https://sputnik-georgia.com/20231108/ufaso-kinoseansebi-tbilissi-tanamedrove-qartuli-kinos-festivali-iwyeba-284063187.html
უფასო კინოსეანსები: თბილისში თანამედროვე ქართული კინოს ფესტივალი იწყება
უფასო კინოსეანსები: თბილისში თანამედროვე ქართული კინოს ფესტივალი იწყება
Sputnik საქართველო
ფესტივალის პროგრამაში წარმოდგენილია ბოლო რვა წელიწადში შექმნილი 36 ფილმი. 08.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-08T12:33+0400
2023-11-08T12:33+0400
2023-11-08T12:33+0400
ქართული კინო
კულტურა საქართველოში
თბილისი დღეს
საზოგადოება
საქართველო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24083/25/240832503_0:342:3648:2394_1920x0_80_0_0_e3df584750913c0d11e119f2f215572d.jpg
თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. თანამედროვე ქართული კინოს რეტროსპექტივა საქართველოს კინოაკადემიის კინოდარბაზში 8 ნოემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში გაიმართება, ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის განცხადებაში. რეტროსპექტივის მიზანია თანამედროვე ქართული კინოს პოპულარიზაცია. პროგრამაში წარმოდგენილია 2005-2023 წლებში შექმნილი 36 ფილმი. პირველ დღეს, 8 ნოემბერს რეტროსპექტივას გახსნის ლევან ზაქარეიშვილის ფილმი „თბილისი-თბილისი". ფილმის რესტავრაცია ახლახან დასრულდა და მაყურებელი აღდგენილ ვერსიას დიდ ეკრანზე პირველად ნახავს. ფილმი არაერთი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია. 2005 წელს ის კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე უჩვენეს.ასევე 8 ნოემბერს მაყურებელი ნახავს რეჟისორის მოკლემეტრაჟიან ფილმს „მამა". რეტროსპექტივას 24 დეკემბერს დაასრულებს თინათინ ყაჯრიშვილის ფილმი „მოქალაქე წმინდანი", რომელიც საქართველოს კანდიდატია „ოსკარის" ნომინაციაზე - „საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმი".ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24083/25/240832503_0:0:3648:2736_1920x0_80_0_0_1ec5223cdf36c4986a1141d8566c8377.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ქართული კინო, კულტურა საქართველოში, თბილისი დღეს, საზოგადოება, საქართველო, ახალი ამბები
ქართული კინო, კულტურა საქართველოში, თბილისი დღეს, საზოგადოება, საქართველო, ახალი ამბები
უფასო კინოსეანსები: თბილისში თანამედროვე ქართული კინოს ფესტივალი იწყება
ფესტივალის პროგრამაში წარმოდგენილია ბოლო რვა წელიწადში შექმნილი 36 ფილმი.
თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. თანამედროვე ქართული კინოს რეტროსპექტივა საქართველოს კინოაკადემიის კინოდარბაზში 8 ნოემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში გაიმართება, ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.
რეტროსპექტივის მიზანია თანამედროვე ქართული კინოს პოპულარიზაცია. პროგრამაში წარმოდგენილია 2005-2023 წლებში შექმნილი 36 ფილმი.
„საზოგადოება ხშირად ითხოვს, გაეცნოს თანამედროვე ქართულ კინოხელოვნებას, რომელიც, სამწუხაროდ, დიდ ეკრანზე ან ტელევიზიით ნაკლებად ხელმისაწვდომია. სწორედ ამიტომ ფილმების ჩვენებაზე დასწრება უფასოა", - აღნიშნულია განცხადებაში.
პირველ დღეს, 8 ნოემბერს რეტროსპექტივას გახსნის ლევან ზაქარეიშვილის ფილმი „თბილისი-თბილისი". ფილმის რესტავრაცია ახლახან დასრულდა და მაყურებელი აღდგენილ ვერსიას დიდ ეკრანზე პირველად ნახავს. ფილმი არაერთი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია. 2005 წელს ის კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე უჩვენეს.
ასევე 8 ნოემბერს მაყურებელი ნახავს რეჟისორის მოკლემეტრაჟიან ფილმს „მამა".
რეტროსპექტივას 24 დეკემბერს დაასრულებს თინათინ ყაჯრიშვილის ფილმი „მოქალაქე წმინდანი", რომელიც საქართველოს კანდიდატია „ოსკარის" ნომინაციაზე - „საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმი".