https://sputnik-georgia.com/20231109/volodini-g7-is-qveynebs-sapasuxo-zomebit-daemuqra-284094963.html
ვოლოდინი G7-ის ქვეყნებს საპასუხო ზომებით დაემუქრა
ვოლოდინი G7-ის ქვეყნებს საპასუხო ზომებით დაემუქრა
Sputnik საქართველო
თბილისი, 9 ნოემბერი − Sputnik. „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა თავიანთ განცხადებებში ფაქტობრივად აღიარეს გაყინული რუსული აქტივების მოპარვის სურვილი, რაც რუსეთს... 09.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-09T12:40+0400
2023-11-09T12:40+0400
2023-11-09T12:40+0400
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
რუსეთი
დიდი შვიდეული
პოლიტიკა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/13/250648890_0:56:2853:1662_1920x0_80_0_0_3023e121bb7dd820d03b5356953085a3.jpg
თბილისი, 9 ნოემბერი − Sputnik. „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა თავიანთ განცხადებებში ფაქტობრივად აღიარეს გაყინული რუსული აქტივების მოპარვის სურვილი, რაც რუსეთს G7-ის ქვეყნების აქტივებთან დაკავშირებით მოქმედების საფუძველს აძლევს, წერს რუსეთის დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი თავის Telegram-არხზე.ვოლოდინის თქმით, მართალია, ეს რუსეთის ეკონომიკაზე არ იმოქმედებს, მაგრამ ეს არის „დანაშაული, რომელიც საერთაშორისო სტრუქტურებმა და უცხოეთის სახელმწიფოებმა უნდა შეაფასონ“.დუმის სპიკერს მიაჩნია, რომ G7-მა თავისი ქმედებებით საბოლოოდ გაანადგურა საკუთრების ხელშეუხებლობის მითი, რომელსაც აშშ-ისა და ევროკავშირის ქვეყნების სამართლებრივი სისტემა ეფუძნება.მანამდე, G7-ის ქვეყნებმა კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ რუსეთის აქტივები გაყინული დარჩება მანამ, სანამ მოსკოვი უკრაინას მიყენებულ ზარალს არ აუნაზღაურებს. გარდა ამისა, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტს რუსული სუვერენული აქტივების კონფისკაციის უფლებას, ხოლო სახელმწიფო მდივანს მათი უკრაინისა და საერთაშორისო ორგანიზაციების სასარგებლოდგადაცემის უფლებას აძლევს.უკრაინა-რუსეთის შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების შემდეგ ევროკავშირმა და G7-ის ქვეყნებმა რუსეთის სავალუტო რეზერვების თითქმის ნახევარი გაყინეს, რაც დაახლოებით 300 მილიარდ ევროს შეადგენს. აქედან დაახლოებით 200 მილიარდი ევრო ევროკავშირშია, ძირითადად ბელგიური Euroclear-ის, მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კლირინგის სისტემის ანგარიშებზეა.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/13/250648890_122:0:2853:2048_1920x0_80_0_0_ef826d8fbac49c4b4a85c505d513fbaf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, რუსეთი, დიდი შვიდეული, პოლიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, რუსეთი, დიდი შვიდეული, პოლიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
თბილისი, 9 ნოემბერი − Sputnik. „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა თავიანთ განცხადებებში ფაქტობრივად აღიარეს გაყინული რუსული აქტივების მოპარვის სურვილი, რაც რუსეთს G7-ის ქვეყნების აქტივებთან დაკავშირებით მოქმედების საფუძველს აძლევს, წერს რუსეთის დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი თავის Telegram-არხზე.
ვოლოდინის თქმით, მართალია, ეს რუსეთის ეკონომიკაზე არ იმოქმედებს, მაგრამ ეს არის „დანაშაული, რომელიც საერთაშორისო სტრუქტურებმა და უცხოეთის სახელმწიფოებმა უნდა შეაფასონ“.
„ჩვენს ქვეყანას აქვს მორალური და სამართლებრივი საფუძველი, რომ იმოქმედოს G7-ის ქვეყნების აქტივებთან დაკავშირებით, რომლებიც გაყინული რუსული სახსრების რაოდენობას აღემატება. ეს გადაწყვეტილება გავლენას არ მოახდენს რუსეთის ეკონომიკაზე. მანამდე პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთმა იმაზე ორჯერ მეტი გამოიმუშავა, ვიდრე ოქროსა და ვალუტის გაყინული რეზერვებია“, − წერს ის.
დუმის სპიკერს მიაჩნია, რომ G7-მა თავისი ქმედებებით საბოლოოდ გაანადგურა საკუთრების ხელშეუხებლობის მითი, რომელსაც აშშ-ისა და ევროკავშირის ქვეყნების სამართლებრივი სისტემა ეფუძნება.
მანამდე, G7-ის ქვეყნებმა კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ რუსეთის აქტივები გაყინული დარჩება მანამ, სანამ მოსკოვი უკრაინას მიყენებულ ზარალს არ აუნაზღაურებს. გარდა ამისა, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტს რუსული სუვერენული აქტივების კონფისკაციის უფლებას, ხოლო სახელმწიფო მდივანს მათი უკრაინისა და საერთაშორისო ორგანიზაციების სასარგებლოდგადაცემის უფლებას აძლევს.
უკრაინა-რუსეთის შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების შემდეგ ევროკავშირმა და G7-ის ქვეყნებმა რუსეთის სავალუტო რეზერვების თითქმის ნახევარი გაყინეს, რაც დაახლოებით 300 მილიარდ ევროს შეადგენს. აქედან დაახლოებით 200 მილიარდი ევრო ევროკავშირშია, ძირითადად ბელგიური Euroclear-ის, მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კლირინგის სისტემის ანგარიშებზეა.