https://sputnik-georgia.com/20231110/saqartvelos-istoria-rogor-davkarget-lore-da-debeda-284128209.html
შაჰის მზაკვრული მადლობა, ანუ ამბავი იმისა, როგორ დავკარგეთ ლორე და დებედა
შაჰის მზაკვრული მადლობა, ანუ ამბავი იმისა, როგორ დავკარგეთ ლორე და დებედა
Sputnik საქართველო
1603 წელს შაჰ აბასმა ომი აუტეხა ოსმალეთის სულთანს. ორი ურჩხულის რკენა−ჭიდილში შაჰის ამოცანა ოსმალეთის მიერ მიტაცებული სპარსული ტერიტორიებისა და ამიერკავკასიის... 10.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-10T19:08+0400
2023-11-10T19:08+0400
2023-11-10T19:08+0400
საქართველოს ისტორიიდან
წასაკითხი ამბები
საინტერესო ფაქტები საქართველოსა და ქართველებზე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/1c/280480200_0:320:3072:2048_1920x0_80_0_0_ad35e6d76a9c09e9e8ea32eb594c4155.jpg
პირველად ირანელები და თურქები ერთმანეთს სოფელ სუფიანთან შეეტაკნენ ერთმანეთს. მაშინ ოსმალები სასტიკად დამარცხდნენ და უკუიქცნენ. შაჰი კვალში ჩაუდგა მათ და ქალაქი თავრიზიც წაართვა. მერე კი მდინარე არაქსი გადალახა, ჯულფა-ნახჭევანი დაიკავა და 16 ნოემბერს ერევანთან დასცა ბანაკი.ერევანში მრავალრიცხოვანი ოსმალური გარნიზონი იდგა. ირანელებმა ვერაფერი დააკლეს მათ და ამიტომ ქალქს ალყა შემოარტყეს. შაჰ აბასი საკუთარ მეომრებს გაუფრთხილდა და შეტევაზე სომხები გაირეკა წინ. სწორედ ისინი იქცნენ თურქული ზარბაზნების ლუკმად. თუმცა ქალაქს ვერაფერი დააკლეს. სპარსულმა ალყამ ცხრა თვეს გასტანა, მაგრამ ერევანი არადა არ აპირებდა დანებებას.დეკემბრის მიწურულს შაჰ ბასს სასიხარულო ამბავი ამცნეს: ოსმალეთის დიდი სულთანი მეჰმედი მესამე გარდაცვლილიყო და ტახტზე 14 წლის უფლისწული აჰმედი აეყვანათ, ძალაუფლება კი ხონთქრის დედას, ჰანდან სულთანს ჩაეგდო ხელთ.გაიხარა აბასმა, სადედაკაცოდ გამხდარა ოსმალთა საქმეებიო. თუმცა ეგ იყო, ერევანს ვერაფერს აკლებდა და ეს უფუჭებდა გუნებას. მაშინ მრისხანე შაჰმა ქართველებს უხმო — ქართლის მეფე გიორგი მეათესა და და კახეთის ხელმწიფე ალექსანდრე მეორეს შეუთვალა, სასწრაფოდ თქვენი ჯარებით მომეშველეთო.გიორგი ქართლის მეფე მაშინვე წავიდა ერევანს, შაჰს ეახლა და მასთან „საუბრით განდიდებული შეიქმნა, ხელმწიფური წყალობით შეიმოსა და ყველასაგან გამორჩეული გახდა“. ალექსანდრე კი ერთხანს ფეხს ითრევდა, აკვირდებოდა, ვის მხარეს გადაიხრებოდა სასწორი. მაგრამ აბასმა მის გათათრებულ შვილს, კონსტანტინე მირზას დაავალა მამის „გონზე მოყვანა“. იმანაც სხვათა შორის შეაპარა კახთა მეფეს, შაჰი ამ ურჩობას არ გაპატიებს, თუ ჯარს არ მიაშველებ, ერევანს ალყას მოხსნის და კახეთისკენ დაიძვრებაო.