გელათში დაზიანების პროცესი გრძელდება: რესტავრატორთა ახალი მონაცემები

© photo: Sputnik / გელათი
გელათი - Sputnik საქართველო, 1920, 10.11.2023
გამოწერა
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. გელათის ტაძარში დაზიანების პროცესი კვლავ მიმდინარეობს — განსაკუთრებით იმ ადგილებში სადაც წყალი ჩავიდა და სადაც საკონსერვაციო ჩარევა მოხდა, განუცხადა ჟურნალისტებს კედლის მხატვრობის რესტავრატორმა ლელა ნინოშვილმა „თბილისი მარიოტში“, სადაც გელათის რეაბილიტაციის კომიტეტმა 2023 წლის მაისი-ოქტომბრის პერიოდში საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
რესტავრატორის თქმით, გელათში ამჟამად „კრიზისული სიტუაცია და საკმაოდ არაორდინალური მდგომარეობაა“.
„ამ ეტაპზე ეს არეალები საკონსერვაციო ჩარევის საშუალებებს არ გვაძლევს, ვინაიდან იქ დაზიანების პროცესი კვლავ მიმდინარეობს, აქტიურია და დაზიანების წყარო აღმოფხვრილი არ არის. ამიტომ ჩამოვაყალიბეთ კრიტერიუმები<...> თუ რა არეალებში გვაქვს გადაუდებელი საკონსერვაციო ჩარევის შესაძლებლობა, <...> კედლის მხატვრობის რა ნაწილი არის სტაბილურ მდგომარეობაში, ამ ეტაპზე რა საჭიროებს გადაუდებელ ჩარევას და რა ნაწილში ვერ ხდება საკონსერვაციო ჩარევა“, — აღნიშნა ნინოშვილმა.
მისი განმარტებით, სწორედ ამ კრიტერიუმების მეშვეობით გახდა შესაძლებელი დაზიანებების კატეგორიზაცია და სისტემატიზაცია.
როგორც რესტავრატორმა აღნიშნა, ახლა დამატებითი კვლევებისა და მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებაა აუცილებელი იმისთვის, რომ სპეციალისტებმა კრიტიკულ არეალებში ჩარევა შეძლონ.
ამასთან ნინოშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ფრესკების ცვენის მხრივ დაზიანების პროცესი ზოგადად აქტიური არ არის. თუმცა „გამოვლინდა არეალები, რომლებიც საჭიროებს გადაუდებელ ჩარევას, გადაუდებელ სტაბილიზაციას“.
ნინოშვილის განმარტებით, სრულმასშტაბიანი კვლევა ადასტურებს, რომ წარსულში ჩატარებული რესტავრაცია დამაზიანებელია ძეგლისთვის, ვინაიდან გამოყენებულია შეუთავსებელი მასალები, რომლებიც ახალ დაზიანებას იწვევს.
ყველა ახალი ამბავი
0