როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 9-10 ნოემბერს

© Sputnik / STRINGERთბილისის ბოტანიკური ბაღი
თბილისის ბოტანიკური ბაღი - Sputnik საქართველო, 1920, 08.11.2023
გამოწერა
თბილისი, 8 ნოემბერი – Sputnik. 10 ნოემბრამდე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ნალექი, შესაძლოა, მხოლოდ ცალკეულ რაიონებში აღინიშნოს. 9 ნოემრის დღის მეორე ნახევრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში დასავლეთ საქართველოში ნავარაუდევია წვიმა, ზოგან ძლიერი, მაღალმთაში კი თოვლჭყაპი.
თბილისში თბილი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება, ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 19-21 გრადუსი იქნება.
შავი ზღვის სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) 9 ნოემბერს თბილი და უნალექო ამინდია ნავარაუდევი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 24-27 გრადუსი იქნება. 10 ნოემბერს კი ნალექია მოსალოდნელი, შესაძლებელია ელჭექიც. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 18-20 გრადუსი იქნება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ზესტაფონი) 9 ნოემბრის დღის ბილომდე თბილი და უნალექო ამინდი იქნება, 10 ნოემბრის დღის მეორე ნახევრამდე ნავარაუდევია წვიმა, ზოგან ძლიერი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 21-23 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში კი (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო) ზოგან, შესაძლოა, ძლიერი წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 18-20 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 9 ნოემბრის დღის მეორე ნახევარში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო ღამით თოვლჭყაპია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 13-15 გრადუსი დაფიქსირდება.
სინოპტიკოსები 9-10 ნოემბერს ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) პლუს 20-22 გრადუს სითბოს ვარაუდობენ. მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი.
თბილი და უნალექო ამინდია ნავარაუდევი კახეთშიც (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო,): 9 ნოემბრის დღის მეორე ნახევარში ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია მცირე ნალექი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 20-22 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო) 9 ნოემბრის საღამომდე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო ღამის საათებში ზოგან გაწვიმდება და ქარიც გაძლიერდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 15-17 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი) 9 ნოემბრის დღის ბოლომდე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო ღამით ზოგან, შესაძლოა, მოთოვოს და ქარიც გაძლიერდეს. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს11-13 გრადუსი დაფიქსირდება.
ყველა ახალი ამბავი
0