https://sputnik-georgia.com/20231110/bizasvilis-mkvleloba-tbilissi-braldebuls-uvado-patimroba-miesaja-284137949.html
ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტი: ბიძაშვილი ქალის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა
ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტი: ბიძაშვილი ქალის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა
Sputnik საქართველო
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. ნაფიცმა მსაჯულებმა განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული პირი დამნაშავედ ცნეს, რომელსაც, პროკურატურის... 10.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-10T20:10+0400
2023-11-10T20:10+0400
2023-11-10T20:10+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
კრიმინალი საქართველოში
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22792/55/227925549_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_6ff3c01f4b452ee7da7daea94f177e50.jpg
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. ნაფიცმა მსაჯულებმა განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული პირი დამნაშავედ ცნეს, რომელსაც, პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასჯელად უვადო პატიმრობა განესაზღვრა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ბრალდებული მამაკაცი და მოკლული ქალი ბიძაშვილები იყვნენ. მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე ბრალდებული დაზარალებულის ბინაში გადავიდა საცხოვრებლად და გადაწყვიტა, ეკონტროლებინა მისი ცხოვრება — ურთიერთობები ოჯახის წევრებთან და მეგობართან.ამასთან დადგინდა ისიც, რომ მამაკაცი ქალზე ფიზიკურად ძალადობდა, უღებდა სექსუალური ხასიათის ფოტოებსა და ვიდეოებს.ნაფიცმა მსაჯულებმა ბრალდებული დამამძიმებელ გარემოებებში გენდერის ნიშნით და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს. სასამართლომ მას სასჯელის მაქსიმალური ზომა — თავისუფლების უვადოდ აღკვეთა განუსაზღვრა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22792/55/227925549_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_b00ef84d761494212b63c0639905099d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, საზოგადოება
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. ნაფიცმა მსაჯულებმა განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული პირი დამნაშავედ ცნეს, რომელსაც, პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასჯელად უვადო პატიმრობა განესაზღვრა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.
უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ბრალდებული მამაკაცი და მოკლული ქალი ბიძაშვილები იყვნენ. მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე ბრალდებული დაზარალებულის ბინაში გადავიდა საცხოვრებლად და გადაწყვიტა, ეკონტროლებინა მისი ცხოვრება — ურთიერთობები ოჯახის წევრებთან და მეგობართან.
ამასთან დადგინდა ისიც, რომ მამაკაცი ქალზე ფიზიკურად ძალადობდა, უღებდა სექსუალური ხასიათის ფოტოებსა და ვიდეოებს.
„მკვლელობის დღეს, 2023 წლის 28 აპრილს, ბრალდებული დაზარალებულს რამდენიმე საათის განმავლობაში სასტიკად სცემდა და ელექტროშოკერით აწამებდა. მიყენებული დაზიანებების გამო, დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა“, — აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.
ნაფიცმა მსაჯულებმა ბრალდებული დამამძიმებელ გარემოებებში გენდერის ნიშნით და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს. სასამართლომ მას სასჯელის მაქსიმალური ზომა — თავისუფლების უვადოდ აღკვეთა განუსაზღვრა.