საქართველოს შემოსავლების სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს

© photo: Sputnik / Stringerშემოსავლების სამსახური
შემოსავლების სამსახური - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2023
გამოწერა
ყალბი დოკუმენტები მოქალაქეებს ძირითადად მათ კუთვნილ სოციალურ ქსელებში ეგზავნებათ და სხვადასხვა სახის საგადასახადო უზრუნველყოფის ღონისძიების თავიდან არიდების მცდელობას შეეხება.
თბილისი, 9 ნოემბერი – Sputnik. სოციალურ ქსელებში თაღლითობის გახშირებული შემთხვევების გამო საქართველოს შემოსავლების სამსახური აფრთხილებს მოქალაქეებს, რომ ვრცელდება ყალბი შეტყობინებები საგადასახადო დავალიანების თაობაზე.
„გადასახადის გადამხდელების მოტყუების მიზნით, შემოსავლების სამსახურის სახელით ვრცელდება ყალბი შეტყობინებები საგადასახადო დავალიანების თაობაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნული ყალბი დოკუმენტები მოქალაქეებს ძირითადად მათ კუთვნილ სოციალურ ქსელებში ეგზავნებათ და სხვადასხვა სახის საგადასახადო უზრუნველყოფის ღონისძიების თავიდან არიდების მცდელობას შეეხება.
შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
„ამგვარი საეჭვო შეტყობინების მიღების შემთხვევაში, სასწრაფოდ დაუკავშირდნენ შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო სატელეფონო ცენტრს 2 299-299“, - ნათქვამია განცხადებაში.
მეწარმე სუბიექტებს საგადასახადო ორგანოს წერილობითი გადაწყვეტილება/შეტყობინება პროცედურების სრული დაცვით, მხოლოდ „საქართველოს ფოსტის“ მიერ ან მის ავტორიზებულ გვერდზე ელექტრონულად ეგზავნება.
ყველა ახალი ამბავი
0