ბრავო! მაკრონმა საქართველოს მოსახლეობას ქართულ ენაზე მიმართა

© photo: Sputnik / Sergey Guneev / გადასვლა მედიაბანკშიემანუელ მაკრონი
ემანუელ მაკრონი - Sputnik საქართველო, 1920, 10.11.2023
გამოწერა
НовостиTelegram
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საქართველოს მოსახლეობას ქართულ ენაზე მიმართა და ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლისთვის ძალების გაერთიანებისკენ მოუწოდა.
ევროკომისიამ 8 ნოემბერს გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელი 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ - ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციით მიმართა.

„ბრავო ქართველ ხალხს, რომლის ერთგულება დემოკრატიისა და ევროპის მიმართ აღარ საჭიროებს დამტკიცებას. გააერთიანეთ ძალისხმევა წინსვლისთვის. საფრანგეთი თქვენს გვერდით დგას“, - დაწერა მაკრონმა სოციალურ ქსელში.

საფრანგეთის პრეზიდენტმა პოსტი ქართულად საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ დაწერა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ევროკომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე - საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაცია მისცეს ევროპულ საბჭოს.
საფრანგეთის მხარდაჭერის იმედი გვაქვს - ღარიბაშვილის კომენტარი მაკრონთან შეხვედრის შემდეგ>>>
როგორც შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში რარიბაშვილმა დაწერა, საქართველო იმედოვნებს, რომ საფრანგეთი კიდევ უფრო გააძლიერებს თავის მხარდაჭერას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვების გზაზე.
საქართველოს მთავრობის მეთაური საფრანგეთში სამუშაო ვიზიტით პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიწვევით პარიზის მშვიდობის ფორუმში მონაწილეობის მისაღებად იმყოფება. რიგით მეექვსე პარიზის მშვიდობის ფორუმი 10-11 ნოემბერს გაიმართება.
ღარიბაშვილმა მაკრონი თბილისში მოიწვია.
უკვე 14-15 დეკემბერს ევროპული საბჭო ევროკომისიის დასკვნის საფუძველზე მიიღებს შემაჯამებელ გადაწყვეტილებას გაფართოების პოლიტიკისა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა. მაშინ სტატუსი უკრაინას და მოლდოვას მიენიჭა.
საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2022 წელს სტატუსის არმინიჭება უსამართლო გადაწყვეტილება იყო, რადგან საქართველო ჯერ კიდევ მაშინ ყველა კრიტერიუმით უსწრებდა უკრაინასა და მოლდოვას.
ყველა ახალი ამბავი
0