https://sputnik-georgia.com/20231111/--nini-iris--------284149463.html
ქართველი მომღერალი Nini Iris ამერიკის „ვოისის“ სცენას იპყრობს - ვიდეო
ქართველი მომღერალი Nini Iris ამერიკის „ვოისის“ სცენას იპყრობს - ვიდეო
Sputnik საქართველო
ნინიმ Radiohead-ის სიმღერა Karma Police შეასრულა და დავალებას ბრწყინვალედ გაართვა თავი. 11.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-11T16:57+0400
2023-11-11T16:57+0400
2023-11-13T11:40+0400
ახალი ამბები
საქართველო
აშშ
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/01/261683811_0:205:3150:1977_1920x0_80_0_0_e8f27d198b07a2963f79a1295efd1798.jpg
თბილისი, 11 ნოემბერი – Sputnik. ქართველმა მომღერალმა ნინი ბრეგვაძემ (Iris) ამერიკულ ვოკალურ პროექტზე The Voice ფურორი ამჯერად „ნოკაუტის“ ეტაპზე მოახდინა.„ნოკაუტების" რაუნდში მენტორები თავიანთ გუნდებს სამეულებად ყოფენ. მათი მონაწილეები ერთმანეთს ეჯიბრებიან და თითოეული ასრულებს საკუთარ სიმღერას. ტურის ბოლოს თითოეულ ტრიოს მენტორის არჩევით ორი-ორი მონაწილე გამოეთიშება.ამჯერად ნინი ბრეგვაძემ Radiohead-ის სიმღერა Karma Police შეასრულა და დავალებას ბრწყინვალედ გაართვა თავი. მენტორმა ნაილ ჰორანმა სწორედ ამიტომ დატოვა ის პროექტში.ნინი ბრეგვაძის შესრულებამ ყველა მენტორზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. გვენ სტეფანიმ აღნიშნა, რომ მისთვის ტურის გამარჯვებული ნინი გახდა, ჯონ ლეჯენდი კი ბრეგვაძის ხმით აღფრთოვანდა.თავად ნინიმ სოციალურ ქსელში აღნიშნა, რომ ვერ ხვდება, როგორ მოახერხა ემოციებისგან ცრემლების შეკავება. ნინის გაუხარდა, რომ საყვარელი სიმღერის შესრულება მიანდეს.ნინი ბრეგვაძეზე ქართველმა მსმენელმა პირველად მუსიკალურ კონკურსებში მონაწილეობის შემდეგ გაიცნო. ერთ-ერთი პირველი პროექტი, რომელშიც ნინი გამოჩნდა, იყო ქართული „ვოისი“. აღსანიშნავია, რომ ბრეგვაძე ახლა Nini Iris-ის ფსევდონიმით გამოდის.ნინი უკვე შვიდი წელია ნიუ-იორკში ცხოვრობს და მუშაობს.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/01/261683811_228:0:2957:2047_1920x0_80_0_0_27cf2f5a3119659ac9230a0620b10df2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, აშშ , კულტურა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, აშშ , კულტურა საქართველოში
ქართველი მომღერალი Nini Iris ამერიკის „ვოისის“ სცენას იპყრობს - ვიდეო
16:57 11.11.2023 (განახლებულია: 11:40 13.11.2023) ნინიმ Radiohead-ის სიმღერა Karma Police შეასრულა და დავალებას ბრწყინვალედ გაართვა თავი.
თბილისი, 11 ნოემბერი – Sputnik. ქართველმა მომღერალმა ნინი ბრეგვაძემ (Iris) ამერიკულ ვოკალურ პროექტზე The Voice ფურორი ამჯერად „ნოკაუტის“ ეტაპზე მოახდინა.
„ნოკაუტების" რაუნდში მენტორები თავიანთ გუნდებს სამეულებად ყოფენ. მათი მონაწილეები ერთმანეთს ეჯიბრებიან და თითოეული ასრულებს საკუთარ სიმღერას. ტურის ბოლოს თითოეულ ტრიოს მენტორის არჩევით ორი-ორი მონაწილე გამოეთიშება.
ამჯერად ნინი ბრეგვაძემ Radiohead-ის სიმღერა Karma Police შეასრულა და დავალებას ბრწყინვალედ გაართვა თავი. მენტორმა ნაილ ჰორანმა სწორედ ამიტომ დატოვა ის პროექტში.
ნინი ბრეგვაძის შესრულებამ ყველა მენტორზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. გვენ სტეფანიმ აღნიშნა, რომ მისთვის ტურის გამარჯვებული ნინი გახდა, ჯონ ლეჯენდი კი ბრეგვაძის ხმით აღფრთოვანდა.
თავად ნინიმ სოციალურ ქსელში აღნიშნა, რომ ვერ ხვდება, როგორ მოახერხა ემოციებისგან ცრემლების შეკავება. ნინის გაუხარდა, რომ საყვარელი სიმღერის შესრულება მიანდეს.
ნინი ბრეგვაძეზე ქართველმა მსმენელმა პირველად მუსიკალურ კონკურსებში მონაწილეობის შემდეგ გაიცნო. ერთ-ერთი პირველი პროექტი, რომელშიც ნინი გამოჩნდა, იყო ქართული „ვოისი“. აღსანიშნავია, რომ ბრეგვაძე ახლა Nini Iris-ის ფსევდონიმით გამოდის.
ნინი უკვე შვიდი წელია ნიუ-იორკში ცხოვრობს და მუშაობს.