მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ორბანი: ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყება შეუძლებელია

© photo: Sputnik / Stringer / გადასვლა მედიაბანკშივიქტორ ორბანი
ვიქტორ ორბანი  - Sputnik საქართველო, 1920, 10.11.2023
გამოწერა
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. უკრაინა „ყველა თვალსაზრისით“ არ არის მზად ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად, განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა, იუწყება РИА Новости.
ევროკომისიამ 8 ნოემბერს ევროკავშირის ქვეყნებს უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით რეკომენდაცია მისცა იმ პირობებით, რომ ქვეყნები გაატარებენ კანონის უზენაესობის დაცვასთან დაკავშირებულ რეფორმებს.
„მოლაპარაკებების დაწყება შეუძლებელია, ეს არის უნგრეთის მკაფიო პოზიცია. უკრაინა, ყველა თვალსაზრისით, არ არის მზად ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებებზე მოლაპარაკებების დასაწყებად", - განაცხადა ორბანმა რადიო Kossuth-ის ეთერში.
მისი თქმით,, „უკრაინა ისე შორს არის ევროკავშირში გაწევრიანებისგან, როგორც მაკო იერუსალიმიდან“ - აღნიშნული უნგრული ანდაზა ეხება ლეგენდას ერთ-ერთი ჯვაროსნის შესახებ, რომელიც წმინდა მიწისაკენ მიდიოდა და ერთ დღეს გაიღვიძა გემზე და ეგონა, რომ უკვე იერუსალიმში იყო, მაშინ, როცა მისი გემი ჯერ კიდევ ამჟამინდელი ხორვატიის სანაპიროსთან დაცურავდა.
უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყების შესახებ ფორმალურ გადაწყვეტილებას სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურები ბრიუსელში 14-15 დეკემბერს დაგეგმილ ევროკავშირის სამიტზე განიხილავენ. აღნიშნული გადაწყვეტილება ევროკავშირის ყველა მოქმედმა წევრმა ერთხმად უნდა მიიღოს.
ევროკომისიაში აღნიშნეს, რომ მოლაპარაკებების ჩარჩოს უზრუნველყოფა უნდა მოხდეს უკრაინისა და მოლდოვას მიერ რიგი პირობების შესრულების პირობებში. უკრაინისთვის, სხვა საკითხებთან ერთად, ეს არის კორუფციასთან ბრძოლის გაგრძელება და ეროვნული უმცირესობების დასაცავად რეფორმის გატარება, მოლდოვასთვის კი - სასამართლო რეფორმის გაგრძელება, კორუფციისა და „დეოლიგარქიზაციის" წინააღმდეგ ბრძოლა.
ყველა ახალი ამბავი
0