ჩინეთში ქართულ ქარვისფერ ღვინოს გაეცნენ

© photo: Sputnik / Stringerქართული ღვინო
ქართული ღვინო - Sputnik საქართველო, 1920, 10.11.2023
გამოწერა
ჩინეთი ქართული ღვინისთვის მნიშვნელოვანი საექსპორტო ბაზარია.
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. ჩინეთის ქალაქ შანხაიში „ქარვისფერი ღვინის საერთაშორისო კონფერენცია" გაიმართა, რომელსაც ჩინეთის წამყვანი მედიის წარმომადგენლები, სომელიეები, იმპორტიორები და დისტრიბუტორები ესწრებოდნენ, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.
ღონისძიების მიზანი, ჩინეთში ქართული ღვინის პოპულარიზაცია და საქართველოს, როგორც მეღვინეობის 8000 წლიანი უწყვეტი ტრადიციის მქონე ქვეყნის წარმოჩენა იყო. ასევე, ღონისძიება მნიშვნელოვანია ქართული ღვინის პრემიუმ სეგმენტში შესვლისა და დამკვიდრების კუთხითაც.
ღვინის ეროვნული სააგენტოს და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია Meiburg Wine Media-ს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია.
„იმედი მაქვს, რომ აღნიშნული ღონისძიება კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქართული ღვინის პოპულარიზაციას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში და საქართველოს, როგორც მეღვინეობის 8000 წლიანი უწყვეტი ტრადიციის მქონე ქვეყნის პოზიციონირებას", - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
მინისტრის თქმით, ღონისძიება ასევე მნიშვნელოვანია პრემიუმ სეგმენტში დამკვიდრების კუთხითაც, რაც არის ქართული ღვინის მარკეტინგული სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება.
„კონფერენციაზე, საქართველოსთან ერთად, წარმოდგენილი არიან ქარვისფერი ღვინის მწარმოებელი ქვეყნები: იტალია, სლოვენია და ავსტრია, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდის მნიშვნელობას და აღნიშნული მეთოდის საერთაშორისო აღიარებას", - განაცხადა ოთარ შამუგიამ
© Ministry of Environment Protection and Agricultureოთარ შამუგია კონფერენციაზე ProWine Shanghai
Глава Минсельхоза Грузии Отар Шамугия на ProWine Shanghai - Sputnik საქართველო, 1920, 10.11.2023
ოთარ შამუგია კონფერენციაზე ProWine Shanghai
ღონისძიებას უძღვებოდა ღვინის მაგისტრი დებრა მეიბურგი და ქარვისფერი ღვინის ექსპერტი საიმონ ჯეი ვულფი, რომლებმაც სტუმრებს ქარვისფერი ღვინის წარმოშობის ისტორია გააცნეს.
ქართული ქარვისფერი ღვინის დაყენების ტექნოლოგიებზე საინფორმაციო-ტექნიკური ხასიათის სესიაც გაიმართა, რომელიც ქართველმა მეღვინეებმა წარმოადგინეს. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ „თელიანი ველი", „მეღვინეობა ხარება", „შუხმანის ღვინოები" და „იაგოს ღვინო".
მინისტრის მოადგილე: ჩინეთის საერთაშორისო გამოფენა საქართველოს ახალ შესაძლებლობებს უხსნის>>
ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა პანელური დისკუსიები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ღვინის ბაზარზე შესვლისა და დამკვიდრების სტრატეგიებზე. ზემოაღნიშნული პრეზენტატორების გარდა, ქართულ ღვინოსა და საქართველოზე ისაუბრეს ღვინის მაგისტრმა ჯულიენ ბულანდმა (Julien Boulad), ღვინის პროფესიონალმა სიაო პი სუმ (Xiao Pi Xu) და ტოპ სომელიე ფეი ფეი ლუმ (Fei Fei Lu).
2023 წლის პირველ ნახევარში, ჩინეთთან ვაჭრობაში, ყურძნის ნატურალური ღვინოები Top-საექსპორტო საქონლის რეიტინგში მეოთხე ადგილზე იყო.
ყველა ახალი ამბავი
0