გატყდა „ბებერი მგელი“ ალექსანდრე და ისიც გამოცხადდა შაჰთან. დიდი პატივითა და ზარზეიმით შეეგება აბასი კახელს სტუმრებს. და რაკიღა გურჯები თავის ბანაკში დაიგულა, ირანის ლომმა საიერიშო სამზადისი ბრძანა.ყიზილბაშებმა მოწინავედ გურჯები დააყენეს. ქართველებმა სამი დიდი ჯვარი გამოიტანეს და წინ წაიმძღვარეს. ამ ჯვრებმა უნდა გაგვამარჯვებინოსო, მტკიცედ თქვეს ქართველმა მეფეებმა. კრინტიც არ დაუძრავს შაჰს.გურჯები ადგილიდან მოწყდნენ და შეტევაზე ჯიქურ გადავიდნენ ყიჟინით. გამოუხტნენ თურქები მცირერიცხოვან მოწინავეთ, მაგრამ დაუნდობლად აკაფეს ქართველებმა ოსმალები. ისევ ერევნის ციხეს შეაფარეს თავი თავზარდაცემულმა თურქებმა. მაგრამ ახლა ციხის კედლებს გადაევლნენ „მფრინავი“ მთიელები. ფშავ-ხევსურებს, თუშებსა და მოხეევებს კახელ-ქართლელებიც მიჰყვნენ და ირანელები ქართველების აღებულ ქალაქში შეცვივდნენ და ერთნაირად გაჟუჟეს როგორც ოსმალები, ისე ერევნის მოსახლეობა. ეს 1604 წლის აგვისტოში მოხდა.საზღვარი არ ჰქონდა შაჰის სიხარულს. ქართველი მეფეები კარავში მიიწვია და ორივე „განაძღო“ უძვირფასესი ძღვენითა და მისართმევლით. ქართლის მეფეს სამი სპარსული სოფელი — ლაჰიჯანი, გილიანი და ფუშთუქუნი უფეშქაშა და სამასი თუმანი დაუნიშნა ყოველწლიურ ჯამაგირად, კახთა მეფეს კი — 700 თუმანი ერგო.ცბიერ შაჰს ეგონა, გიორგი მეათე ალექსანდრე მეორეზე დაიბოღმებოდა, მაგრამ ქართლის მეფეს სულ არ ადარდებდა ეს ჯამაგირები, ერთი სული ჰქონდა, სამშობლოში დაბრუნებულიყო.მაგრამ შაჰი არ ჩქარობდა ქართველ მეფეებთან განშორებას. თურმე, სამაგირო სამადლობელი უნდოდა მიეღო მათგან. პირდაპირ უთქვამს გიორგი მეორესთვის, დებედის ხეობა, ლორე და აღჯაყალა უნდა გადმომცეო. და დამწუხრებულმა ქართლის მეფემ ვერაფერი მოახერხა ქართული მიწების დასაცავად. ლორე რომ თავისად დაიგულა, შაჰ აბასმა ახლა კახთა მეფეს მოსთხოვა კაკ−ელისენის მხარის „ჩუქება“. ვერც ალექსანდრე მეორე აღუდგა წინ კახეთის სამეფოს „აღმოსავლეთის ჭიშკრის“ მორღვევას. ყველაზე სამწუხარო მაინც ის იყო, რომ შაჰისთვის კახეთის ძველი დედაქალაქი — ძაგემიც უნდა დაეთმო, სადაც კახთა მეფის სახელოვანი წინაპრები განისვენებდნენ.შაჰმა დებედა-ლორეს მხარე სპარსულ სახანოდ აქცია და სათავეში გათათრებული ქართველი ჩაუყენა. იმანაც უსიტყვოდ აღასრულა შაჰის ბრძანება, მხარე ქრისტიანული მოსახლეობისაგან „გაწმინდა“ და მათ ნასახლარებზე ბორჩალუს ტომის მომთაბარე ყიზილბაშები ჩაასახლა დედაწულიანად. იგივე ბედი ეწია კაკ-ელისენსაც, ისიც სახანოდ აქციეს და იქაც თურქმანები დაასახლეს.ასე გადაუხადა მადლობა მზაკვარმა შაჰმა ქართველ მეფეებს, რომელთა დახმარების გარეშე, ღმერთმა იცის, აიღებდა კი ერევნის ციხეს?!
