https://sputnik-georgia.com/20231107/rustavis-wyalmomaragebis-sistemisgaumjobeseba-2024-wlis-tebervlamde-dasruldeba-284028698.html
რუსთავის წყალმომარაგების გაუმჯობესების სამუშაოები 2024 წლის თებერვლამდე გაგრძელდება
რუსთავის წყალმომარაგების გაუმჯობესების სამუშაოები 2024 წლის თებერვლამდე გაგრძელდება
Sputnik საქართველო
ძველი მაგისტრალური ქსელი ხშირად ხდება შემთხვევითი ავარიული დაზიანებების მიზეზი, რაც წყლის მიწოდებაში მასშტაბურ შეფერხებებს იწვევს, ნათქვამია კომპანიის... 07.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-07T10:41+0400
2023-11-07T10:41+0400
2023-11-07T10:41+0400
რუსთავი
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24815/17/248151786_109:0:2182:1166_1920x0_80_0_0_22a6d67c827b06d6ffde3cfc53bb0cc6.jpg
თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. რუსთავის წყალმომარაგების გაუმჯობესების სარემონტო სამუშაოების დასრულება 2024 წლის თებერვალში იგეგმება. პროექტში 16 მლნ ლარია ინვესტირებული, იუწყება წყალგამანაწილებელი კომპანია „რუსთავის წყალი". კომპანიის მონაცემებით, რუსთავის წყალმომარაგების ძირითადი და ყველაზე მნიშვნელოვანი მაგისტრალური ქსელი ხრამის სათავე ნაგებობიდან გამომავალი წყალსადენია. ამ წყალსადენით ხდება სასმელი წყლის ტრანსპორტირება სათავე ნაგებობიდან ქალაქ რუსთავის მოსახლეობამდე. მაგისტრალური ქსელის ხანდაზმულობა ხშირად იწვევს ავარიულ დაზიანებებს, რაც განაპირობებს ქალაქ რუსთავში წყალმომარაგების მასშტაბურ შეფერხებებს ხრამის სათავე ნაგებობიდან გამომავალი წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ახლით შეიცვლება 5 კილომეტრამდე სიგრძის წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელი, მოეწყობა 54 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული და 26 ერთეული საკვანძო ჭა, დამონტაჟდება ორი ერთეული სახანძრო ჰიდრანტი, აღნიშნულია განცხადებაში. ბოლო მონაცემებით, რუსთავში, რომელიც ასევე ქვემო ქართლის რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრია, 125 ათასი ადამიანი ცხოვრობს.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
რუსთავი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24815/17/248151786_368:0:1923:1166_1920x0_80_0_0_8e5c7cebc20130374cedd04248da1b25.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსთავი, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
რუსთავი, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
რუსთავის წყალმომარაგების გაუმჯობესების სამუშაოები 2024 წლის თებერვლამდე გაგრძელდება
ძველი მაგისტრალური ქსელი ხშირად ხდება შემთხვევითი ავარიული დაზიანებების მიზეზი, რაც წყლის მიწოდებაში მასშტაბურ შეფერხებებს იწვევს, ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. რუსთავის წყალმომარაგების გაუმჯობესების სარემონტო სამუშაოების დასრულება 2024 წლის თებერვალში იგეგმება. პროექტში 16 მლნ ლარია ინვესტირებული, იუწყება წყალგამანაწილებელი კომპანია „რუსთავის წყალი".
კომპანიის მონაცემებით, რუსთავის წყალმომარაგების ძირითადი და ყველაზე მნიშვნელოვანი მაგისტრალური ქსელი ხრამის სათავე ნაგებობიდან გამომავალი წყალსადენია.
ამ წყალსადენით ხდება სასმელი წყლის ტრანსპორტირება სათავე ნაგებობიდან ქალაქ რუსთავის მოსახლეობამდე.
მაგისტრალური ქსელის ხანდაზმულობა ხშირად იწვევს ავარიულ დაზიანებებს, რაც განაპირობებს ქალაქ რუსთავში წყალმომარაგების მასშტაბურ შეფერხებებს
„კომპანია „რუსთავის წყლის" მიერ განხორციელებული სადიაგნოსტიკო სამუშაოების შედეგად განისაზღვრა მაგისტრალური ქსელის ის მონაკვეთები, რომელზეც ავარიული დაზიანებები ყველაზე ხშირად ფიქსირდება და დაიწყო აღნიშნული მონაკვეთების სრული განახლება", - განაცხადა კომპანიის ტექნიკურმა დირექტორმა ზურა ალფაიძემ.
ხრამის სათავე ნაგებობიდან გამომავალი წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ახლით შეიცვლება 5 კილომეტრამდე სიგრძის წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელი, მოეწყობა 54 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული და 26 ერთეული საკვანძო ჭა, დამონტაჟდება ორი ერთეული სახანძრო ჰიდრანტი, აღნიშნულია განცხადებაში.
ბოლო მონაცემებით, რუსთავში, რომელიც ასევე ქვემო ქართლის რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრია, 125 ათასი ადამიანი ცხოვრობს.