პუტინს რუსეთის მოსახლეობის 77% ენდობა - გამოკითხვა

© photo: Sputnik / Grigoriy Sysoev / გადასვლა მედიაბანკშივლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო, 1920, 10.11.2023
გამოწერა
გამოკითხვა რუსეთის 53 სუბიექტში ჩატარდა.
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს ქვეყნის მოსახლეობის 77% ენდობა, 80% მიიჩნევს, რომ ის თავის თანამდებობაზე კარგად მუშაობს, იუწყება РИА Новости „საზოგადოებრივი აზრის" ფონდის (ФОМ) გამოკითხვაზე დაყრდნობით.
ნდობა პრეზიდენტს გამოკითხულთა 77%-მა გამოუცხადა. პუტინს უფრო არ ენდობა 13%, ხოლო 10%-ს პასუხის გაცემა გაუჭირდა.
გამოკითხულთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ პუტინი თავის თანამდებობაზე, ალბათ, კარგად მუშაობს, 10% მიიჩნევს, რომ, ალბათ, ცუდად.
გამოკითხვა 3-5 ნოემბერს ჩატარდა ინტერვიუს მეთოდით რესპონდენტის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. შერჩეული იყო 1500 რესპონდენტი - რუსეთის 53 სუბიექტის 104 ქალაქისა და სოფლის მოსახლეობა. სტატისტიკური ცდომილება არ აღემატება 3,6%-ს.
ყველა ახალი ამბავი
0