https://sputnik-georgia.com/20231109/recepto-eqimisgan-uebari-nayeni-gripisa-dagaciebis-winaarmdeg-284098406.html
რეცეპტი ექიმისგან: უებარი ნაყენი გაციებისა და გრიპის წინააღმდეგ
რეცეპტი ექიმისგან: უებარი ნაყენი გაციებისა და გრიპის წინააღმდეგ
Sputnik საქართველო
თბილისი, 9 ნოემბერი − Sputnik. თანამედროვე ანტივირუსული პრეპარატები და იმუნოსტიმულატორები საკმაოდ ეფექტურია და ნამდვილად ამცირებს გრიპითა და მწვავე... 09.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-09T14:24+0400
2023-11-09T14:24+0400
2023-11-09T14:24+0400
სასარგებლო რჩევები
ექიმის რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/09/283129055_69:83:2397:1392_1920x0_80_0_0_b004600dc303183117d28dffbdbb8429.jpg
თბილისი, 9 ნოემბერი − Sputnik. თანამედროვე ანტივირუსული პრეპარატები და იმუნოსტიმულატორები საკმაოდ ეფექტურია და ნამდვილად ამცირებს გრიპითა და მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციებით დაავადების რისკს, მაგრამ ამ პრეპარატების უკონტროლოდ მიღება რეკომენდებული არ არის, წერს უკრაინელი ექიმი ვიქტორია სავიცკაია.მისი თქმით, ანტივირუსულ პრეპარატებს, ისევე, როგორც ყველა სხვა წამალს, აქვს გვერდითი მოვლენები და უკუჩვენებები, ამიტომ ექიმის დანიშნულების გარეშე მათ მიღებას სხვა დაავადებების გამწვავება შეუძლია.სავიცკაიას თქმით, შემოდგომაზე იმუნიტეტის გაძლიერებას ხელს უწყობს არომატული ბალახების შემდეგნაირად დამზადებული ნაყენი:გარდა ამისა, სავიცკაიას თქმით, იმუნიტეტს ასევე აძლიერებს მწვანე და ასკილის თბილი ჩაი, რომელშიც ექინაცეა იქნება დამატებული.მანამდე გამოცემა Express-მა გამოაქვეყნა ბრიტანეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტოს გუნდის რჩევები, რომელთა თანახმად, გაციებისა და გრიპის პროფილაქტიკისთვის რეკომენდებულია შემდეგი დანამატების მიღება:
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/09/283129055_149:15:2032:1427_1920x0_80_0_0_b2ab4bac646a2f49543c462c934d28dd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები
რეცეპტი ექიმისგან: უებარი ნაყენი გაციებისა და გრიპის წინააღმდეგ
თბილისი, 9 ნოემბერი − Sputnik. თანამედროვე ანტივირუსული პრეპარატები და იმუნოსტიმულატორები საკმაოდ ეფექტურია და ნამდვილად ამცირებს გრიპითა და მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციებით დაავადების რისკს, მაგრამ ამ პრეპარატების უკონტროლოდ მიღება რეკომენდებული არ არის, წერს უკრაინელი ექიმი ვიქტორია სავიცკაია.
მისი თქმით, ანტივირუსულ პრეპარატებს, ისევე, როგორც ყველა სხვა წამალს, აქვს გვერდითი მოვლენები და უკუჩვენებები, ამიტომ ექიმის დანიშნულების გარეშე მათ მიღებას სხვა დაავადებების გამწვავება შეუძლია.
„ამ საკმაოდ ძვირადღირებულ მედიკამენტებს ზიანის მოტანაც შეუძლია. ამიტომ სეზონური დაავადებების პროფილაქტიკისთვის და იმუნიტეტის გასაძლიერებლად ხელოვნური პრეპარატების ნაცვლად პაციენტებს მე ვიტამინების ნაყენს ვთავაზობ“, – ამბობს ექიმი.
სავიცკაიას თქმით, შემოდგომაზე იმუნიტეტის გაძლიერებას ხელს უწყობს არომატული ბალახების შემდეგნაირად დამზადებული ნაყენი:
აიღეთ ერთი სუფრის კოვზი პიტნა, ერთი სუფრის კოვზი ცაცხვის ყვავილი, ორი სუფრის კოვზი ბარამბო (Melissa officinalis) და დაასხით თუხთუხა მდუღარე წყალი. მიიღეთ ეს ნაყენი დღეში ორ-სამჯერ ნახევარ-ნახევარი ჭიქის ოდენობით თბილ მდგომარეობაში. ის შესანიშნავად გააძლიერებს თქვენი ორგანიზმის დაცვას.
გარდა ამისა, სავიცკაიას თქმით, იმუნიტეტს ასევე აძლიერებს მწვანე და ასკილის თბილი ჩაი, რომელშიც ექინაცეა იქნება დამატებული.
მანამდე გამოცემა
Express-მა გამოაქვეყნა ბრიტანეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტოს გუნდის რჩევები, რომელთა თანახმად, გაციებისა და გრიპის პროფილაქტიკისთვის რეკომენდებულია შემდეგი დანამატების მიღება:
ექინაცეა — კვლევებით დადასტურდა, რომ ეს ბალახი გაციებისგან იცავს ორგანიზმს (თუმცა საჭიროებს დამატებითი კვლევების ჩატარებას);
შავი ანწლის ექსტრაქტი — ამცირებს გრიპის ხანგრძლივობასა და სირთულეს (თუმცა კვლევები მხოლოდ ადამიანთა მცირე ჯგუფებზეა ჩატარებული);
დაძველებული ნივრის ექსტრაქტი (AGE) – ზოგი კვლევა აჩვენებს, რომ AGE-ს შეუძლია გააუმჯობესოს იმუნური უჯრედების ფუნქცია და შეამციროს გრიპისა და გაციების სიმძიმე;