https://sputnik-georgia.com/20231109/su-57-284097771.html
მიმოხილვა: რუსული СУ-57-ის სარაკეტო შეიარაღების საიდუმლო
მიმოხილვა: რუსული СУ-57-ის სარაკეტო შეიარაღების საიდუმლო
Sputnik საქართველო
ახალი შორი მანძილის ფრთოსანი რაკეტა, რომელიც სუ-57-ის საბორტო შეიარაღების კომპლექსშია ინტეგრირებული, საშუალებას აძლევს მას, გადაჭრას სტრატეგიული პრობლემები და... 09.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-09T12:08+0400
2023-11-09T12:08+0400
2023-11-09T12:08+0400
ანალიტიკა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/05/251940466_0:104:1989:1222_1920x0_80_0_0_69a853126f5ea367e105f64971d40edb.jpg
ახალი შორი მანძილის ფრთოსანი რაკეტა, რომელიც სუ-57-ის საბორტო შეიარაღების კომპლექსშია ინტეგრირებული, საშუალებას აძლევს მას, გადაჭრას სტრატეგიული პრობლემები და მეხუთე თაობის მრავალფუნქციურ გამანადგურებელს ისეთი სტრატეგიული ბომბდამშენების მწკრივში აყენებს, როგორებიცაა ტუ-95MS და ტუ-160.რუსული სუ-57-ის სარაკეტო იარაღი აღწევს ევროპისა და იაპონიის მთელ ტერიტორიას, ასევე ამერიკულ სამხედრო ბაზებსგუამსა და ჰავაიზე.პენტაგონი განგაშობს − ახალი რუსულ შორი მანძილის ფრთოსან რაკეტას შეუძლია შეუმჩნევლად და ზუსტად მოხვდეს ევროპაში ნატოს სამხედრო ობიექტებსნებისმიერი მიმართულებიდან.ახალი შორი დისტანციის ფრთოსანი რაკეტის თაობაზე 31 ოქტომბერს გახდა ცნობილი. ინტეგრაცია, ფრთოსან რაკეტა Х-59МК2-ან შედარებით ათჯერ ზრდის „ჰაერი-ზედაპირის“განადგურების რადიუსს, რომლის ფრენის მანძილიც285 კმ-მდეა და რომელსაც სუ-57 სირიასა და უკრაინაში იყენებდა.ღია რუსული და დასავლური წყაროების თანახმად, სუ-57-ისთვის ახალი რაკეტა არის სტრატეგიული Kh-101/102-ის ანალოგი, რომლის მანძილი 5500 კმ-ზე მეტია. თუ ამას დავუმატებთ სუ-57-ის საბრძოლო რადიუსს − დაახლოებით 2000 კმ-ს, შეგვიძლია ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიაზე განთავსებული პენტაგონის ყველა ობიექტი მოწყვლადად მივიჩნიოთ წყნარი და ატლანტის ოკეანეების მიმართულებებით. ამრიგად, რუსულმა სუ-57-მა, გარდა ამერიკულ F-22 და F-35-ზე საბრძოლო და ტაქტიკური უპირატესობებისა, უპრეცედენტო სტრატეგიული ძალა შეიძინა.საჰაერო-კოსმოსური ძალების დანაყოფებში მანქანების რაოდენობის მატებასთან ერთად, მნიშვნელოვნად გაძლიერდება რუსეთის ბირთვული შეკავების ძალების საავიაციო კომპონენტიც. 2023 წელს რუსეთმა გააორმაგა სუ-57-ების წარმოება(12 ერთეულზე მეტი), მომავალ წელს საჰაერო-კოსმოსური ძალები 22 გამანადგურებელს მიიღებენ, ხოლო 2028 წლისთვის მათი რაოდენობა ჯარებში76-მდე გაიზრდება.მომავალში გაერთიანებული ავიამშენებელი კორპორაცია ყოველწლიურად 20-ზე მეტი მეხუთე თაობის გამანადგურებლის შექმნას გეგმავს.შემთხვევითი არ არის, რომ სუ-57-ის პირველი საბრძოლო ნაწილი რუსეთის წყნარი ოკეანის სანაპიროზე ჩამოყალიბდა − პლანეტაზე სამხედრო-პოლიტიკური ტურბულენტობის მთავარ წყაროსთან ახლოს.საბრძოლო უპირატესობის კომპლექსისუ-57-ისთვის ახალი რაკეტის კორპუსი უფრო კომპაქტურია, ვიდრემსგავსიХ-101/102-სა. უფრო დიდი ფრენის დიაპაზონი უზრუნველყოფილია პატარა ორკონტურიანი ტურბორეაქტიულიძრავით.