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
ვანო სულორი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24755/39/247553932_165:-1:1445:1280_100x100_80_0_0_df3d8ad3b2eff6b4dc4a083161732599.jpg
ვანო სულორი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24755/39/247553932_165:-1:1445:1280_100x100_80_0_0_df3d8ad3b2eff6b4dc4a083161732599.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/1c/280480200_341:0:3072:2048_1920x0_80_0_0_32f460b5716936fc8ad65469c37660e9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ვანო სულორი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24755/39/247553932_165:-1:1445:1280_100x100_80_0_0_df3d8ad3b2eff6b4dc4a083161732599.jpg
საქართველოს ისტორიიდან , წასაკითხი ამბები, საინტერესო ფაქტები საქართველოსა და ქართველებზე
საქართველოს ისტორიიდან , წასაკითხი ამბები, საინტერესო ფაქტები საქართველოსა და ქართველებზე
შაჰის მზაკვრული მადლობა, ანუ ამბავი იმისა, როგორ დავკარგეთ ლორე და დებედა
1603 წელს შაჰ აბასმა ომი აუტეხა ოსმალეთის სულთანს. ორი ურჩხულის რკენა−ჭიდილში შაჰის ამოცანა ოსმალეთის მიერ მიტაცებული სპარსული ტერიტორიებისა და ამიერკავკასიის დაბრუნება იყო.
პირველად ირანელები და თურქები ერთმანეთს სოფელ სუფიანთან შეეტაკნენ ერთმანეთს. მაშინ ოსმალები სასტიკად დამარცხდნენ და უკუიქცნენ. შაჰი კვალში ჩაუდგა მათ და ქალაქი თავრიზიც წაართვა. მერე კი მდინარე არაქსი გადალახა, ჯულფა-ნახჭევანი დაიკავა და 16 ნოემბერს ერევანთან დასცა ბანაკი.
ერევანში მრავალრიცხოვანი ოსმალური გარნიზონი იდგა. ირანელებმა ვერაფერი დააკლეს მათ და ამიტომ ქალქს ალყა შემოარტყეს. შაჰ აბასი საკუთარ მეომრებს გაუფრთხილდა და შეტევაზე სომხები გაირეკა წინ. სწორედ ისინი იქცნენ თურქული ზარბაზნების ლუკმად. თუმცა ქალაქს ვერაფერი დააკლეს. სპარსულმა ალყამ ცხრა თვეს გასტანა, მაგრამ ერევანი არადა არ აპირებდა დანებებას.
დეკემბრის მიწურულს შაჰ ბასს სასიხარულო ამბავი ამცნეს: ოსმალეთის დიდი სულთანი მეჰმედი მესამე გარდაცვლილიყო და ტახტზე 14 წლის უფლისწული აჰმედი აეყვანათ, ძალაუფლება კი ხონთქრის დედას, ჰანდან სულთანს ჩაეგდო ხელთ.
გაიხარა აბასმა, სადედაკაცოდ გამხდარა ოსმალთა საქმეებიო. თუმცა ეგ იყო, ერევანს ვერაფერს აკლებდა და ეს უფუჭებდა გუნებას. მაშინ მრისხანე შაჰმა ქართველებს უხმო — ქართლის მეფე გიორგი მეათესა და და კახეთის ხელმწიფე ალექსანდრე მეორეს შეუთვალა, სასწრაფოდ თქვენი ჯარებით მომეშველეთო.
გიორგი ქართლის მეფე მაშინვე წავიდა ერევანს, შაჰს ეახლა და მასთან „საუბრით განდიდებული შეიქმნა, ხელმწიფური წყალობით შეიმოსა და ყველასაგან გამორჩეული გახდა“. ალექსანდრე კი ერთხანს ფეხს ითრევდა, აკვირდებოდა, ვის მხარეს გადაიხრებოდა სასწორი. მაგრამ აბასმა მის გათათრებულ შვილს, კონსტანტინე მირზას დაავალა მამის „გონზე მოყვანა“. იმანაც სხვათა შორის შეაპარა კახთა მეფეს, შაჰი ამ ურჩობას არ გაპატიებს, თუ ჯარს არ მიაშველებ, ერევანს ალყას მოხსნის და კახეთისკენ დაიძვრებაო.
გატყდა „ბებერი მგელი“ ალექსანდრე და ისიც გამოცხადდა შაჰთან. დიდი პატივითა და ზარზეიმით შეეგება აბასი კახელს სტუმრებს. და რაკიღა გურჯები თავის ბანაკში დაიგულა, ირანის ლომმა საიერიშო სამზადისი ბრძანა.
