ფეხბურთი: საქართველოს ნაკრები შოტლანდიასთან და ესპანეთთან მატჩებისთვის ემზადება

© photo: Sputnik / STRINGERСборная Грузии по футболу - во время. матча с Испанией
Сборная Грузии по футболу - во время. матча с Испанией - Sputnik საქართველო, 1920, 11.11.2023
გამოწერა
საქართველოს გუნდი 16 ნოემბერს თბილისში შოტლანდიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს, სამი დღის შემდეგ კი ვალიადოლიდში ესპანეთის ნაკრებს შეხვდება.
თბილისი, 11 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრები 13 ნოემბერს შოტლანდიასა და ესპანეთთან ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის საფინალო მატჩებისთვის მზადებას იწყებს.
ვილი სანიოლის გუნდი 16 ნოემბერს თბილისში შოტლანდიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს, სამი დღის შემდეგ კი, 19 ნოემბერს, ვალიადოლიდში ესპანეთის ნაკრებს შეხვდება.
საქართველოს ნაკრები მომავალი მატჩებისთვის 25 ფეხბურთელის შემადგენლობით მოემზადება:

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარე:
გიორგი ლორია („დინამო“, თბილისი, საქართველო)
გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი)
ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი“, აზერბაიჯანი)
დაცვა:
გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი)
სოლომონ კვერკველია („ალ-აჰდუდი“, ნაჯრანი, საუდის არაბეთი)
ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, კრაკოვი, პოლონეთი)
ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“, კრემონა, იტალია)
გიორგი გოჩოლეიშვილი („შახტარი“, დონეცკი, უკრაინა)
ირაკლი აზაროვი („შახტარი“, დონეცკი, უკრაინა)
ივა გელაშვილი („სპეცია“, იტალია)
ალექსანდრე კალანდაძე („დინამო“, თბილისი, საქართველო)
ნახევარდაცვა/შეტევა:
ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი)
გაბრიელ სიგუა („ბაზელი“, შვეიცარია)
გიორგი ქოჩორაშვილი („ლევანტე“, ვალენსია, ესპანეთი)
გიორგი აბურჯანია („ხატაისპორი“, ანთაქია, თურქეთი)
ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო)
ანზორ მექვაბიშვილი („დინამო“, თბილისი, საქართველო)
სანდრო ალთუნაშვილი („ვოლფსბერგერი“, ავსტრია)
ლევან შენგელია („პანეტოლიკოსი“, საბერძნეთი)
გიორგი ჩაკვეტაძე („უოტფორდი“, ინგლისი)
ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი)
გიორგი მიქაუტაძე („აიაქსი“, ამსტერდამი, ჰოლანდია)
ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, ნეაპოლი, იტალია)
დავით ვოლკოვი („საბაჰი“, ბაქო, აზერბაიჯანი)
ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია)
ვარჯიშის დაწყებამდე, 13 ნოემბერს 12:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საკონფერენციო დარბაზში საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის ტრადიციული პრესკონფერენცია გაიმართება.
15 ოქტომბერს საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა თბილისში, საკუთარ მოედანზე A ჯგუფის აუტსაიდერს, კვიპროსის ნაკრებს ანგარიშით 4:0 მოუგო.
ექვსი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები შვიდი ქულით ჯგუფში ბოლო ადგილზეა. პირველ პოზიციაზე ესპანეთის ნაკრებია. მათ 15 ქულა აქვთ, ისევე როგორც შოტლანდიას.
ყველა ახალი ამბავი
0