უახლესი რაკეტის ზუსტიმახასიათებლებიარ მჟღავნდება, მაგრამ ცნობილია, რომ ტუ-160-სა და ტუ-95MS-ისთვის განკუთვნილი რაკეტა X-101 720 კმ/სთ სიჩქარით დაფრინავს ცვლადიტრაექტორიისგასწვრივ, 30 მეტრიდან10 კილომეტრამდე სიმაღლეზე.ის ატარებს ქობინს, რომლის წონა 400 კგ-ა. ბორტზეარსებულიელექტრონულისისტემაჭკვიანX-101-ს საშუალებას აძლევს, თავგზა აურიოს მტრის რადარებსა და საზენიტორაკეტებს. სუ-57-ისთვის განკუთვნილის უახლესიფრთოსანი რაკეტა ნამდვილად აი იქნება მასზე უარესი.შევნიშნავთ, რომ მახასიათებლების თვალსაზრისით უახლოეს ამერიკულ ანალოგს, AGM-86-ს ფრენა მხოლოდ 2780 კმ-მდე შეუძლია. აშშ და ნატო სასოწარკვეთილი არიან.სუ-57-ის სარაკეტო შეიარაღების ტექნოლოგიური დონე საშუალებას აძლევს მას, აღმოაჩინოს და გაანადგუროს სამიზნეები მნიშვნელოვნად უფრო დიდ დისტანციებზე, ვიდრე პოტენციური მტრის საუკეთესო გამანადგურებლების მსგავს სისტემებს(ამერიკული F-22 და F-35) შეუძლია.უკრაინულ და სხვა თანამედროვე ომის თეატრებში ჩვენ ვხედავთ კომპლექსურ ბრძოლას ტექნოლოგიებსა და ომის კონცეფციებს შორის ჰაერში, ხმელეთსა და ზღვაში. უფრო მეტიც, ჰაერში დომინირება უზრუნველყოფს ინიციატივას და წარმატებას ყველა სხვა საბრძოლო გარემოში.და კიდევ, რუსეთმა სპეცოპერაციის ზონაში უნიკალური საზენიტო რაკეტა ს-400 „ტრიუმფის" გამოყენება დაიწყო, რომლის ფრენის დიაპაზონი 400 კმ-ია. დასავლეთი გაოცებულია დანაკარგების რაოდენობით უკრაინულ მოიერიშე ავიაციაში. მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთის საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა უკრაინის შეიარაღებული ძალების ხუთი თვითმფრინავი - ორი სუ-25, ორი MiG-29 და ერთი სუ-27.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/05/251940466_110:0:1877:1325_1920x0_80_0_0_13920f1d4a07d75001e3ca04068b3d57.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ანალიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
ანალიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
ახალი შორი მანძილის ფრთოსანი რაკეტა, რომელიც სუ-57-ის საბორტო შეიარაღების კომპლექსშია ინტეგრირებული, საშუალებას აძლევს მას, გადაჭრას სტრატეგიული პრობლემები და მეხუთე თაობის მრავალფუნქციურ გამანადგურებელს ისეთი სტრატეგიული ბომბდამშენების მწკრივში აყენებს, როგორებიცაა ტუ-95MS და ტუ-160.
რუსული სუ-57-ის სარაკეტო იარაღი აღწევს ევროპისა და იაპონიის მთელ ტერიტორიას, ასევე ამერიკულ სამხედრო ბაზებსგუამსა და ჰავაიზე.
პენტაგონი განგაშობს − ახალი რუსულ შორი მანძილის ფრთოსან რაკეტას შეუძლია შეუმჩნევლად და ზუსტად მოხვდეს ევროპაში ნატოს სამხედრო ობიექტებსნებისმიერი მიმართულებიდან.
ახალი შორი დისტანციის ფრთოსანი რაკეტის თაობაზე 31 ოქტომბერს გახდა ცნობილი. ინტეგრაცია, ფრთოსან რაკეტა Х-59МК2-ან შედარებით ათჯერ ზრდის „ჰაერი-ზედაპირის“განადგურების რადიუსს, რომლის ფრენის მანძილიც285 კმ-მდეა და რომელსაც სუ-57 სირიასა და უკრაინაში იყენებდა.