ყიზილბაშებმა მოწინავედ გურჯები დააყენეს. ქართველებმა სამი დიდი ჯვარი გამოიტანეს და წინ წაიმძღვარეს. ამ ჯვრებმა უნდა გაგვამარჯვებინოსო, მტკიცედ თქვეს ქართველმა მეფეებმა. კრინტიც არ დაუძრავს შაჰს.
გურჯები ადგილიდან მოწყდნენ და შეტევაზე ჯიქურ გადავიდნენ ყიჟინით. გამოუხტნენ თურქები მცირერიცხოვან მოწინავეთ, მაგრამ დაუნდობლად აკაფეს ქართველებმა ოსმალები. ისევ ერევნის ციხეს შეაფარეს თავი თავზარდაცემულმა თურქებმა. მაგრამ ახლა ციხის კედლებს გადაევლნენ „მფრინავი“ მთიელები. ფშავ-ხევსურებს, თუშებსა და მოხეევებს კახელ-ქართლელებიც მიჰყვნენ და
„მაშინ უმეტესად ყოველთა მოიჭირვეს და გარდავიდნენ გალავნებში და იომეს დიდად და სანამდი ყიზილბაშნი შევიდოდეს, ქართველთა აიღეს სიმაგრენი. აჩვენეს ძალი და მოჭირვება ყაენსა და აღიღეს ციხე“.
ირანელები ქართველების აღებულ ქალაქში შეცვივდნენ და ერთნაირად გაჟუჟეს როგორც ოსმალები, ისე ერევნის მოსახლეობა. ეს 1604 წლის აგვისტოში მოხდა.
საზღვარი არ ჰქონდა შაჰის სიხარულს. ქართველი მეფეები კარავში მიიწვია და ორივე „განაძღო“ უძვირფასესი ძღვენითა და მისართმევლით. ქართლის მეფეს სამი სპარსული სოფელი — ლაჰიჯანი, გილიანი და ფუშთუქუნი უფეშქაშა და სამასი თუმანი დაუნიშნა ყოველწლიურ ჯამაგირად, კახთა მეფეს კი — 700 თუმანი ერგო.
ცბიერ შაჰს ეგონა, გიორგი მეათე ალექსანდრე მეორეზე დაიბოღმებოდა, მაგრამ ქართლის მეფეს სულ არ ადარდებდა ეს ჯამაგირები, ერთი სული ჰქონდა, სამშობლოში დაბრუნებულიყო.
მაგრამ შაჰი არ ჩქარობდა ქართველ მეფეებთან განშორებას. თურმე, სამაგირო სამადლობელი უნდოდა მიეღო მათგან. პირდაპირ უთქვამს გიორგი მეორესთვის, დებედის ხეობა, ლორე და აღჯაყალა უნდა გადმომცეო. და დამწუხრებულმა ქართლის მეფემ ვერაფერი მოახერხა ქართული მიწების დასაცავად.
ლორე რომ თავისად დაიგულა, შაჰ აბასმა ახლა კახთა მეფეს მოსთხოვა კაკ−ელისენის მხარის „ჩუქება“. ვერც ალექსანდრე მეორე აღუდგა წინ კახეთის სამეფოს „აღმოსავლეთის ჭიშკრის“ მორღვევას. ყველაზე სამწუხარო მაინც ის იყო, რომ შაჰისთვის კახეთის ძველი დედაქალაქი — ძაგემიც უნდა დაეთმო, სადაც კახთა მეფის სახელოვანი წინაპრები განისვენებდნენ.
შაჰმა დებედა-ლორეს მხარე სპარსულ სახანოდ აქცია და სათავეში გათათრებული ქართველი ჩაუყენა. იმანაც უსიტყვოდ აღასრულა შაჰის ბრძანება, მხარე ქრისტიანული მოსახლეობისაგან „გაწმინდა“ და მათ ნასახლარებზე ბორჩალუს ტომის მომთაბარე ყიზილბაშები ჩაასახლა დედაწულიანად. იგივე ბედი ეწია კაკ-ელისენსაც, ისიც სახანოდ აქციეს და იქაც თურქმანები დაასახლეს.
ასე გადაუხადა მადლობა მზაკვარმა შაჰმა ქართველ მეფეებს, რომელთა დახმარების გარეშე, ღმერთმა იცის, აიღებდა კი ერევნის ციხეს?!