საქართველოს ფინანსურ ცენტრად გარდაქმნა: ვიცე-პრემიერი საბანკო სექტორის როლზე

© photo: Sputnik / Stringerვაკე - ჭავჭავაძის გამზირი
ვაკე - ჭავჭავაძის გამზირი - Sputnik საქართველო, 1920, 08.11.2023
გამოწერა
საქართველოს რეგიონულ ჰაბად გარდაქმნის სტრატეგია კომპანიებმა Rothschild & Co-მ და Kaiser Partner-მა შეიმუშავეს.
თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. საბანკო სექტორის განვითარება მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმისკენ, რომ საქართველო რეგიონალური ფინანსური ცენტრი გახდეს, განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
დავითაშვილმა ეროვნული ბანკის, საბანკო სექტორის წარმომადგენლებს პროფესიული დღე მიულოცა და ეკონომიკის და ზოგადად, ქვეყნის კეთილდღეობისთვის საბანკო სექტორის სტაბილურობის, წარმატებისა და განვითარების მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა.
„საბანკო სექტორს გააჩნია წამყვანი როლი ეკონომიკის სხვადასხვა სფეროს წარმატებაში, ვხედავთ, რომ ეს სექტორი არა მხოლოდ იზრდება, არამედ უფრო მეტად ინოვაციური, უფრო მეტად კონკურენტუნარიანი ხდება მსოფლიოში და ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისკენ, რომ საქართველო გახდეს რეგიონის ფინანსური ცენტრი“,- განაცხადა დავითაშვილმა.
მისი თქმით, ბოლო წლებში მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა სრულ თანხვედრაშია საფინანსო და საბანკო სექტორთან.
„ჩვენ ვმუშაობთ კაპიტალის ბაზარზე, ახალ სისტემაზე, დანაზოგების შექმნის მექანიზმზე, ვმუშაობთ, რომ გაჩნდეს ახალი საინვესტიციო ინსტრუმენტები მეტი კაპიტალის მოსაზიდად ქვეყანაში, რათა კიდევ უფრო დავაჩქაროთ, კიდევ უფრო მდგრადი და ინოვაციური იყოს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ემსახურებოდეს ჩვენი ხალხის ინტერესებს“ - აღნიშნა მინისტრმა.
როგორც დავითაშვილმა განაცხადა, მნიშვნელოვანია სახელმწიფოს და კერძო სექტორის თანამშრომლობა და ის ფაქტი, როცა პანდემიისა და გეოპოლიტიკური ვითარების მიუხედავად, საქართველო ახერხებს სტაბილურ ეკონომიკურ ზრდას და საკმაოდ დამაიმედებელი პროგნოზებია, არის საბანკო სექტორთან წარმატებული დიალოგისა და თანამშრომლობის შედეგი.
„ვფიქრობ, რომ ეს დიალოგი, რომელიც საქართველოს მთავრობას, ეკონომიკურ ბლოკს გააჩნია კერძო სექტორთან, არის ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობა იმისთვის, რომ უფრო მსუბუქად გადავიტანოთ გარე შოკები, რომლებიც არაერთხელ ყოფილა ბოლო ათწლეულების განმავლობაში“, - განაცხადა დავითაშვილმა.
საქართველოში ბანკირის დღე, საქართველოს ეროვნული ბანკისა და საბანკო ასოციაციის ინიციატივით, პირველი ქართული ბანკის - „სათავადაზნაურო ბანკის" დაარსებიდან 125 წლისთავისა და 8 ნოემბერს, მისი დამაარსებლისა და პირველი ხელმძღვანელის, ილია ჭავჭავაძის დაბადების 163 - ე წლისთავთან დაკავშირებით დაწესდა, რომელიც უკვე 20 წელზე მეტია აღინიშნება.
საქართველო, როგორც ფინანსური ჰაბი
საქართველოს მრავალფუნქციონალურ რეგიონულ ჰაბად გარდაქმნის სტრატეგია კომპანიებმა Rothschild & Co-მ და Kaiser Partner-მა შეიმუშავეს.
საქართველოს რეგიონულ ფინანსურ ცენტრად ჩამოყალიბება ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, თანამედროვე ფინანსური, ტექნოლოგიური სიახლეების გაზიარებას.
საქართველოს მთავრობასა და კომპანია კომპანია Rothschild & Co-ს მმართველ დირექტორს არიელ მალარდ დე როტშილდს შორის შესაბამის ხელშეკრულებას ბრიუსელში 2021 წლის ბოლოს მოეწერა ხელი.
Rothschild & Co ერთ-ერთი უმსხვილესი, დამოუკიდებელი ფინანსური ჯგუფია, რომელიც მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში საქმიანობს.
Kaiser Partner – კონსულტანტია კეთილდღეობის საკითხებში. კომპანია ლიხტენშტეინსა და შვეიცარიაში მუშაობს.
ყველა ახალი ამბავი
0