https://sputnik-georgia.com/20231109/saeklesio-kalendari-9-noemberi-284060774.html
საეკლესიო კალენდარი: 9 ნოემბერი
საეკლესიო კალენდარი: 9 ნოემბერი
Sputnik საქართველო
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 9 ნოემბერს წმიდა მოწამე ნესტორ თესალონიკელის, მოწამეთა კაპიტოლინას და ეროტიდას, მარკოზისა და მისთანათა ხსენების დღეს... 09.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-09T09:00+0400
2023-11-09T09:00+0400
2023-11-09T09:00+0400
საეკლესიო კალენდარი
რელიგია
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23181/31/231813160_0:79:1498:922_1920x0_80_0_0_06763e276da115f430b6086ca567fc27.jpg
Sputnik –საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარშიწმიდა მოწამე ნესტორ თესალონიკელიწმიდა მოწამე ნესტორ თესალონიკელი 306 წელს ეწამა ქალაქ თესალონიკში. წმიდა დიმიტრი თესალონიკელის კურთხევით ყმაწვილი ნესტორი შეებრძოლა იმპერატორ მაქსიმინე გალერიუსის (305-311) საყვარელ გლადიატორს, ბუმბერაზ და მძვინვარე ლიუსს, რომელიც გლადიატორულ არენაზე დაუნდობლად ხოცავდა ქრისტიანებს და დაამარცხა იგი. გალერიუსის ბრძანებით წმიდა მარტვილი იქვე განგმირეს.წმიდა მოწამე კაპიტოლინა და ეროტიიდაწმიდა მოწამე კაპიტოლინა და ეროტიიდა 304 წელს, იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) მიერ ქრისტიანთა დევნისას ეწამნენ. წმიდა კაპიტოლინა ქრისტეს აღსარებისთვის დააპატიმრეს და მახვილით განგმირეს. როცა მისმა მსახურმა, წმიდა ეროტიიდამ თავისი ქალბატონის ჯალათი ნახა, სახეში ქვა ესროლა. ამისთვის იგი ხარის ძარღვებითა და კეტებით სასტიკად გვემეს. მეორე დღეს ნეტარი გახურებულ ღუმელში შეაგდეს, მაგრამ სასწაულებრივ უვნებლად გადარჩა. ბოლოს უღმრთოებმა მას თავი მოჰკვეთეს.წმიდა მოწამენი: მარკოზი და მისთანანიწმიდა მოწამე მარკოზი სხვა მრავალ ქრისტიანთან ერთად აზიაში ეწამა ქრისტეს აღსარებისთვის. მრავალგვარი წამების შემდეგ უღმერთოებმა ისინი დახოცეს. წმიდანთა უხრწნელ ნაწილები შემდგომ კუნძულ თაზოსზე (თრაკიასა და ათონის კონცხს შორის) გადაასვენეს.მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით
https://sputnik-georgia.com/20231108/saeklesio-kalendari-8-noemberi-284033946.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23181/31/231813160_83:0:1416:1000_1920x0_80_0_0_e48a4d8e22e2347b12c3eaecd8fdac0e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საეკლესიო კალენდარი, რელიგია, საზოგადოება, საქართველო
საეკლესიო კალენდარი, რელიგია, საზოგადოება, საქართველო
საეკლესიო კალენდარი: 9 ნოემბერი
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 9 ნოემბერს წმიდა მოწამე ნესტორ თესალონიკელის, მოწამეთა კაპიტოლინას და ეროტიდას, მარკოზისა და მისთანათა ხსენების დღეს აღნიშნავს.
Sputnik –საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში
წმიდა მოწამე ნესტორ თესალონიკელი
წმიდა მოწამე ნესტორ თესალონიკელი 306 წელს ეწამა ქალაქ თესალონიკში. წმიდა დიმიტრი თესალონიკელის კურთხევით ყმაწვილი ნესტორი შეებრძოლა იმპერატორ მაქსიმინე გალერიუსის (305-311) საყვარელ გლადიატორს, ბუმბერაზ და მძვინვარე ლიუსს, რომელიც გლადიატორულ არენაზე დაუნდობლად ხოცავდა ქრისტიანებს და დაამარცხა იგი. გალერიუსის ბრძანებით წმიდა მარტვილი იქვე განგმირეს.
წმიდა მოწამე კაპიტოლინა და ეროტიიდა
წმიდა მოწამე კაპიტოლინა და ეროტიიდა 304 წელს, იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) მიერ ქრისტიანთა დევნისას ეწამნენ. წმიდა კაპიტოლინა ქრისტეს აღსარებისთვის დააპატიმრეს და მახვილით განგმირეს. როცა მისმა მსახურმა, წმიდა ეროტიიდამ თავისი ქალბატონის ჯალათი ნახა, სახეში ქვა ესროლა. ამისთვის იგი ხარის ძარღვებითა და კეტებით სასტიკად გვემეს. მეორე დღეს ნეტარი გახურებულ ღუმელში შეაგდეს, მაგრამ სასწაულებრივ უვნებლად გადარჩა. ბოლოს უღმრთოებმა მას თავი მოჰკვეთეს.
წმიდა მოწამენი: მარკოზი და მისთანანი
წმიდა მოწამე მარკოზი სხვა მრავალ ქრისტიანთან ერთად აზიაში ეწამა ქრისტეს აღსარებისთვის. მრავალგვარი წამების შემდეგ უღმერთოებმა ისინი დახოცეს. წმიდანთა უხრწნელ ნაწილები შემდგომ კუნძულ თაზოსზე (თრაკიასა და ათონის კონცხს შორის) გადაასვენეს.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით