https://sputnik-georgia.com/20231109/284101626.html
მარტივი და უტყუარი: ფარისებრი ჯირკვლის შემოწმების ძველებური მეთოდი
მარტივი და უტყუარი: ფარისებრი ჯირკვლის შემოწმების ძველებური მეთოდი
Sputnik საქართველო
თბილისი, 9 ნოემბერი − Sputnik. ფარისებრი ჯირკვლის დაავადების სიმპტომები ეტაპობრივად იჩენს თავს, ამიტომ მისი ადრეულ სტადიაზე გამოვლენა რთულია, აცხადებენ... 09.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-09T15:30+0400
2023-11-09T15:30+0400
2023-11-09T15:30+0400
სასარგებლო რჩევები
ექიმის რჩევები
ფარისებრი ჯირკვალი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/09/284101429_0:0:2285:1285_1920x0_80_0_0_df6c3fd32beab335e7768ef8eeb200bd.jpg
თბილისი, 9 ნოემბერი − Sputnik. ფარისებრი ჯირკვლის დაავადების სიმპტომები ეტაპობრივად იჩენს თავს, ამიტომ მისი ადრეულ სტადიაზე გამოვლენა რთულია, აცხადებენ ექიმები.ფარისებრი ჯირკვალი − ეს ენდოკრინული ჯირკვალია, რომელიც ორგანიზმში ენერგიასა და ნივთიერებათა ცვლას არეგულირებს. სწორედ მის ფუნქციაზეა დამოკიდებული ორგანიზმის ზრდა და ქსოვილების დიფერენცირება.ფარისებრი ჯირკვალი პასუხისმგებელია ჰორმონების წარმოებაზე, რომლებიც არეგულირებს მეტაბოლიზმს, სხეულის ტემპერატურასა და პულსის სიხშირეს. მისი მუშაობის დარღვევის შემთხვევაში პრობლემები შეიძლება გაჩნდეს ღვიძლთან, ნაწლავებთან, თირკმელებთან, გულსა თუ ტვინთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ეს გავლენას მოახდენს რეპროდუქციულ სისტემაზეც.იმისათვის, რომ შეამოწმოთ, წესრიგში გაქვთ თუ არა ფარისებრი ჯირკვალი, ერთ ძველ მეთოდს გასწავლით, რომელზეც ამბობენ, რომ კარგად გამოცდილია და უტყუარი.თერმომეტრის მეთოდიამბობენ, რომ თერმომეტრის მეთოდი ძალიან კარგად აჩვენებს, რამდენად გამართულად მუშაობს ფარისებრი ჯირკვალი.ეს პროცედურა გაიმეორეთ ზედიზედ 3-4 დღე, რათა მონაცემების გაანალიზებისას ზუსტი საშუალო არითმეტიკული გამოიყვანოთ.შედეგების ანალიზიგაითვალისწინეთ: თუ ამ მეთოდის გამოყენებით დაადგენთ, რომ თქვენი ფარისებრი ჯირკვლის აქტიურობა ან დაქვეითებულია და ან გაზრდილი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს!
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/09/284101429_87:0:2198:1583_1920x0_80_0_0_e040d5ebceac1f6cf9e289cd98a3d431.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები, ფარისებრი ჯირკვალი
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები, ფარისებრი ჯირკვალი
თბილისი, 9 ნოემბერი − Sputnik. ფარისებრი ჯირკვლის დაავადების სიმპტომები ეტაპობრივად იჩენს თავს, ამიტომ მისი ადრეულ სტადიაზე გამოვლენა რთულია, აცხადებენ ექიმები.
ფარისებრი ჯირკვალი − ეს ენდოკრინული ჯირკვალია, რომელიც ორგანიზმში ენერგიასა და ნივთიერებათა ცვლას არეგულირებს. სწორედ მის ფუნქციაზეა დამოკიდებული ორგანიზმის ზრდა და ქსოვილების დიფერენცირება.
ფარისებრი ჯირკვალი პასუხისმგებელია ჰორმონების წარმოებაზე, რომლებიც არეგულირებს მეტაბოლიზმს, სხეულის ტემპერატურასა და პულსის სიხშირეს. მისი მუშაობის დარღვევის შემთხვევაში პრობლემები შეიძლება გაჩნდეს ღვიძლთან, ნაწლავებთან, თირკმელებთან, გულსა თუ ტვინთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ეს გავლენას მოახდენს რეპროდუქციულ სისტემაზეც.
იმისათვის, რომ შეამოწმოთ, წესრიგში გაქვთ თუ არა ფარისებრი ჯირკვალი, ერთ ძველ მეთოდს გასწავლით, რომელზეც ამბობენ, რომ კარგად გამოცდილია და უტყუარი.
ამბობენ, რომ თერმომეტრის მეთოდი ძალიან კარგად აჩვენებს, რამდენად გამართულად მუშაობს ფარისებრი ჯირკვალი.
ამის შესამოწმებლად:
აიღეთ თერმომეტრი – ჩვეულებრივი, ვერცხლისწყლის სინდიყიანი, ბებიების დროინდელი სიცხის საზომი, დაფერთხეთ და ძილის წინ ახლოს დაიდეთ.
დილით, როგორც კი გაიღვიძებთ, ისე რომ ლოგინიდან არ ადგეთ, გაიზომეთ სხეულის ბაზალური ტემპერატურა – ანუ ჩაიდეთ თერმომეტრი ენის ქვეშ. შემდეგ ჩაიწერეთ ჩვენება.
ეს პროცედურა გაიმეორეთ ზედიზედ 3-4 დღე, რათა მონაცემების გაანალიზებისას ზუსტი საშუალო არითმეტიკული გამოიყვანოთ.
თუ ბაზალური ტემპერატურა 36.5-დან 36.8-მდე მერყეობს – თქვენი ფარისებრი ჯირკვალი სრულ წესიგშია.
თუ ტემპერატურა 36.5 გრადუსზე დაბალია, ესე იგი, თქვენი ფარისებრი ჯირკვლის აქტიურობა დაქვეითებულია. ეს შესაძლოა გამოიხატებოდეს: სიფერმკრთალით, თმების ცვენით, თვალების შეშუპებითა და ფეხების დასივებით.
თუ ტემპერატურა 36.8 გრადუსზე მაღალია − ესე იგი, ფარისებრი ჯირკვლის აქტიურობა მაღალია. ეს გამოიხატება: გუნების მკვეთრი ცვალებადობით, წონის უმიზეზო კლებითა და გამუდმებული დაღლილობით.
გაითვალისწინეთ: თუ ამ მეთოდის გამოყენებით დაადგენთ, რომ თქვენი ფარისებრი ჯირკვლის აქტიურობა ან დაქვეითებულია და ან გაზრდილი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს!