორ შეიცვალა საქართველოში ევროსტანდარტებით დათვლილი ინფლაციის დონე
10:18 11.11.2023 (განახლებულია: 11:35 13.11.2023) საქართველოში ევროპული მეთოდოლოგიით დაანგარიშებული ინფლაციის მაჩვენებელი 2023 წლის ოქტომბერში ეროვნული წესით გამოთვლილთან შედარებით 0,6 საპროცენტო პუნქტით უფრო დაბალი აღმოჩნდა.
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. მიმდინარე წლის ოქტომბერში ევროსტანდარტებით დაანგარიშებულმა წლიურმა ინფლაციამ -0,2% შეადგინა, ეროვნული მეთოდოლოგიით დაანგარიშებული 0,8% იყო.
ამჟამად საქართველოში ინფლაცია გამოითვლება სამომხმარებლო ფასების ინდექსის (CPI) მიხედვით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ხოლო ევროკავშირის ქვეყნებში გამოიყენება სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსი (HICP) და ის ფასების სტაბილურობის მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. საქართველოში ევროპული მეთოდოლოგიით დაანგარიშებული ინფლაციის მაჩვენებელი 2023 წლის ოქტომბერში ეროვნული წესით გამოთვლილთან შედარებით 0,6 საპროცენტო პუნქტით უფრო დაბალი აღმოჩნდა.
რა განსხვავებაა მეთოდოლოგიებს შორის საქართველოსა და ევროკავშირში
HICP განსხვავდება CPI-სგან მთელი რიგი მეთოდოლოგიური მახასიათებლებით, ძირითადად, სამომხმარებლო კალათის წონის თვალსაზრისით და გამოყენებული კლასიფიკატორის მიხედვით.
კერძოდ, HICP-ს შემთხვევაში გაანგარიშებისას გამოიყენება როგორც რეზიდენტების, ისე არარეზიდენტების მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე გაწეული ხარჯები, ხოლო CPI-სთვის გამოიყენება მხოლოდ რეზიდენტების მიერ გაწეული დანახარჯები როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
რაც შეეხება კლასიფიკატორს, ევროკავშირში HICP-სთვის გამოიყენება „დანიშნულების მიხედვით ინდივიდუალური მოხმარების კლასიფიკაციის" ევროპული ვერსია – ECOICOP, რომელიც მცირედით განსხვავდება ამჟამად საერთაშორისო დონეზე მოქმედი COICOP-სგან. ამასთან აღსანიშნავია, რომ სამომხმარებლო კალათის შემადგენლობა და გამოყენებული მიკრომონაცემები იდენტურია ორივე ინდექსისთვის.