https://sputnik-georgia.com/20231108/politico-evrokomisia-saqartvelostvis-kandidatis-statusis-minichebas-rekomendacias-gauwevs-284066534.html
Politico: ევროკომისია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას გასცემს
Politico: ევროკომისია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას გასცემს
Sputnik საქართველო
გამოცემა ინფორმაციას ევროსტრუქტურებში საკუთარ წყაროზე - ორ ჩინოვნიკზე დაყრდნობით ავრცელებს 08.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-08T13:00+0400
2023-11-08T13:00+0400
2023-11-08T13:30+0400
საქართველო
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკომისია
პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/0d/251713828_0:157:3000:1845_1920x0_80_0_0_c8b56d05ad58fcc49cfec75b5c33152b.jpg
თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. ევროკომისია ევროკავშირის სახელმწიფოებს რეკომენდაციას მისცემს საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ, იუწყება ევროპული გამოცემა Politico საკუთარ წყაროზე დაყრდნობით.ევროკომისია 8 ნოემბერს წარუდგენს ევროპულ საბჭოს დასკვნას საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ. უკვე 14-15 დეკემბერს ევროპული საბჭო ევროკომისიის დასკვნის საფუძველზე მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას გაფართოების პოლიტიკის და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე.როგორც გამოცემა აღნიშნავს, „მწვანე შუქს" აუნთებენ უკრაინასა და მოლდოვას.„ისინი რეკომენდაციას გაუწევენ ევროკავშირის ლიდერებს უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით - იმ პირობებით, რომ ქვეყნები გაატარებენ კანონის უზენაესობის დაცვასთან დაკავშირებულ რეფორმებს“, - ნათქვამია სტატიაში.2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.საქართველო კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროკომისიის გადაწყვეტილებას ელოდება>>>საქართველოს პრემიერ–მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყანა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და ამისთვის ყველაფერი გაკეთდა. გარდა ამისა, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის რიგი ქვეყნებისგან სტატუსის მიღებაში მხარდაჭერა მიიღო.ევროკომისიის მიერ ივნისში მიღებული შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ 12-დან სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია: გენდერული თანასწორობა და ბრძოლა ქალთა წინააღმდეგ ძალადობასთან, სტრასბურგის გადაწყვეტილებების გათვალისწინება და დამოუკიდებელი სახალხო დამცველის არჩევა.შვიდი რეკომენდაცია ნაწილობრივ არის შესრულებული. შეზღუდული პროგრესია მიღწეული კიდევ ერთ პუნქტში, ხოლო ერთ პუნქტთან - „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით პროგრესი საერთოდ არ არის.ამის შემდეგ გაგრძელდა ევროკავშირის პირობების შესრულებაზე მუშაობა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/0d/251713828_166:0:2834:2001_1920x0_80_0_0_1f0f2f2aaf4dbb3390c796fdf57d8f54.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკომისია, პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკომისია, პოლიტიკა, ახალი ამბები
Politico: ევროკომისია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას გასცემს
13:00 08.11.2023 (განახლებულია: 13:30 08.11.2023) გამოცემა ინფორმაციას ევროსტრუქტურებში საკუთარ წყაროზე - ორ ჩინოვნიკზე დაყრდნობით ავრცელებს
თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. ევროკომისია ევროკავშირის სახელმწიფოებს რეკომენდაციას მისცემს საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ, იუწყება ევროპული გამოცემა Politico საკუთარ წყაროზე დაყრდნობით.
ევროკომისია 8 ნოემბერს წარუდგენს ევროპულ საბჭოს დასკვნას საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ. უკვე 14-15 დეკემბერს ევროპული საბჭო ევროკომისიის დასკვნის საფუძველზე მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას გაფართოების პოლიტიკის და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე.
„კარგი ამბებია თბილისისთვისაც. ისინი (ევროკომისრები - რედ.) რეკომენდაციას გაუწევენ, რომ ევროკავშირის მთავრობებმა საქართველოს მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი", - წერს Politico ორ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, „მწვანე შუქს" აუნთებენ უკრაინასა და მოლდოვას.
„ისინი რეკომენდაციას გაუწევენ ევროკავშირის ლიდერებს უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით - იმ პირობებით, რომ ქვეყნები გაატარებენ კანონის უზენაესობის დაცვასთან დაკავშირებულ რეფორმებს“, - ნათქვამია სტატიაში.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.
საქართველოს პრემიერ–მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყანა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და ამისთვის ყველაფერი გაკეთდა. გარდა ამისა, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის რიგი ქვეყნებისგან სტატუსის მიღებაში მხარდაჭერა მიიღო.
ევროკომისიის მიერ ივნისში მიღებული შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ 12-დან სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია: გენდერული თანასწორობა და ბრძოლა ქალთა წინააღმდეგ ძალადობასთან, სტრასბურგის გადაწყვეტილებების გათვალისწინება და დამოუკიდებელი სახალხო დამცველის არჩევა.
შვიდი რეკომენდაცია ნაწილობრივ არის შესრულებული. შეზღუდული პროგრესია მიღწეული კიდევ ერთ პუნქტში, ხოლო ერთ პუნქტთან - „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით პროგრესი საერთოდ არ არის.
ამის შემდეგ გაგრძელდა ევროკავშირის პირობების შესრულებაზე მუშაობა.