https://sputnik-georgia.com/20231109/284100802.html
არქეოლოგებმა უძველეს ნეშტზე ქრისტეს სახელის ტატუ აღმოაჩინეს - ფოტო
არქეოლოგებმა უძველეს ნეშტზე ქრისტეს სახელის ტატუ აღმოაჩინეს - ფოტო
Sputnik საქართველო
თბილისი, 9 ნოემბერი − Sputnik. სუდანელმა მეცნიერებმა დიდი ხნის გარდაცვლილი ადამიანის სხეულზე აღმოაჩინეს ტატუ, რომელშიც იესო ქრისტეს სახელია მოხსენიებული... 09.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-09T15:08+0400
2023-11-09T15:08+0400
2023-11-09T15:08+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
მსოფლიო მეცნიერული კვლევები
არქეოლოგიური აღმოჩენები
სუდანი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24633/21/246332173_0:99:1000:662_1920x0_80_0_0_688c6573774b1bcae3c1f3edd1d4e74c.jpg
თბილისი, 9 ნოემბერი − Sputnik. სუდანელმა მეცნიერებმა დიდი ხნის გარდაცვლილი ადამიანის სხეულზე აღმოაჩინეს ტატუ, რომელშიც იესო ქრისტეს სახელია მოხსენიებული, იუწყება live Science.გავრცელებული ინფორმაციით, ნეშტი შუა საუკუნეების მონასტრის მახლობლად მდებარე სამარხში იპოვეს, რომელიც 1300 წლისაა.ტატუ ნეშტის მარჯვენა ფეხზეა დატანილი, რომელიც, დიდი ალბათობით, მამაკაცია და რომელიც სიკვდილის მომენტში, სავარაუდოდ 35-დან 50 წლამდე იყო. ნეშტზე მოხატულია ბერძნული ასოები: χ (ქსი), ρ (რო), α (ალფა) და Ω (ომეგა).სწავლულთა განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ტატუ გარდაცვლილის ქრისტიანობაზე მეტყველებს, გაურკვეველია, იყო თუ არა ის ბერი. რადიოკარბონული ანალიზით დადგინდა, რომ ის სადღაც 667 და 774 წლებს შორის ცხოვრობდა, როდესაც რეგიონში მთავარი რელიგია ქრისტიანობა იყო. აღსანიშნავია, რომ ნეშტი 2016 წელს ჩატარებული გათხრებისას იპოვეს, მაგრამ ტატუ მასზე მხოლოდ ახლა აღმოაჩინეს სრულსპექტრული ფოტოგრაფირების წყალობით.
სუდანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24633/21/246332173_11:0:894:662_1920x0_80_0_0_f4e7441249532bd16d7e1120f5bb78c7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, მსოფლიო მეცნიერული კვლევები, არქეოლოგიური აღმოჩენები, სუდანი
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, მსოფლიო მეცნიერული კვლევები, არქეოლოგიური აღმოჩენები, სუდანი
თბილისი, 9 ნოემბერი − Sputnik. სუდანელმა მეცნიერებმა დიდი ხნის გარდაცვლილი ადამიანის სხეულზე აღმოაჩინეს ტატუ, რომელშიც იესო ქრისტეს სახელია მოხსენიებული, იუწყება live Science.
გავრცელებული ინფორმაციით, ნეშტი შუა საუკუნეების მონასტრის მახლობლად მდებარე სამარხში იპოვეს, რომელიც 1300 წლისაა.
ტატუ ნეშტის მარჯვენა ფეხზეა დატანილი, რომელიც, დიდი ალბათობით, მამაკაცია და რომელიც სიკვდილის მომენტში, სავარაუდოდ 35-დან 50 წლამდე იყო.
ნეშტზე მოხატულია ბერძნული ასოები: χ (ქსი), ρ (რო), α (ალფა) და Ω (ომეგა).
მეცნიერების თქმით, χ და ρ ქმნიან ქრისტეს აბრევიატურას, ხოლო ალფა და ომეგა − ბერძნული ანბანის პირველი და ბოლო ასოები − არის სიმბოლო ქრისტიანული რწმენისა, რომ ღმერთი არის ყველაფრის დასაწყისი და დასასრული.
სწავლულთა განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ტატუ გარდაცვლილის ქრისტიანობაზე მეტყველებს, გაურკვეველია, იყო თუ არა ის ბერი. რადიოკარბონული ანალიზით დადგინდა, რომ ის სადღაც 667 და 774 წლებს შორის ცხოვრობდა, როდესაც რეგიონში მთავარი რელიგია ქრისტიანობა იყო.
აღსანიშნავია, რომ ნეშტი 2016 წელს ჩატარებული გათხრებისას იპოვეს, მაგრამ ტატუ მასზე მხოლოდ ახლა აღმოაჩინეს სრულსპექტრული ფოტოგრაფირების წყალობით.