https://sputnik-georgia.com/20231108/sindis-naxarsi-wonasi-dasaklebad-turqi-profesoris-recepti-284067304.html
შინდის ნახარშით თვეში 10 კილოს დაიკლებთ: თურქი პროფესორის რეცეპტი
შინდის ნახარშით თვეში 10 კილოს დაიკლებთ: თურქი პროფესორის რეცეპტი
Sputnik საქართველო
თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. შინდი, სასარგებლო თვისებებიდან გამომდინარე, ერთ-ერთი შეუცვლელი ხილია ცივ სეზონზე, ვინაიდან ეს კენკრა ფარივით იცავს იმუნურ... 08.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-08T14:00+0400
2023-11-08T14:00+0400
2023-11-08T14:00+0400
სასარგებლო რჩევები
ექიმის რჩევები
დიეტა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/08/284067124_0:257:2730:1793_1920x0_80_0_0_67a2e95373cbb4b928a1ee0b58b3ee76.jpg
თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. შინდი, სასარგებლო თვისებებიდან გამომდინარე, ერთ-ერთი შეუცვლელი ხილია ცივ სეზონზე, ვინაიდან ეს კენკრა ფარივით იცავს იმუნურ სისტემას და ამასთან წონის დაკლებასაც უწყობს ხელს, აცხადებენ სპეციალისტები.როგორც თურქეთის იალოვის უნივერსიტეტის პრორექტორი, სამედიცინო ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ვეფიქ არიჯი ამბობს, შინდისგან, რომელიც დიდი რაოდენობით А, С, Е და К-ვიტამინებს, ასევე მაგნიუმსა და კალციუმს შეიცავს, არაჩვეულებრივი სასმელი მზადდება, რომელიც გაციებებისა და ვირუსებისგანაც იცავს ადამიანს და ამასთან სიმსუქნის პრობლემის გადაჭრის ბუნებრივი გზაცაა.მისი თქმით, შინდი აჩენს სიმაძღრის შეგრძნებას და ამასთან ცხიმების დაშლასაც უწყობს ხელს. შესაბამისად, შინდისგან (ასევე მისი კერკისგან) მომზადებული შარბათით თვეში საშუალოდ ათი კილოს დაკლება შეიძლება.შინდის გასახდომი შარბათი მარტივად მზადდება:როგორც ვეფიქ არიჯი ირწმუნება, გასაოცარ ეფექტს უკვე ერთ თვეში მიიღებთ — წონაში 8-10 კგ-ს დაიკლებთ.გაითვალისწინეთ: შინდს აქვს მატონიზებელი ეფექტი. ამიტომ მისი საღამოს მიღება არ შეიძლება — ეს დაძინებაში შეგიშლით ხელს. გარდა ამისა, შინდი ძალიან ცოტა ან საერთოდ არ უნდა ჭამონ მათ, ვისაც აქვს:ამასთან დაიმახსოვრეთ: შინდს აქვს შემკვრელი ეფექტი, ამიტომ ის არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიირთვან შეკრულობისადმი მიდრეკილმა ადამიანებმა.წყარო: Turkiye Gazetesi
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/08/284067124_0:0:2730:2048_1920x0_80_0_0_e5bfb16b687d243c392bac21875ba70c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები, დიეტა
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები, დიეტა
თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. შინდი, სასარგებლო თვისებებიდან გამომდინარე, ერთ-ერთი შეუცვლელი ხილია ცივ სეზონზე, ვინაიდან ეს კენკრა ფარივით იცავს იმუნურ სისტემას და ამასთან წონის დაკლებასაც უწყობს ხელს, აცხადებენ სპეციალისტები.
როგორც თურქეთის იალოვის უნივერსიტეტის პრორექტორი, სამედიცინო ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ვეფიქ არიჯი ამბობს, შინდისგან, რომელიც დიდი რაოდენობით А, С, Е და К-ვიტამინებს, ასევე მაგნიუმსა და კალციუმს შეიცავს, არაჩვეულებრივი სასმელი მზადდება, რომელიც გაციებებისა და ვირუსებისგანაც იცავს ადამიანს და ამასთან სიმსუქნის პრობლემის გადაჭრის ბუნებრივი გზაცაა.
მისი თქმით, შინდი აჩენს სიმაძღრის შეგრძნებას და ამასთან ცხიმების დაშლასაც უწყობს ხელს. შესაბამისად, შინდისგან (ასევე მისი კერკისგან) მომზადებული შარბათით თვეში საშუალოდ ათი კილოს დაკლება შეიძლება.
შინდის გასახდომი შარბათი მარტივად მზადდება:
კარგად გარეცხილი შინდი ან შინდის კერკი (დაახლოებით 2 ჭიქა) ჩაყარეთ ქვაბში და დაასხით ორი ლიტრი წყალი. შემდეგ ჩაამატეთ დარიჩინი და მიხაკი და მოხარშეთ. მიღებული სასმელი ყოველ დილით უნდა სვათ უზმოზე — ორ-ორი ჭიქა და თანაც შემთბარი.
როგორც ვეფიქ არიჯი ირწმუნება, გასაოცარ ეფექტს უკვე ერთ თვეში მიიღებთ — წონაში 8-10 კგ-ს დაიკლებთ.
გაითვალისწინეთ: შინდს აქვს მატონიზებელი ეფექტი. ამიტომ მისი საღამოს მიღება არ შეიძლება — ეს დაძინებაში შეგიშლით ხელს.
გარდა ამისა, შინდი ძალიან ცოტა ან საერთოდ არ უნდა ჭამონ მათ, ვისაც აქვს:
მაღალი წნევა - ვინაიდან ეს კენკრა არტერიული წნევის მატებას იწვევს;
კუჭის წვენის მომატებული მჟავიანობა,
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული,
ამასთან დაიმახსოვრეთ: შინდს აქვს შემკვრელი ეფექტი, ამიტომ ის არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიირთვან შეკრულობისადმი მიდრეკილმა ადამიანებმა.