https://sputnik-georgia.com/20231110/baqo-tbilisi-jeihanis-milsadenis-datvirtva-gaizarda-284121106.html
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის დატვირთვა გაიზარდა
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის დატვირთვა გაიზარდა
Sputnik საქართველო
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის სიგრძე 1768 კილომეტრს შეადგენს 10.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-10T11:28+0400
2023-11-10T11:28+0400
2023-11-10T11:28+0400
საქართველო
აზერბაიჯანი
ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23669/60/236696029_0:50:565:368_1920x0_80_0_0_a4f4d1dcab53f9aec6dd1c2e4a8f6001.jpg
თბილისი, 10 ნოემბერი— Sputnik. 2023 წლის იანვარ-სექტემბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მსოფლიო ბაზარზე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენით ნავთობის ექსპორტი 4,5%-ით გაიზარდა და დაახლოებით 23 მლნ ტონა შეადგინა, ნათქვამია „BP-აზერბაიჯანის“ პრესრელიზში.BTC-ის მილსადენით ექსპორტირებული ნავთობი ჯეიჰანში ჩავიდა და 238 ტანკერზე დაიტვირთა.მთლიანობაში 1.768 კმ სიგრძის ნავთობსადენით, 2006 წლის ივნისში მისი ექსპლუატაციაში შესვლის მომენტიდან მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლომდე პერიოდში მიწოდებულია დაახლოებით 554 მლნ ტონა (4,2 მლრდ ბარელი) ნედლი ნავთობი, რომელიც დაიტვირთა 5,482 ტანკერზე და გაიგზავნა მსოფლიოს ბაზრებზე.ამ დროისთვის ნავთობსადენით ხდება ექსპორტირება კასპიის ზღვაზე აზერი-ჩირაგ-გიუნეშლის საბადოზე მოპოვებული ნავთობის და შახდენიზის საბადოზე მოპოვებული კონდენსატების. გარდა ამისა, მილსადენი ნავთობისა და კონდენსატის ტრანსპორტირებას ახდენს ყაზახეთიდან და თურქმენეთიდან. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის სადღეღამისო სიმძლავრე 1,2 მილიონ ბარელ ნავთობს შეადგენს.პროექტის მონაწილეები არიან BP (30,1%), SOCAR (25,00%), MOL (8,90%), Equinor (8,71%), TPAO (6,53%), Eni (5,00%), TotalEnergies (5,00%), ITOCHU (3,40%), INPEX (2,50%), ExxonMobil (2,50%) და ONGCVidesh (2,36%).ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის სიგრძე 1768 კილომეტრს შეადგენს, საიდანაც 443 კმ აზერბაიჯანის, 249 კმ საქართველოს და 1076 კმ თურქეთის ტერიტორიაზე გადის. მშენებლობა 2003 წელს დაიწყო, ხოლო მისი ნავთობით შევსება – 2005 წლის 18 მაისს.საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მონაცემებით, ბაქო-თბილისი-ჯეოჰანის მილსადენი ერთ თვეში 20 მილიონ ბარელზე მეტს ატარებს.
საქართველო
აზერბაიჯანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23669/60/236696029_34:0:525:368_1920x0_80_0_0_567588ebe34b7d82514c71955868ecdb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აზერბაიჯანი, ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, აზერბაიჯანი, ეკონომიკა, ახალი ამბები
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის დატვირთვა გაიზარდა
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის სიგრძე 1768 კილომეტრს შეადგენს
თბილისი, 10 ნოემბერი— Sputnik. 2023 წლის იანვარ-სექტემბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მსოფლიო ბაზარზე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენით ნავთობის ექსპორტი 4,5%-ით გაიზარდა და დაახლოებით 23 მლნ ტონა შეადგინა, ნათქვამია „BP-აზერბაიჯანის“ პრესრელიზში.
BTC-ის მილსადენით ექსპორტირებული ნავთობი ჯეიჰანში ჩავიდა და 238 ტანკერზე დაიტვირთა.
მთლიანობაში 1.768 კმ სიგრძის ნავთობსადენით, 2006 წლის ივნისში მისი ექსპლუატაციაში შესვლის მომენტიდან მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლომდე პერიოდში მიწოდებულია დაახლოებით 554 მლნ ტონა (4,2 მლრდ ბარელი) ნედლი ნავთობი, რომელიც დაიტვირთა 5,482 ტანკერზე და გაიგზავნა მსოფლიოს ბაზრებზე.
ამ დროისთვის ნავთობსადენით ხდება ექსპორტირება კასპიის ზღვაზე აზერი-ჩირაგ-გიუნეშლის საბადოზე მოპოვებული ნავთობის და შახდენიზის საბადოზე მოპოვებული კონდენსატების. გარდა ამისა, მილსადენი ნავთობისა და კონდენსატის ტრანსპორტირებას ახდენს ყაზახეთიდან და თურქმენეთიდან. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის სადღეღამისო სიმძლავრე 1,2 მილიონ ბარელ ნავთობს შეადგენს.
პროექტის მონაწილეები არიან BP (30,1%), SOCAR (25,00%), MOL (8,90%), Equinor (8,71%), TPAO (6,53%), Eni (5,00%), TotalEnergies (5,00%), ITOCHU (3,40%), INPEX (2,50%), ExxonMobil (2,50%) და ONGCVidesh (2,36%).
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის სიგრძე 1768 კილომეტრს შეადგენს, საიდანაც 443 კმ აზერბაიჯანის, 249 კმ საქართველოს და 1076 კმ თურქეთის ტერიტორიაზე გადის. მშენებლობა 2003 წელს დაიწყო, ხოლო მისი ნავთობით შევსება – 2005 წლის 18 მაისს.
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მონაცემებით, ბაქო-თბილისი-ჯეოჰანის მილსადენი ერთ თვეში 20 მილიონ ბარელზე მეტს ატარებს.