ღია რუსული და დასავლური წყაროების თანახმად, სუ-57-ისთვის ახალი რაკეტა არის სტრატეგიული Kh-101/102-ის ანალოგი, რომლის მანძილი 5500 კმ-ზე მეტია. თუ ამას დავუმატებთ სუ-57-ის საბრძოლო რადიუსს − დაახლოებით 2000 კმ-ს, შეგვიძლია ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიაზე განთავსებული პენტაგონის ყველა ობიექტი მოწყვლადად მივიჩნიოთ წყნარი და ატლანტის ოკეანეების მიმართულებებით. ამრიგად, რუსულმა სუ-57-მა, გარდა ამერიკულ F-22 და F-35-ზე საბრძოლო და ტაქტიკური უპირატესობებისა, უპრეცედენტო სტრატეგიული ძალა შეიძინა.
საჰაერო-კოსმოსური ძალების დანაყოფებში მანქანების რაოდენობის მატებასთან ერთად, მნიშვნელოვნად გაძლიერდება რუსეთის ბირთვული შეკავების ძალების საავიაციო კომპონენტიც. 2023 წელს რუსეთმა გააორმაგა სუ-57-ების წარმოება(12 ერთეულზე მეტი), მომავალ წელს საჰაერო-კოსმოსური ძალები 22 გამანადგურებელს მიიღებენ, ხოლო 2028 წლისთვის მათი რაოდენობა ჯარებში76-მდე გაიზრდება.
მომავალში გაერთიანებული ავიამშენებელი კორპორაცია ყოველწლიურად 20-ზე მეტი მეხუთე თაობის გამანადგურებლის შექმნას გეგმავს.
შემთხვევითი არ არის, რომ სუ-57-ის პირველი საბრძოლო ნაწილი რუსეთის წყნარი ოკეანის სანაპიროზე ჩამოყალიბდა − პლანეტაზე სამხედრო-პოლიტიკური ტურბულენტობის მთავარ წყაროსთან ახლოს.
საბრძოლო უპირატესობის კომპლექსი
სუ-57-ისთვის ახალი რაკეტის კორპუსი უფრო კომპაქტურია, ვიდრემსგავსიХ-101/102-სა. უფრო დიდი ფრენის დიაპაზონი უზრუნველყოფილია პატარა ორკონტურიანი ტურბორეაქტიულიძრავით.
უახლესი რაკეტის ზუსტიმახასიათებლებიარ მჟღავნდება, მაგრამ ცნობილია, რომ ტუ-160-სა და ტუ-95MS-ისთვის განკუთვნილი რაკეტა X-101 720 კმ/სთ სიჩქარით დაფრინავს ცვლადიტრაექტორიისგასწვრივ, 30 მეტრიდან10 კილომეტრამდე სიმაღლეზე.
ის ატარებს ქობინს, რომლის წონა 400 კგ-ა. ბორტზეარსებულიელექტრონულისისტემაჭკვიანX-101-ს საშუალებას აძლევს, თავგზა აურიოს მტრის რადარებსა და საზენიტორაკეტებს. სუ-57-ისთვის განკუთვნილის უახლესიფრთოსანი რაკეტა ნამდვილად აი იქნება მასზე უარესი.
შევნიშნავთ, რომ მახასიათებლების თვალსაზრისით უახლოეს ამერიკულ ანალოგს, AGM-86-ს ფრენა მხოლოდ 2780 კმ-მდე შეუძლია. აშშ და ნატო სასოწარკვეთილი არიან.
სუ-57-ის სარაკეტო შეიარაღების ტექნოლოგიური დონე საშუალებას აძლევს მას, აღმოაჩინოს და გაანადგუროს სამიზნეები მნიშვნელოვნად უფრო დიდ დისტანციებზე, ვიდრე პოტენციური მტრის საუკეთესო გამანადგურებლების მსგავს სისტემებს(ამერიკული F-22 და F-35) შეუძლია.
უკრაინულ და სხვა თანამედროვე ომის თეატრებში ჩვენ ვხედავთ კომპლექსურ ბრძოლას ტექნოლოგიებსა და ომის კონცეფციებს შორის ჰაერში, ხმელეთსა და ზღვაში. უფრო მეტიც, ჰაერში დომინირება უზრუნველყოფს ინიციატივას და წარმატებას ყველა სხვა საბრძოლო გარემოში.
და კიდევ, რუსეთმა სპეცოპერაციის ზონაში უნიკალური საზენიტო რაკეტა ს-400 „ტრიუმფის" გამოყენება დაიწყო, რომლის ფრენის დიაპაზონი 400 კმ-ია. დასავლეთი გაოცებულია დანაკარგების რაოდენობით უკრაინულ მოიერიშე ავიაციაში. მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთის საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა უკრაინის შეიარაღებული ძალების ხუთი თვითმფრინავი - ორი სუ-25, ორი MiG-29 და ერთი სუ-27.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე