ქვეყნები, რომელთაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი აქვთ მინიჭებული

გამოწერა
ამ დროისთვის კანდიდატის სტატუსს ოფიციალურად ხუთი სახელმწიფო ფლობს
ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნებისგან ყველაზე „ძველი" - თურქეთია. მან განაცხადა ჯერ კიდევ 1987 წელს გააკეთა, კანდიდატის სტატუსი კი ოფიციალურად 1999 წელს მიიღო.
საქართველო კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას, რომელიც მან, უკრაინისა და მოლდოვასგან განსხვავებით 2022 წლის ივნისში ვერ მიიღო, მიმდინარე წლის 14-15 დეკემბერს ელოდება. ოთხშაბათს, 8 ნოემბერს, ევროკომისიამ რეკომენდაცია გაუწია საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.
საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2022 წელს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე უარი უსამართლო გადაწყვეტილება იყო და რომ საქართველო, ყველა კრიტერიუმით, ჯერ კიდევ მაშინ უსწრებდა უკრაინას და მოლდოვას.
კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, ისევე როგორც მოლაპარაკებების დაწყება, არ ნიშნავს ქვეყნების ევროკავშირში აუცილებელ გაწევრიანებას.
ყველა ახალი ამბავი
0