https://sputnik-georgia.com/20231109/evrokomisiis-rekomendacia-senisvnebi-danasaultan-brzolis-sferosi-284113339.html
ევროკომისიის რეკომენდაცია: შენიშვნები დანაშაულთან ბრძოლის სფეროში
ევროკომისიის რეკომენდაცია: შენიშვნები დანაშაულთან ბრძოლის სფეროში
Sputnik საქართველო
ევროკომისიამ დადებითად შეაფასა ახალი ეროვნული ანტიტერორისტული სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის მიღება 09.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-09T21:35+0400
2023-11-09T21:35+0400
2023-11-09T21:35+0400
ახალი ამბები
საქართველო
ევროკომისია
კრიმინალი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/1e/251875397_0:156:2951:1816_1920x0_80_0_0_0aea014f951ed2fddc59bd635d0af48c.jpg
თბილისი, 9 ნოემბერი – Sputnik. საქართველომ გარკვეულ პროგრესს მიაღწია ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში, მაგრამ ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტის (MONEYVAL) ზოგიერთი რეკომენდაცია კვლავ შეუსრულებელია, ნათქვამია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ ევროკომისიის ანგარიშში.ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან მეექვსეა. ევროკომისიის 8 ნოემბრის ანგარიშში მოცემულია საქართველოს მიერ თითოეული პირობის შესრულების შეფასება და რეფორმების გაგრძელების რეკომენდაცია. ამავდროულად, ევროპულ საბჭოს მიეცა რეკომენდაცია, მიანიჭოს ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.ევროკომისიამ დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის მიერ 3 ოქტომბერს მიღებული ანგარიში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შეფასების შესახებ.მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის კანონმდებლობა ნაწილობრივ ასახავს ფინანსურ ქმედებათა სპეციალური ჯგუფის რეკომენდაციებს (FATF, მთავრობათაშორისი ორგანო, რომელიც შექმნილია „დიდი შვიდეულის“ (G7) მთავრობათა მეთაურების ინიციატივით ფულის გათეთრების გამოწვევებზე და საფრთხეებზე რეაგირებისთვის), ასევე შესაბამის საერთაშორისო კანონმდებლობას.პრემიერმა საქართველოს მოქალაქეებს სტატუსთან დაკავშირებით დადებითი რეკომენდაცია მიულოცა >>„ჯერ კიდევ არსებობს ევროპული საბჭოს MONEYVAL-ის შეუსრულებელი რეკომენდაციები, რომლებიც უნდა განხორციელდეს“, - ნათქვამია ევროკომისიის ანგარიშში.ამასთან, ანგარიშში ნათქვამია, რომ 2022 წელს საქართველოში მიღებულ იქნა 2022-2026 წლების ეროვნული ანტიტერორისტული სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმა.„მეტი ძალისხმევაა საჭირო იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაცია და ეფექტურობა დანაშაულის გარკვეული ფორმების წინააღმდეგ ბრძოლაში, როგორიცაა ფულის გათეთრება და ფინანსური დანაშაული“, - აღნიშნულია ანგარიშში.საქართველოს პარლამენტმა 1 ნოემბერს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო. შედეგად სახელმწიფოს შესაძლებლობა ექნება აცნობოს გაეროს სანქციების კომიტეტს და სხვა იურისდიქციის ორგანოებს სანქციების სიაში პირების შეყვანის შესახებ.წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილება მიზნად ისახავს მთავრობათაშორის საერთაშორისო მექანიზმის – ფინანსური ქმედებების სამუშაო ჯგუფის (FATF) სტანდარტებთან დაახლოებისა და ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტის (MONEYVAL) რეკომენდაციებისა და შესაბამისი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას.ეს აღიარებაა! - ილია დარჩიაშვილი ევროკომისიის რეკომენდაციაზე >>რაც შეეხება 2022-2026 წლების ანტიტერორისტულ ეროვნულ სტრატეგიას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის თქმით, მისი მიზნები, ამოცანები და პრიორიტეტული მიმართულებები ახალი რეალობის გათვალისწინებით არის გაწერილი.სტრატეგიის ფარგლებში სამოქმედო გეგმა მოიცავს ბრძოლას ორგანიზებულ დანაშაულთან, მათ შორის კანონიერი ქურდების, ქურდული სამყაროს წევრებისა და მათი მხარდამჭერების წინააღმდეგ, კიბერდანაშაულის, ტრეფიკინგის, ფულის გათეთრების, ტერორიზმის დაფინანსებისა და ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/1e/251875397_162:0:2790:1971_1920x0_80_0_0_4e8e844642d6b49ee9f5bba0179c546a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ევროკომისია, კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, ევროკომისია, კრიმინალი საქართველოში
ევროკომისიის რეკომენდაცია: შენიშვნები დანაშაულთან ბრძოლის სფეროში
ევროკომისიამ დადებითად შეაფასა ახალი ეროვნული ანტიტერორისტული სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის მიღება
თბილისი, 9 ნოემბერი – Sputnik. საქართველომ გარკვეულ პროგრესს მიაღწია ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში, მაგრამ ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტის (MONEYVAL) ზოგიერთი რეკომენდაცია კვლავ შეუსრულებელია, ნათქვამია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ ევროკომისიის ანგარიშში.
ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან მეექვსეა. ევროკომისიის 8 ნოემბრის ანგარიშში მოცემულია საქართველოს მიერ თითოეული პირობის შესრულების შეფასება და რეფორმების გაგრძელების რეკომენდაცია. ამავდროულად, ევროპულ საბჭოს მიეცა რეკომენდაცია, მიანიჭოს ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.
„საქართველომ გარკვეულ პროგრესს მიაღწია ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში და აქვს გარკვეული მომზადების დონე. იგი მონაწილეობდა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან და მეზობელ ქვეყნებთან ერთობლივი ოპერაციებში... არსებობს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი ეროვნული სტრატეგია, სამოქმედო გეგმასთან ერთად“, - ნათქვამია ანგარიშში.
ევროკომისიამ დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის მიერ 3 ოქტომბერს მიღებული ანგარიში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შეფასების შესახებ.
მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის კანონმდებლობა ნაწილობრივ ასახავს ფინანსურ ქმედებათა სპეციალური ჯგუფის რეკომენდაციებს (FATF, მთავრობათაშორისი ორგანო, რომელიც შექმნილია „დიდი შვიდეულის“ (G7) მთავრობათა მეთაურების ინიციატივით ფულის გათეთრების გამოწვევებზე და საფრთხეებზე რეაგირებისთვის), ასევე შესაბამის საერთაშორისო კანონმდებლობას.
„ჯერ კიდევ არსებობს ევროპული საბჭოს MONEYVAL-ის შეუსრულებელი რეკომენდაციები, რომლებიც უნდა განხორციელდეს“, - ნათქვამია ევროკომისიის ანგარიშში.
ამასთან, ანგარიშში ნათქვამია, რომ 2022 წელს საქართველოში მიღებულ იქნა 2022-2026 წლების ეროვნული ანტიტერორისტული სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმა.
„მეტი ძალისხმევაა საჭირო იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაცია და ეფექტურობა დანაშაულის გარკვეული ფორმების წინააღმდეგ ბრძოლაში, როგორიცაა ფულის გათეთრება და ფინანსური დანაშაული“, - აღნიშნულია ანგარიშში.
საქართველოს პარლამენტმა 1 ნოემბერს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო. შედეგად სახელმწიფოს შესაძლებლობა ექნება აცნობოს გაეროს სანქციების კომიტეტს და სხვა იურისდიქციის ორგანოებს სანქციების სიაში პირების შეყვანის შესახებ.
წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილება მიზნად ისახავს მთავრობათაშორის საერთაშორისო მექანიზმის – ფინანსური ქმედებების სამუშაო ჯგუფის (FATF) სტანდარტებთან დაახლოებისა და ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტის (MONEYVAL) რეკომენდაციებისა და შესაბამისი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას.
რაც შეეხება 2022-2026 წლების ანტიტერორისტულ ეროვნულ სტრატეგიას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის თქმით, მისი მიზნები, ამოცანები და პრიორიტეტული მიმართულებები ახალი რეალობის გათვალისწინებით არის გაწერილი.
სტრატეგიის ფარგლებში სამოქმედო გეგმა მოიცავს ბრძოლას ორგანიზებულ დანაშაულთან, მათ შორის კანონიერი ქურდების, ქურდული სამყაროს წევრებისა და მათი მხარდამჭერების წინააღმდეგ, კიბერდანაშაულის, ტრეფიკინგის, ფულის გათეთრების, ტერორიზმის დაფინანსებისა და ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ.