IJF-ის რეიტინგში ქართველი ძიუდოისტები ლიდერობენ

© photo: Sputnik / Stringerტატო გრიგალაშვილი
ტატო გრიგალაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2023
გამოწერა
თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. ქართველი ძიუდოისტები ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ), ილია სულამანიძე (-100 კგ) და ლუკა მაისურაძე (-90 კგ) ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) განახლებულ რეიტინგში თავიანთ წონით კატეგორიებში ლიდერ პოზიციაზე არიან.
ფედერაციის განახლებული რეიტინგი მონპელიეში ჩატარებული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ გამოქვეყნდა. საქართველოს ნაკრები საფრანგეთიდან ოთხი ვერცხლის მედლით დაბრუნდა, რომლებიც მოიპოვეს ლაშა ბექაურმა (90 კგ), ილია სულამანიძემ (100 კგ), გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) და ტატო გრიგალაშვილმა (-81 კგ).
ტატო გრიგალაშვილს აქვს 8.415 ქულა, ილია სულამანიძეს – 7.308, ლუკა მაისურაძეს კი –6.856 ქულა.
მე-11 პოზიციაზეა კიდევ ერთი ქართველი ძიუდოისტი, ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური - 5.750 ქულა.
ლაშა მარგველაშვილი (-66 კგ) 4.606 ქულით 21-ე ადგილზეა. ქულების რაოდენობით იგი თავის წონით კატეგორიაში მეორეა.
რაც შეეხება ქალების რეიტინგს, საუკეთესო შედეგი აქვს ეთერ ლიპარტელიანს (3.920 ქულა), რომელიც 57 კგ-მდე წონით კატეგორიაში მერვე პოზიციაზეა.
ყველა ახალი ამბავი
0