მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

CNN: ვაშინგტონმა თეირანს უშუალოდ აცნობა თავისი პოზიცია

© photo: Sputnik / Anton Bistrov / გადასვლა მედიაბანკშიგრაფიტი თეირანში აშშ-ის ყოფილ საელჩოზე
გრაფიტი თეირანში აშშ-ის ყოფილ საელჩოზე - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2023
გამოწერა
НовостиTelegram
თბილისი, 9 ნოემბერი − Sputnik. შეერთებულმა შტატებმა დამატებითი ძალისხმევებს მიმართა, რათა ირანისთვის პირდაპირ ეცნობებინა, რომ ვაშინგტონი არ ცდილობს ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციას, იუწყება CNN პენტაგონის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით.
წყაროს ცნობით, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც პენტაგონმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-მა ორი გამანადგურებელი F-15-ით დაარტყა სირიაში მდებარე იარაღის საწყობს, რომელსაც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი იყენებდა. როგორც თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა განმარტა, ეს იყო პასუხი იმ თითქმის ყოველდღიურ თავდასხმებზე, რომლებსაც ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფები ახორციელებენ რეგიონში განთავსებულ ამერიკულ ჯარებზე.
„ისრაელსა და ჰამასს შორის კონფლიქტით გამოწვეული გაზრდილი დაძაბულობის ფონზე, ჩვენ გადავდგით დამატებითი ნაბიჯები იმისთვის, რომ პირდაპირი კონტაქტები დაგვემყარებინა ირანთან და მასთან დაკავშირებულ დაჯგუფებებთან ერაყსა და ლიბანში. ჩვენ ვცდილობთ გავაგებინოთ მათ, რომ ჩვენი ქმედებები არ ნიშნავს ისრაელი-ჰამასის კონფლიქტის მიმართ მიდგომის შეცვლას, და რომ რეგიონული კონფლიქტის ესკალაციის განზრახვა არ გვაქვს“ , − განუცხადა წყარომ CNN-ს.
ამასთან პენტაგონის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ შეერთებულმა შტატებმა თავდაცვითი სისტემა Patriot-ების დამატებითი ბატარეები განათავსა ახლო აღმოსავლეთში მდებარე თავის ბაზებზე − ერაყსა და სირიაში მოქმედი, ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფების თავდასხმების საპასუხოდ. აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ არ გაამჟღავნა არც მათი რაოდენობა და არც განთავსების ადგილი.
ყველა ახალი ამბავი
0