ტორონტოს აეროპორტში საქართველოს ფოტოები გამოიფინა

© Georgian National Tourism Administrationსაქართველოს ამსახველი ფოტოები ტორონტოს საერთაშორისო აეროპორტში
საქართველოს ამსახველი ფოტოები ტორონტოს საერთაშორისო აეროპორტში 
 - Sputnik საქართველო, 1920, 10.11.2023
გამოწერა
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. ტორონტოს საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს სხვადასხვა კუთხის ამსახველი ფოტოები გამოიფინა, ექსპოზიცია იქ 31 დეკემბრამდე დარჩება, იუწყება საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.
უწყების ცნობით, გამოფენა კანადაში საქართველოს საელჩოსთან თანამშრომლობით მოეწყო, რაც საქართველოს ტურისტული პოტენციალის გაცნობას უწყობს ხელს.
ადმინისტრაციის ცნობით, ტორონტოს აეროპორტში კანადელი ფოტოგრაფების, მამა-შვილ რენდი და სპენსერ ვანდერსტარენების მიერ გადაღებული სლაიდებია წარმოდგენილი.
„კანადელმა ფოტოგრაფებმა საქართველოში გასულ წელს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესტურის ფარგლებში იმოგზაურეს და სხვადასხვა ტურისტული ადგილები გადაიღეს. გამორჩეულ ფოტო ნამუშევრებს, უშგულის, გუდაურის, თბილისისა და სხვა ტურისტულად საინტერესო ადგილების ამსახველ ფოტოებს ტორონტოს საერთაშორისო აეროპორტის მგზავრები 2 თვის განმავლობაში გაეცნობიან“, — ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ ტორონტოს საერთაშორისო აეროპორტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული აეროპორტია. 2022 წელს მან 36 მილიონი მგზავრი მიიღო.
რენდი და სპენსერ ვანდერსტარენების მიერ საქართველოში გადაღებული ფოტოების სრულად დათვალიერება შესაძლებელია ვებ-გვერდზე: https://www.takeyourseatonline.com/georgia
ყველა ახალი ამბავი
0