https://sputnik-georgia.com/20231110/israelis-braldeba-fotoreportiorebtan-dakavsirebit-284141733.html
ოთხმა უდიდესმა სააგენტომ ისრაელის ბრალდება უარყო
ოთხმა უდიდესმა სააგენტომ ისრაელის ბრალდება უარყო
Sputnik საქართველო
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. საინფორმაციო სააგენტოებმა Reuters-მა და Associated Press-მა, ასევე CNN-მა და New York Times-მა, უარყვეს ისრაელის კომუნიკაციების... 10.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-10T22:24+0400
2023-11-10T22:24+0400
2023-11-10T22:24+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
ისრაელი-ჰამასის ომი
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/1b/283703961_0:171:3072:1899_1920x0_80_0_0_96bb7c1b143e292b63d31a864bcc4a8b.jpg
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. საინფორმაციო სააგენტოებმა Reuters-მა და Associated Press-მა, ასევე CNN-მა და New York Times-მა, უარყვეს ისრაელის კომუნიკაციების მინისტრ შლომო კარჰის ბრალდებები, თითქოს ღაზაში მოქმედმა მათმა შტატგარეშე ჟურნალისტებმა წინასწარ იცოდნენ ჰამასის ისრაელზე თავდასხმის შესახებ, წერს BBC News.არ გამოტოვოთ: ისრაელი ოთხ მედიასაშუალებას ფოტორეპორტიორების საქციელზე პასუხს სთხოვსაღნიშნული სააგენტოებისთვის გაგზავნილ წერილში შლომო კარჰი ითხოვდა განმარტებებს იმ ინფორმაციის თაობაზე, რომლის თანახმადაც მათი ჟურნალისტები ჰამასის თავდასხმის მომენტში ბოევიკებთან ერთად იმყოფებოდნენ და მომხდარს პირდაპირ ეთერში გადასცემდნენ. ეს ინფორმაცია პროექტმა HonestReporting-მა გაავრცელა სოციალური ქსელებით.საერთაშორისო მედიასაშუალებებმა უარყვეს ბრალდებები და განაცხადეს, რომ მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ წინასწარი ინფორმაცია არ ჰქონიათ. Reuters-მა ასევე უარყო ბრალდებები და განმარტა, რომ „სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ფოტოები ჰამასის მიერ რაკეტების გაშვებიდან ორი საათის შემდეგაა გადაღებული“.ბრალდებას უპასუხა New York Times-მაც. როგორც მის განცხადებაშია ნათქვამი, შტატგარეშე ფოტოგრაფი იუსეფ მასუდა, რომელიც HonestReporting-მა ახსენა თავის ინფორმაციაში, თავდასხმის დღეს Times-ში არ მუშაობდა.მანამდე ისრაელის სამხედრო კაბინეტის წევრმა ბენი განცმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ ფოტორეპორტიორებმა ჰამასის თავდასხმის თაობაზე წინასწარ იცოდნენ, ისინი ტერორისტებად უნდა იყვნენ მიჩნეული.ისრაელის მმართველი პარტია „ლიქუდის“ წევრ დენი დანონის თქმით კი, ჟურნალისტებს გასანადგურებელ პირთა სიაში შეიყვანენ ტერორისტულ თავდასხმებში მონაწილეობასთან დაკავშირებით.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/1b/283703961_466:193:2799:1943_1920x0_80_0_0_b4a7a2f1d89fe29e4baf6420fa6aaf8b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, ისრაელი-ჰამასის ომი, პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, ისრაელი-ჰამასის ომი, პოლიტიკა
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. საინფორმაციო სააგენტოებმა Reuters-მა და Associated Press-მა, ასევე CNN-მა და New York Times-მა, უარყვეს ისრაელის კომუნიკაციების მინისტრ შლომო კარჰის ბრალდებები, თითქოს ღაზაში მოქმედმა მათმა შტატგარეშე ჟურნალისტებმა წინასწარ იცოდნენ ჰამასის ისრაელზე თავდასხმის შესახებ, წერს BBC News.
აღნიშნული სააგენტოებისთვის გაგზავნილ წერილში შლომო კარჰი ითხოვდა განმარტებებს იმ ინფორმაციის თაობაზე, რომლის თანახმადაც მათი ჟურნალისტები ჰამასის თავდასხმის მომენტში ბოევიკებთან ერთად იმყოფებოდნენ და მომხდარს პირდაპირ ეთერში გადასცემდნენ. ეს ინფორმაცია პროექტმა HonestReporting-მა გაავრცელა სოციალური ქსელებით.
საერთაშორისო მედიასაშუალებებმა უარყვეს ბრალდებები და განაცხადეს, რომ მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ წინასწარი ინფორმაცია არ ჰქონიათ.
„სააგენტო Associated Press-მა წინასწარ არ იცოდა 7 ოქტომბრის თავდასხმების შესახებ. პირველი ფოტოები, რომლებიც AP-მა მოიპოვა შტატგარეშე თანამშრომლისგან, აჩვენებს, რომ ისინი თავდასხმის დაწყებიდან საათზე მეტი ხნის შემდეგაა გადაღებული. თავდასხმის დროს AP-ის არცერთი თანამშრომელი არ იმყოფებოდა საზღვარზე და არ გადაუკვეთია საზღვარი“, — განაცხადა AP-ის პრესსამსახური ხელმძღვანელმა ლორენ ისტონმა.
Reuters-მა ასევე უარყო ბრალდებები და განმარტა, რომ „სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ფოტოები ჰამასის მიერ რაკეტების გაშვებიდან ორი საათის შემდეგაა გადაღებული“.
ბრალდებას უპასუხა New York Times-მაც. როგორც მის განცხადებაშია ნათქვამი, შტატგარეშე ფოტოგრაფი იუსეფ მასუდა, რომელიც HonestReporting-მა ახსენა თავის ინფორმაციაში, თავდასხმის დღეს Times-ში არ მუშაობდა.
მანამდე ისრაელის სამხედრო კაბინეტის წევრმა ბენი განცმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ ფოტორეპორტიორებმა ჰამასის თავდასხმის თაობაზე წინასწარ იცოდნენ, ისინი ტერორისტებად უნდა იყვნენ მიჩნეული.
ისრაელის მმართველი პარტია „ლიქუდის“ წევრ დენი დანონის თქმით კი, ჟურნალისტებს გასანადგურებელ პირთა სიაში შეიყვანენ ტერორისტულ თავდასხმებში მონაწილეობასთან დაკავშირებით.