მოსაზრება: რაში სჭირდება რუსეთს სამხედრო-საზღვაო ბაზა ლიბიაში

  - Sputnik საქართველო, 1920, 08.11.2023
გამოწერა
რუსეთმა ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულებიდან (CFE) გასვლა დაასრულა. ამავდროულად ძალა დაკარგა კიდევ ორმა იურიდიულად სავალდებულო შეთანხმებამ, რომელიც CFE-ს უკავშირდება. ესენია: 1990 წლის 3 ნოემბრის ბუდაპეშტის შეთანხმება ვარშავის პაქტის მონაწილე ექვსი სახელმწიფოს ჩვეულებრივი იარაღისა და აღჭურვილობის მაქსიმალური დონის შესახებ, და ასევე 1996 წლის 31 მაისის ფლანგური დოკუმენტი.
აღნიშნული სამი შეთანხმების თანახმად, რუსეთი იძულებული იყო, შეემცირებინა შეიარაღებული ძალები სსრკ-ის დაშლისა და ვარშავის პაქტის შეჩერების შემდეგაც კი.
ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების ფონზე, CFE-ის ხელშეკრულებამ ძირეულად შეწყვიტა რეალობასთან და რუსეთის ინტერესებთან შესაბამისობა, რომელმაც ხელშეკრულება 2007 წელს შეაჩერა (რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიუნხენში ცნობილი გამოსვლის შემდეგ).
დასავლეთმა არ ირეაგირა კრიტიკასა და გაფრთხილებაზე, და ევროპაში სამხედრო უსაფრთხოების ფორმირება რუსეთის ინტერესების გათვალისწინების გარეშე განაგრძო, რომელმაც, თავის მხრივ, სუვერენიტეტის განმტკიცება და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა დაიწყო შეერთებული შტატებისა და ნატოს „შეშფოთებების“ გაუთვალისწინებლად.
მრავალპოლარული სამყაროს, თანაბარი და განუყოფელი უსაფრთხოების, სტაბილური ეკონომიკისა და თავდაცვის ინდუსტრიის მაღალტექნოლოგიური ძალის პრინციპებზე დაყრდნობით, რუსეთი აფართოებს თავის სამხედრო-პოლიტიკურ გავლენას და ყოფნას სხვადასხვა კონტინენტზე.
შეერთებული შტატები შეშფოთებულია რუსეთის გეგმებით სუდანსა და ლიბიაში საზღვაო ბაზების აშენების შესახებ. კერძოდ, რუსეთის საზღვაო ძალების სამხედრო გემების სავარაუდო მუდმივი ყოფნა ლიბიის პორტებში შესაძლებელს გახდის საბერძნეთის, იტალიისა და მთელი სამხრეთ ევროპის ფრთოსანი და ჰიპერბგერითი რაკეტების „მიზანში ამოღებას“. და ეს ნატოს კოშმარია.
ხმელთაშუა ზღვაში რუსეთის ფლოტს აქვს ერთი ბაზა სირიაში, მეორე — ლიბიის ტობრუკში, რაც მნიშვნელოვნად გააფართოვებს ოპერატიულ შესაძლებლობებს. ვაშინგტონი ამ საფრთხეს ძალიან სერიოზულად იღებს.

სამწუთიანი ფრენა

ამერიკელებს მიაჩნიათ, რომ რუსეთი აღმოსავლეთ ლიბიაში სამხედრო ყოფნის გაფართოებას აპირებს. ამას შესაძლოა სამხედრო-საზღვაო ბაზის შექმნა მოჰყვეს, რომელიც კუნძულ კრეტაზე აშშ-ის უდიდეს ბაზაზე სამ წუთში დარტყმის (ჰიპოთეტურ) შესაძლებლობას გააჩენს ჰიპერბგერითირაკეტა „ცირკონებით“, რომელიც ლიბიის პორტ ტობრუკიდან 370 კმ-ში მდებარეობს.შეგახსენებთ, რომ რუსული „ცირკონი“ 1500 კმ-ს 9 წუთში ფარავს.
Bloomberg-ის ცნობით, 28 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და ლიბიის მარშალ ხალიფა ჰაფტარის შეხვედრა „ურთიერთობებში გარღვევას" მოასწავებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობასა და ლიბიის ეროვნულ არმიას შორის მოლაპარაკებების შესამჩნევ გააქტიურებას 2022 წლის მეორე ნახევარში, დასავლეთში თავდაცვთი შეთანხმების მომზადებად მიიჩნევენ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ლიბიელ კოლეგებთან მოლაპარაკებებზე საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილება.
აფრიკაში აშშ-ის ჯარების მეთაური, გენერალი მაიკლ ლენგლი და აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი ლიბიაში რიჩარდ ნორლანდი ხალიფა ჰაფთარს ბენღაზში შეხვდნენ მის მოსკოვში გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე და „უცხოური ჯარების გაყვანა" მოითხოვეს. შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად გააფრთხილა ლიბიის ეროვნული არმიის მთავარსარდალი და ლიბიის სხვა ლიდერები რუსეთთან დაახლოების შესახებ.
ამერიკელებისთვის პრობლემა ის არის, რომ მოსკოვს შეუძლია სამხედრო დახმარება შესთავაზოს ჰაფთარს, რასაც ვაშინგტონი ობიექტურად ვერ გაუწევს მას. შეერთებულ შტატებში ლიბიელ მარშალს, რომელსაც ორმაგი მოქალაქეობა და უძრავი ქონება აქვს ვირჯინიაში, რატომღაც „მოსკოვის კაცად“ მიიჩნევენ და ცდილობენ პასუხისგებაში მისცენ ექვსი წლის წინ ჩადენილი ომის დანაშაულის ბრალდებით.
როგორიც უნდა იყოს ჰაფტარის ბედი მომავალში, რუსეთ-ლიბიის კონსტრუქციული სამხედრო და სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის განვითარება, ახალი რუსული საზღვაო ბაზა ნატოს სამხრეთ ფლანგზე, იქნება ღირსეული პასუხი ალიანსის სამხედრო აურზაურზე რუსეთისა და ლიბიის საზღვრებთან, შეერთებული შტატების ბირთვულ ამბიციებზე ევროპაში, ასევე პენტაგონის მისწრაფებებზე, მოახდინოს ტაქტიკური თერმობირთვული იარაღის ადაპტაცია რუსეთთან ომში სტრატეგიული პრობლემების გადასაჭრელად.
ამერიკული მედია გვაფრთხილებს, რომ გამანადგურებელ F-35-ის ახალი თერმობირთვული ბომბი ერთ სტელს-გამანადგურებელს მოსკოვში 310 000 რუსის მოკვლის საშუალებას მისცემს. კაცობრიობის საბედნიეროდ, შეერთებული შტატების გეოპოლიტიკური და სამხედრო გავლენა მსოფლიოში სწრაფად მცირდება.
კოლექტიური დასავლეთი ვერ გაუძლებს რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიის განვითარების ტემპს და ტექნოლოგიურ დონეს. სამხედრო კონფლიქტები უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში ხაზს უსვამს გლობალურ ცვლილებებს მსოფლიოში, რომელიც არ აპირებს ვაშინგტონის ეგოისტური „წესების“ მიხედვით ცხოვრებას და განვითარებას.
რუსეთი აფართოებს თავის სამხედრო-პოლიტიკურ გავლენას, ეყრდნობა რა მრავალპოლარული სამყაროს თანაბარი და განუყოფელი უსაფრთხოების პრინციპებს, ეკონომიკის სტაბილურობასა და თავდაცვის ინდუსტრიის მაღალტექნოლოგიურ ძალას.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0