https://sputnik-georgia.com/20231110/284131589.html
უცნაური შემთხვევა: კაცმა საუკუნის წინანდელ ფოტოზე საკუთარი თავი აღმოაჩინა
უცნაური შემთხვევა: კაცმა საუკუნის წინანდელ ფოტოზე საკუთარი თავი აღმოაჩინა
Sputnik საქართველო
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. ახალგაზრდა კაცმა საკუთარი ორეული აღმოაჩინა ფოტოზე, რომელიც წინა საუკუნეში, 1905 წელსაა გადაღებული, და ახლა ფიქრობს, რომ... 10.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-10T20:23+0400
2023-11-10T20:23+0400
2023-11-10T20:23+0400
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
ნამდვილი ამბები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/0a/284131420_0:63:1200:738_1920x0_80_0_0_cdfdcedfcb30053216937b69560181ad.jpg
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. ახალგაზრდა კაცმა საკუთარი ორეული აღმოაჩინა ფოტოზე, რომელიც წინა საუკუნეში, 1905 წელსაა გადაღებული, და ახლა ფიქრობს, რომ ქვეყანას მეორედ მოევლინა, იუწყება გამოცემა The Mirror-ი.გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქ სტოპკორტის (დიდი ბრიტანეთი) მკვიდრმა, 24 წლის მაიკლ კოროპიცმა, რომელიც ვიქტორიანული ეპოქითაა გატაცებული, მეგობრებისგან ფოტო მიიღო. ფოტოზე გამოსახული იყო ახალგაზრდა კაცი მეუღლესთან ერთად, რომელიც ძალიან ჰგავდა მაიკლს.მაიკლი ინტერნეტში დიდხანს ეძებდა ინფორმაციას სურათის შესახებ და ბოლოს დაადგინა, რომ ფოტო 1905 წელსაა გადაღებული.ახალგაზრდა კაცი ახლა უკვე დარწმუნებულია, რომ მისი ვიქტორიანული ეპოქით გატაცება შემთხვევითი არ არის, და რომ ეს ინტერესი მის წინა ცხოვრებას უკავშირდება.აღსანიშნავია, რომ მანამდე კიდევ ერთი მსგავსი შემთხვევის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, როდესაც ბრიტანელმა ქალმა საკუთარი ორეული XIX საუკუნის ჩეროკის ტომის ინდიელთა შორის აღმოაჩინა. ახლა მისი ოჯახი დნმ-ანალიზის ჩატარებას გეგმავს, რათა დაადგინონ, ჰყავთ თუ არა მათ ნათესავები ინდიელთა შორის.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/0a/284131420_67:0:1134:800_1920x0_80_0_0_e3dbe4321a10e11b1f6a20d230e219bd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, ნამდვილი ამბები, საზოგადოება
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, ნამდვილი ამბები, საზოგადოება
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. ახალგაზრდა კაცმა საკუთარი ორეული აღმოაჩინა ფოტოზე, რომელიც წინა საუკუნეში, 1905 წელსაა გადაღებული, და ახლა ფიქრობს, რომ ქვეყანას მეორედ მოევლინა, იუწყება გამოცემა
The Mirror-ი. გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქ სტოპკორტის (დიდი ბრიტანეთი) მკვიდრმა, 24 წლის მაიკლ კოროპიცმა, რომელიც ვიქტორიანული ეპოქითაა გატაცებული, მეგობრებისგან ფოტო მიიღო. ფოტოზე გამოსახული იყო ახალგაზრდა კაცი მეუღლესთან ერთად, რომელიც ძალიან ჰგავდა მაიკლს.
„გავოგნდი, როცა გავიაზრე, რომ ეს მე არ ვიყავი. ჩვენ ერთნაირი ვარცხნილობა, სახის ოვალი, ცხვირის ფორმა და სამოსის სტილი გვაქვს“, — ამბობს კოროპიცი.
მაიკლი ინტერნეტში დიდხანს ეძებდა ინფორმაციას სურათის შესახებ და ბოლოს დაადგინა, რომ ფოტო 1905 წელსაა გადაღებული.
ახალგაზრდა კაცი ახლა უკვე დარწმუნებულია, რომ მისი ვიქტორიანული ეპოქით გატაცება შემთხვევითი არ არის, და რომ ეს ინტერესი მის წინა ცხოვრებას უკავშირდება.
„მე ბევრი მიწოდებს დროში მოგზაურს და ახლა აღარც ვიცი, როგორ ვირეაგირო ამაზე“, — ამბობს მაიკლი.
აღსანიშნავია, რომ მანამდე კიდევ ერთი მსგავსი შემთხვევის შესახებ გავრცელდა
ინფორმაცია, როდესაც ბრიტანელმა ქალმა საკუთარი ორეული XIX საუკუნის ჩეროკის ტომის ინდიელთა შორის აღმოაჩინა. ახლა მისი ოჯახი დნმ-ანალიზის ჩატარებას გეგმავს, რათა დაადგინონ, ჰყავთ თუ არა მათ ნათესავები ინდიელთა შორის.