https://sputnik-georgia.com/20231111/---warner-bros-national-geographic--bbc--284148814.html
საქართველოს ტურისტული პოტენციალით Warner Bros, National Geographic და BBC დაინტერესდნენ
საქართველოს ტურისტული პოტენციალით Warner Bros, National Geographic და BBC დაინტერესდნენ
Sputnik საქართველო
ქართულმა მხარემ ლონდონში გამართულ პრესტიჟულ ტურისტულ გამოფენაში ნაყოფიერად მიიღო მონაწილეობა. 11.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-11T15:20+0400
2023-11-11T15:20+0400
2023-11-13T11:39+0400
ახალი ამბები
საქართველო
ტურიზმი
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/0e/268527437_0:158:3077:1889_1920x0_80_0_0_22ddb8d99c15715026ce26511a4b595a.jpg
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა უმსხვილეს უცხოურ ტელეკომპანიებსა და კინოსტუდიებს ქვეყნის ტურისტული პოტენციალი გააცნეს, იუწყება უწყების პრესსამსახური.კერძოდ, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ Skyscanner, Warner Bros, National Geographic traveller, BBC და Euro News წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები გამართა. შეხვედრები ლონდონში მიმდინარე საერთაშორისო ტურისტული გამოფენის WTM 2023 ფარგლებში ჩატარდა.ღონისძიებაში 185-ზე მეტი ქვეყნის 4 ათასი ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობდა. გამოფენას ტურიზმის სფეროს 35 ათასზე მეტი პროფესიონალი დაესწრო. WTM London 2023 გამოფენაზე საქართველოს 20-ზე მეტი კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციაა წარმოადგენდა.გამოფენის ფარგლებში ასევე შედგა ომიაძის შეხვედრა ცნობილ ინგლისელ მზარეულთან, რესტორატორთან, ტელეწამყვანთან, კულინარიაზე წიგნის ავტორთან ჯეიმი ოლივერთან. ომიაძემ ის საქართველოში მიიწვია ქართული გასტრონომიისა და ღვინის შესახებ გადაცემის მოსამზადებლად.World Travel Market 1980 წლიდან ითვლება ტურისტულ სამყაროში ერთ-ერთ უდიდეს ღონისძიებად და განკუთვნილია მხოლოდ პროფესიონალი საზოგადოებისთვის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/0e/268527437_174:0:2903:2047_1920x0_80_0_0_cc1938d089926259c765bedecf04c8a0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
საქართველოს ტურისტული პოტენციალით Warner Bros, National Geographic და BBC დაინტერესდნენ
15:20 11.11.2023 (განახლებულია: 11:39 13.11.2023) ქართულმა მხარემ ლონდონში გამართულ პრესტიჟულ ტურისტულ გამოფენაში ნაყოფიერად მიიღო მონაწილეობა.
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა უმსხვილეს უცხოურ ტელეკომპანიებსა და კინოსტუდიებს ქვეყნის ტურისტული პოტენციალი გააცნეს, იუწყება უწყების პრესსამსახური.
კერძოდ, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ Skyscanner, Warner Bros, National Geographic traveller, BBC და Euro News წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები გამართა. შეხვედრები ლონდონში მიმდინარე საერთაშორისო ტურისტული გამოფენის WTM 2023 ფარგლებში ჩატარდა.
ღონისძიებაში 185-ზე მეტი ქვეყნის 4 ათასი ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობდა. გამოფენას ტურიზმის სფეროს 35 ათასზე მეტი პროფესიონალი დაესწრო. WTM London 2023 გამოფენაზე საქართველოს 20-ზე მეტი კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციაა წარმოადგენდა.
„კოვიდ-პანდემიის შემდეგ წელს, ლონდონის გამოფენაზე ვხვდებით ძველ პარტნიორებს, ვადგენთ აქტიურ ბაზრებს...გამოფენაზე საქართველოსადმი ძალიან დიდი დაინტერესებაა და ამ გამოფენაში მონაწილეობა შესანიშნავი საშუალებაა საქართველოსთვის, რადგან ახალ ბაზრებს, ახალ პარტნიორებს იზიდავს“, - სასტუმრო პარაგრაფის წარმომადგენელმა თამუნა ჩხეიძემ.
გამოფენის ფარგლებში ასევე შედგა ომიაძის შეხვედრა ცნობილ ინგლისელ მზარეულთან, რესტორატორთან, ტელეწამყვანთან, კულინარიაზე წიგნის ავტორთან ჯეიმი ოლივერთან. ომიაძემ ის საქართველოში მიიწვია ქართული გასტრონომიისა და ღვინის შესახებ გადაცემის მოსამზადებლად.
World Travel Market 1980 წლიდან ითვლება ტურისტულ სამყაროში ერთ-ერთ უდიდეს ღონისძიებად და განკუთვნილია მხოლოდ პროფესიონალი საზოგადოებისთვის.