https://sputnik-georgia.com/20231107/virgin-atlantic-biosawvavze-momusave-tvitmfrinavi-atlantis-okeanes-gadaufrens-284030230.html
ისტორიაში პირველად: ბიოსაწვავზე მომუშავე თვითმფრინავი ატლანტის ოკეანეს გადაუფრენს
ისტორიაში პირველად: ბიოსაწვავზე მომუშავე თვითმფრინავი ატლანტის ოკეანეს გადაუფრენს
Sputnik საქართველო
თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. ავიაკომპანია Virgin Atlantic, დიდი ბრიტანეთის სამოქალაქო ავიაციის სამმართველოს ნებართვით, ბიოსაწვავით პირველ ტრანსატლანტიკურ... 07.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-07T12:09+0400
2023-11-07T12:09+0400
2023-11-07T12:09+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
დიდი ბრიტანეთი
კომპანიების ახალი ამბები
თანამედროვე ტექნოლოგიები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/07/284030062_0:120:3260:1953_1920x0_80_0_0_5b4e1a5b01eb2811f33ea8069a5c76c9.jpg
თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. ავიაკომპანია Virgin Atlantic, დიდი ბრიტანეთის სამოქალაქო ავიაციის სამმართველოს ნებართვით, ბიოსაწვავით პირველ ტრანსატლანტიკურ რეისს შეასრულებს.როგორც სამმართველოს განცხადებაშია ნათქვამი, ეს ისტორიაში პირველი ასეთი ნებართვაა. ფრენისას 100%-ით ეკოლოგიური ბიოსაწვავი იქნება გამოყენებული.გავრცელებული ცნობით, Virgin Atlantic-ის თვითმფრინავი ლონდონის აეროპორტ ჰიტროუდან 28 ნოემბერს აიღებს სტარტს და ნიუ-იორკში გაფრინდება. რეისის მიზანი — ეს ასპროცენტიანი ავიაბიოსაწვავით ფრენის შესაძლებლობების შემოწმება და წარმოჩენაა.ამასთან ცნობილი ხდება, რომ ავიაკომპანია Virgin Atlantic-ს რეისამდე აშშ-ის, ირლანდიისა და კანადის მარეგულირებლებისგანაც მოუწევს ნებართვის აღება, ვინაიდან მათ ხომალდს ამ ქვეყნების საჰაერო სივრცეებში მოუწევს ფრენა.მანამდე აშშ-ის აეროკოსმოსურმა კორპორაცია Boeing-მა განაცხადა, რომ 2030 წლისთვის სრულად ბიოსაწვავზე მომუშავე თვითმფრინავებს გამოუშვებს. მსოფლიოს უდიდესმა საზღვაო გადამზიდავმა კომპანიამ, დანიურმა Maersk-მა კი მიმდინარე წლის სექტემბერში წარმოადგინა ბიოსაწვავზე (მეთანოლზე) მომუშავე ხომალდი.წყარო: CAA
დიდი ბრიტანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/07/284030062_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_420f92dbde24ad6c9fad82c283959eb5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, დიდი ბრიტანეთი , კომპანიების ახალი ამბები, თანამედროვე ტექნოლოგიები
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, დიდი ბრიტანეთი , კომპანიების ახალი ამბები, თანამედროვე ტექნოლოგიები
თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. ავიაკომპანია Virgin Atlantic, დიდი ბრიტანეთის სამოქალაქო ავიაციის სამმართველოს ნებართვით, ბიოსაწვავით პირველ ტრანსატლანტიკურ რეისს შეასრულებს.
როგორც სამმართველოს განცხადებაშია ნათქვამი, ეს ისტორიაში პირველი ასეთი ნებართვაა. ფრენისას 100%-ით ეკოლოგიური ბიოსაწვავი იქნება გამოყენებული.
გავრცელებული ცნობით, Virgin Atlantic-ის თვითმფრინავი ლონდონის აეროპორტ ჰიტროუდან 28 ნოემბერს აიღებს სტარტს და ნიუ-იორკში გაფრინდება. რეისის მიზანი — ეს ასპროცენტიანი ავიაბიოსაწვავით ფრენის შესაძლებლობების შემოწმება და წარმოჩენაა.
ამასთან ცნობილი ხდება, რომ ავიაკომპანია Virgin Atlantic-ს რეისამდე აშშ-ის, ირლანდიისა და კანადის მარეგულირებლებისგანაც მოუწევს ნებართვის აღება, ვინაიდან მათ ხომალდს ამ ქვეყნების საჰაერო სივრცეებში მოუწევს ფრენა.
მანამდე აშშ-ის აეროკოსმოსურმა კორპორაცია Boeing-მა განაცხადა, რომ 2030 წლისთვის სრულად ბიოსაწვავზე მომუშავე თვითმფრინავებს გამოუშვებს. მსოფლიოს უდიდესმა საზღვაო გადამზიდავმა კომპანიამ, დანიურმა Maersk-მა კი მიმდინარე წლის სექტემბერში წარმოადგინა ბიოსაწვავზე (მეთანოლზე) მომუშავე ხომალდი.