https://sputnik-georgia.com/20231109/ucxour-kompanias-tanxebi-motkuebit-chaaricxines-braldebulia-sami-piri-284097430.html
ტრანსნაციონალური დანაშაული საქართველოში: თაღლითებმა Procter & Gamble „გადააგდეს"
ტრანსნაციონალური დანაშაული საქართველოში: თაღლითებმა Procter & Gamble „გადააგდეს"
Sputnik საქართველო
ბრალდებული ფიზიკური პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საფრანგეთში მიმდინარეობს. 09.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-09T14:00+0400
2023-11-09T14:00+0400
2023-11-09T14:00+0400
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23582/77/235827717_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_344eaf1ea90ca9cbe212baa8e1f2cd26.jpg
თბილისი, 9 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა - ფულის გათეთრების ბრალდებით სამი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.უწყების ცნობით, ბრალდებულებმა უცხოური კომპანია PROCTER AND GAMBLE-ის ელექტრონულ ფოსტაზე პარტნიორი საწარმოს წარმომადგენლის სახელით ყალბი შეტყობინება გაგზავნეს და 335 ათასამდე ევრო მათ მიერ დაფუძნებული ფიქტიური საწარმოს საბანკო ანგარიშზე მოტყუებით ჩაარიცხვინეს.პროკურატურის ინფორმაციით, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს ბრალდება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე წარედგინათ, რაც 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას, ხოლო იურიდიულ პირთან მიმართებით - ლიკვიდაციას ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას და ჯარიმას ითვალისწინებს.პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, PROCTER AND GAMBLE-ს მიმართ ჩადენილი თაღლითობის ფაქტზე ბრალდებული ფიზიკური პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საფრანგეთში მიმდინარეობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23582/77/235827717_223:0:2000:1333_1920x0_80_0_0_55870c7b298996311ee0894e566cace7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
ტრანსნაციონალური დანაშაული საქართველოში: თაღლითებმა Procter & Gamble „გადააგდეს"
ბრალდებული ფიზიკური პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საფრანგეთში მიმდინარეობს.
თბილისი, 9 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა - ფულის გათეთრების ბრალდებით სამი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, ბრალდებულებმა უცხოური კომპანია PROCTER AND GAMBLE-ის ელექტრონულ ფოსტაზე პარტნიორი საწარმოს წარმომადგენლის სახელით ყალბი შეტყობინება გაგზავნეს და 335 ათასამდე ევრო მათ მიერ დაფუძნებული ფიქტიური საწარმოს საბანკო ანგარიშზე მოტყუებით ჩაარიცხვინეს.
„აღნიშნული თანხა ფულის გათეთრების მიზნით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა საზღვარგარეთ ნაწილ-ნაწილ გადარიცხეს, რითაც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინეს“, - ნათქვამია განცხადებაში.
პროკურატურის ინფორმაციით, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს ბრალდება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე წარედგინათ, რაც 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას, ხოლო იურიდიულ პირთან მიმართებით - ლიკვიდაციას ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას და ჯარიმას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, PROCTER AND GAMBLE-ს მიმართ ჩადენილი თაღლითობის ფაქტზე ბრალდებული ფიზიკური პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საფრანგეთში მიმდინარეობს.