https://sputnik-georgia.com/20231108/saqartvelos-erovnuli-bankis-saertasoriso-rezervebi-mcirdeba-statistika-284060229.html
საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები მცირდება - ახალი სტატისტიკა
საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები მცირდება - ახალი სტატისტიკა
Sputnik საქართველო
2022 წელს რეზერვები 628,1 მლნ დოლარით გაიზარდა. 2021 წელს რეზერვების ზრდამ 361,3 მლნ დოლარი შეადგინა. 08.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-08T10:47+0400
2023-11-08T10:47+0400
2023-11-08T11:12+0400
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკი
ახალი ამბები
საქართველო
სტატისტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23329/33/233293308_0:156:3001:1844_1920x0_80_0_0_b539a5c2478219e928998c232298faab.jpg
თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებმა 2023 წლის 31 ოქტომბრისთვის 5.118,8 მლნ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე. სექტემბერში რეზერვები 154,4 მილიონი დოლარით შემცირდა, ხოლო წლის დასაწყისიდან – 217,3 მლნ დოლარით. ანალიტიკოსების აზრით, რეზერვების მოცულობის ცვლილება მთავრობისა და საბანკო სექტორის სავალუტო ოპერაციებს, ასევე ეროვნული ბანკის მიერ ვალუტის გაყიდვას უკავშირდება. საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს 2023 წლის 31 აგვისტოს მიაღწია, როცა მოცულობამ 5.436,8 მლნ დოლარი შეადგინა. 2022 წელს რეზერვები 628,1 მლნ დოლარით გაიზარდა. 2021 წელს რეზერვების ზრდამ 361,3 მლნ დოლარი შეადგინა. საერთაშორისო რეზერვების სტრუქტურა უცხოურ ვალუტაში კონვერტირებული საერთაშორისო რეზერვები ეროვნული ბანკის ძირითად რეზერვს წარმოადგენს და ეს ნაწილი 4,7 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს, აღნიშნულია რეგულატორის ვებ-გვერდზე. გარდა ამისა, ეროვნული ბანკის რეზერვებში შედის სახსრები, რომლებიც განთავსებულია SDR-ში (ნასესხობის სპეციალური უფლება) – 451,1 მლნ დოლარი, ხოლო სსფ-ში სარეზერვო პოზიცია 28,6 ათას დოლარს შეადგენს. ეროვნული ბანკი სახსრებს ოქროს სახით არ ინახავს. სავალუტო რეზერვების სტრუქტურაში სხვა აქტივების ღირებულება 1,8 მლნ დოლარს შეადგენს.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23329/33/233293308_166:0:2833:2000_1920x0_80_0_0_d00b0a95986ae2f663dfdfc12c2ea64e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეროვნული ბანკი , ახალი ამბები, საქართველო, სტატისტიკა
საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეროვნული ბანკი , ახალი ამბები, საქართველო, სტატისტიკა
საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები მცირდება - ახალი სტატისტიკა
10:47 08.11.2023 (განახლებულია: 11:12 08.11.2023) 2022 წელს რეზერვები 628,1 მლნ დოლარით გაიზარდა. 2021 წელს რეზერვების ზრდამ 361,3 მლნ დოლარი შეადგინა.
თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებმა 2023 წლის 31 ოქტომბრისთვის 5.118,8 მლნ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე.
სექტემბერში რეზერვები 154,4 მილიონი დოლარით შემცირდა, ხოლო წლის დასაწყისიდან – 217,3 მლნ დოლარით. ანალიტიკოსების აზრით, რეზერვების მოცულობის ცვლილება მთავრობისა და საბანკო სექტორის სავალუტო ოპერაციებს, ასევე ეროვნული ბანკის მიერ ვალუტის გაყიდვას უკავშირდება.
საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს 2023 წლის 31 აგვისტოს მიაღწია, როცა მოცულობამ 5.436,8 მლნ დოლარი შეადგინა.
2022 წელს რეზერვები 628,1 მლნ დოლარით გაიზარდა. 2021 წელს რეზერვების ზრდამ 361,3 მლნ დოლარი შეადგინა.
საერთაშორისო რეზერვების სტრუქტურა
უცხოურ ვალუტაში კონვერტირებული საერთაშორისო რეზერვები ეროვნული ბანკის ძირითად რეზერვს წარმოადგენს და ეს ნაწილი 4,7 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს, აღნიშნულია რეგულატორის
ვებ-გვერდზე.
მის სტრუქტურაში შედის სახსრები, რომლებიც განთავსებულია ფასიან ქაღალდებში – 3,8 მლრდ დოლარი, და ვალუტა, რომელიც ინახება უცხოური ბანკებისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) ანგარიშებზე – 0,9 მლრდ დოლარი.
გარდა ამისა, ეროვნული ბანკის რეზერვებში შედის სახსრები, რომლებიც განთავსებულია SDR-ში (ნასესხობის სპეციალური უფლება) – 451,1 მლნ დოლარი, ხოლო სსფ-ში სარეზერვო პოზიცია 28,6 ათას დოლარს შეადგენს. ეროვნული ბანკი სახსრებს ოქროს სახით არ ინახავს.
სავალუტო რეზერვების სტრუქტურაში სხვა აქტივების ღირებულება 1,8 მლნ დოლარს შეადგენს.