https://sputnik-georgia.com/20231108/blinkeni-razis-seqtorris-mmavalze-284078267.html
ბლინკენი: ისრაელმა უარი უნდა თქვას ღაზის ხელახალ ოკუპაციაზე
ბლინკენი: ისრაელმა უარი უნდა თქვას ღაზის ხელახალ ოკუპაციაზე
Sputnik საქართველო
თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. დაჯგუფება ჰამასის განადგურების მერე ღაზის სექტორის ომისშემდგომ მოწყობაზე ფიქრი უკვე ახლავეა აუცილებელი, განაცხადა აშშ-ის... 08.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-08T16:34+0400
2023-11-08T16:34+0400
2023-11-08T16:34+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
ისრაელი-ჰამასის ომი
პალესტინა
აშშ
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/05/283991234_267:581:2875:2048_1920x0_80_0_0_fea904f61d6ab858fab6b7865cbe8e99.jpg
თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. დაჯგუფება ჰამასის განადგურების მერე ღაზის სექტორის ომისშემდგომ მოწყობაზე ფიქრი უკვე ახლავეა აუცილებელი, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ტოკიოში G7-ის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასასრულს.მისი თქმით, მომავალი მშვიდობის მთავარი ელემენტი „ღაზიდან პალესტინელების იძულებით გასახლებაზე უარი“ უნდა იყოს.ამასთან მან სხვა პირობებიც დაასახელა, რომლებიც მხარეებმა უნდა გაითვალისწინონ. მათ შორის:ბლინკენის თქმით, ანკლავის მომავალთან დაკავშირებული გეგმები უნდა მოიცავდეს ღაზის გაერთიანებას დასავლეთ სანაპიროსთან პალესტინის ხელისუფლების ხელმძღვანელობით.მანამდე პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის (PNA) თავმჯდომარე მაჰმუდ აბასმა რამალაში ბლინკენთან მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია მზად არის, რიგი პირობების გათვალისწინებით, სრული პასუხისმგებლობა აიღოს ღაზის სექტორზე — როგორც ამას 2007 წლის შეიარაღებულ აჯანყებამდე აკეთებდა, ანუ მანამ, სანამ ჰამასი ძალაუფლებას ჩაიგდებდა ხელში და PNA-ს არაერთ მაღალჩინოსანს დასჯიდა სიკვდილით.
პალესტინა
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/05/283991234_168:0:2899:2048_1920x0_80_0_0_b4c4eea56594a49d1621e13b4a431de7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, ისრაელი-ჰამასის ომი, პალესტინა, აშშ , პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, ისრაელი-ჰამასის ომი, პალესტინა, აშშ , პოლიტიკა
ბლინკენი: ისრაელმა უარი უნდა თქვას ღაზის ხელახალ ოკუპაციაზე
თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. დაჯგუფება ჰამასის განადგურების მერე ღაზის სექტორის ომისშემდგომ მოწყობაზე ფიქრი უკვე ახლავეა აუცილებელი, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ტოკიოში G7-ის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასასრულს.
„მიგვაჩნია, რომ დადგა მომავალზე საუბრის დრო. არა ხვალ, არა ომის შემდეგ, არამედ დღეს“, — აღნიშნა ბლინკენმა.
მისი თქმით, მომავალი მშვიდობის მთავარი ელემენტი „ღაზიდან პალესტინელების იძულებით გასახლებაზე უარი“ უნდა იყოს.
ამასთან მან სხვა პირობებიც დაასახელა, რომლებიც მხარეებმა უნდა გაითვალისწინონ. მათ შორის:
ღაზა არ უნდა იყოს გამოყენებული ტერორიზმის ან ძალადობრივი თავდასხმების პლატფორმად;
შეიარაღებული კონფლიქტის დამთავრების შემდეგ არ უნდა მოხდეს ღაზის ხელახალი ოკუპაცია;
ისრაელი არ უნდა შეეცადოს ღაზის ბლოკადაში ან ალყაში მოქცევას;
არ უნდა დაიშვას ღაზის ტერიტორიის შემცირება;
უნდა აღიკვეთოს დასავლეთ სანაპიროდან ყველანაირი ტერორისტული საფრთხის ალბათობა.
ბლინკენის თქმით, ანკლავის მომავალთან დაკავშირებული გეგმები უნდა მოიცავდეს ღაზის გაერთიანებას დასავლეთ სანაპიროსთან პალესტინის ხელისუფლების ხელმძღვანელობით.
მანამდე პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის (PNA) თავმჯდომარე მაჰმუდ აბასმა რამალაში ბლინკენთან მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია მზად არის, რიგი პირობების გათვალისწინებით, სრული პასუხისმგებლობა აიღოს ღაზის სექტორზე — როგორც ამას 2007 წლის შეიარაღებულ აჯანყებამდე აკეთებდა, ანუ მანამ, სანამ ჰამასი ძალაუფლებას ჩაიგდებდა ხელში და PNA-ს არაერთ მაღალჩინოსანს დასჯიდა სიკვდილით.